Connect with us

ჰოროსკოპი

5 ნიშანი, რომ თქვენი სული ბევრჯერ რეინკარნირებულია

რეინკარნირებულ სულს წარსული ცხოვრებიდან გარკვეული ხასიათი მოყვება. უმეტესობა ჩვენგანმა ეს ციკლი გაიარა. ზოგიერთი სული ახალია, ზოგი უფრო ძველი.

სულებში, რომლებმაც ეს ციკლი რამდენჯერმე გაიარეს, ნიშნები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს. და ეს ნორმალურია. ხოლო სულებში, რომლებაც ეს ციკლი ბევრჯერ გაიარეს, ნიშნები ცხადია.

Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ 5 ნიშანს გაეცნოთ იმის შესამოწმებლად, თქვენი სული ბევრჯერ რეინკარნირებული ხომ არაა.

1. განმეორებადი სიზმრები გაქვთ

სიზმარი ტრავმის დამუშავების გაუცნობიერებელი გზაა, განსაკუთრებული წარსული ცხოვრებისეული მოვლენების გადასამუშავებლად. უგონო მდგომარეობა თქვენს სულსა და მოგონებებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ეს შეიძლება ერთ–ერთი მიზეზი იყოს, თუ რატომ არის ზოგიერთი სიზმარი რეალობას დაშორებული და განმეორებადი. შესაძლოა წარსულ ცხოვრებაში მიღებული ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშეთ და ეს სიზმარში ვლინდება.

2. ცნობთ ადგილს, სადაც არასდროს ყოფილხართ

ადამიანებს ნათელი მოგონებები აქვთ ზოგიერთ ადგილზე, სადაც არასდროს ყოფილან. უმეტესობა შემთხვევაში ეს პირდაპირ რეინკარნაციას უკავშირდება.

თუ ადგილი თქვენთვის ნაცნობია, მაშინაც კი, თუ იქ არ ყოფილხართ, ამ ადგილს ქვეცნობიერად ამოიცნობთ.

3. გახსოვთ სახელები და მოვლენები, რომელთა შესახებ არ იცით

როცა ცნობთ ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ და მოვლენას, რომელშიც არ მონაწილეობდით – ეს სულის ხელახლა დაბადებაზე საუბრობს.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინა ცხოვრებაში ყველა ეს მოგონება გქონდათ. ეს ხშირად ბავშვებში ხდება.

4. ძლიერი ინტუიცია გაქვთ

ძლიერი უნარი გაქვთ, რომ თქვენს ცოდნას დაუკავშირდეთ. თქვენმა სულმა არა ერთი ცხოვრება გამოიარა, ამიტომ სამყაროს შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს.

ეს ინფორმაცია თქვენი შინაგანი სიბრძნეა და ხშირად ინტუიციური ცოდნის საშუალებით ვლინდება. რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, მით უფრო ძლიერია ინტუიცია.

5. ხშირად დეჟავუ გაქვთ

მაშინ, როცა სხვები ფიქრობენ, რომ დეჟავუ მხოლოდ ნევროლოგიური დისონანსია, თქვენ გულის სიღრმეში ხვდებით, რომ ეს უფრო მეტია.

შესაძლოა, თქვენი სული იმდენად ხშირად რეინკარნირებულია, რომ განმეორებადი მოვლენები კვლავ და კვლავ მეორდება.