Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ლოტოსის ყვავილი და მიიღეთ ღირებული რჩევა ცხოვრების ამ მომენტისთვის

ცხოვრებას არ აქვს ინსტრუქცია, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გაგვცემს. ჩვენი გამოცდილების წყალობით ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენთ, რაც კარგია ჩვენთვის და ნამდვილად გვაბედნიერებს. თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არაა.

დიდი სიბრძნე ყველაზე მტკივნეული გამოცდილების შემდეგ მიიღება. კომფორტის ზონიდან გამოსვლისას ძლიერ ვიზრდებით. თუმცა  სჯობს სიბრძნეს და სიყვარულს დაეყრდნოთ. სწორედ ამიტომ, დღეს  Alltime-ს რედაქციამ თქვენთვის საინტერესო ტესტი მოამზადა.

მოცემულ სურათზე აირჩიეთ ლოტოსის ყვავილი და თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებისეული მდგომარეობის შესახებ რჩევა მიიღეთ.

ლოტისი № 1

ახლა ისეთი დროა, როცა თქვენს ცხოვრებას ვერ აკონტროლებთ. როგორ რთულ ვითარებაშიც არ უნდა იყოთ, არ აფეთქდეთ, კონტროლი არ დაკარგოთ ან ნაჩქარევად ემოციებში არ გადავარდეთ.

სჯობს გაუშვათ. ყველაფერი ჩვენს ყურადღებას ან იმედგაცრუებას არ იმსახურებს. ყოველთვის მთელი ძალით სცადეთ და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა იყოს. წინსვლაზე იფიქრეთ და ამისთვის ყოველდღე ყველაფერი გააკეთეთ.

ყველაფერს გაუმკლავდებით, რაც ხელს გიშლით, უბრალოდ სულის სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

ლოტისი № 2

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ფიქრი სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთ სიტუაციაში იმპულსურობა გვეუფლება და ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელსაც შემდეგ ვნანობთ. სწორედ ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და ბედნიერება პირველ ადგილას დააყენეთ.

დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე და გაითვალისწინეთ თქვენ მიერ განვლილი გზა და ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ წინ გელით. როცა ფიქრს სათანადო დროს დაუთმობთ, იპოვით პასუხებს, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, რადგან სიბრძნე აზროვნებით მოდის. ყოველთვის თავდაჯერებულად იმოქმედეთ, რადგან ეჭვები და ორჭოფობა ბედნიერების მტრები არიან.

ლოტისი № 3

ცხოვრებაში ხშირად ვიტანჯებით იმის გამო, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია და ეს პირდაპირ გულს გვტკენს. თუმცა არ უნდა დარჩეთ ამ სიტუაციის ხაფანგში, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება. უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არის და თითოეულ ტკივილს პიროვნული ზრდისთვის გაკვეთილი მოაქვს.

დღეს შეიძლება დიდი ტკივილის დღე იყოს, მაგრამ ხვალ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ნუ ფიქრობთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეიძლება. ამის ნაცვლად კონცენტრირდით უსაზღვრო შესაძლებლობაზე, რომლებიც ცხოვრებამ მოგიმზადათ. ყოველთვის თავაწეულმა და გაღიმებულმა იარეთ, რადგან გზაზე ბევრი კარგი რამ გელით.

ლოტისი № 4

ცხოვრებაში რთული პერიოდი ყველას აქვს. ურთიერთობამ შეიძლება კრახი განიცადოს და დასრულდეს. თუ ახლა თქვენს ცხოვრებაში რთული ეტაპია, ნეგატიური აზროვნება მოიშორეთ და უარი თქვით რწმენაზე, რომ ასე მხოლოდ თქვენთან ხდება და იმის ნიშანია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ.

სირთულეები ზრდას გვაიძულებს. ზრდის ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რაც ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ და ცხოვრებას სიყვარულით, პოზიტივით და კარგი კომპანით აავსებს. თქვენ არ მარცხდებით. სახეზე ღიმილი დაიბრუნეთ!

ლოტისი № 5

ჯანსაღი ცხოვრების მთავარი ელემენტი მადლიერებაა. მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ იმყოფებით იქ, სადაც ნამდვილად გსურთ იყოთ, განვლილი გზისთვის, ყველა გაკვეთილისა და შეძენილი კარგი მეგობრებისთვის მადლიერი უნდა იყოთ.

ჩვენ ყოველთვის არ გვყოფნის ძალა, რომ გავიღიმოთ, და ეს ნორმალურია. თუმცა არ დაგავიწყდეთ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც ახალმა დღემ ბედნიერების მისაღწევად მოგვიტანა. თქვენი ცხოვრება ერთ დიდ სასწავლო მოგზაურობად აღიქვით და ყოველი ახალი დღე გამარჯვებად მიიჩნიეთ, რადგან კურთხეული ხართ. მადლიერება ცხოვრებას ცვლის. საკუთარ თავს განახლების უფლება მიეცით.

ლოტისი № 6

ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი აწმყოში, თუ თავისი წარსული კარგად არ იცის. თუ გულში გადაუჭრელ პრობლემებს ინახავთ, დახმარება ითხოვეთ, რომ განიკურნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება ტრავმების და იარების გარშემო იტრიალებს.

როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს წარსულში დაბრუნება, ეს ერთადერთი გზაა, რომ ემოციური ტვირთისგან გათავისუფლდეთ და აწმყოში სრულყოფილად იცხოვროთ. არ შეგეშინდეთ, თამამი და თავდაჯერებული იყავით, რადგან ცხოვრება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავთან შერიგებას იწყებთ.