Connect with us

ჰოროსკოპი

ძალაუფლების და ვნებების თვე გველოდება! ნუმეროლოგიური პროგნოზი 2021 წლის იანვრისთვის

2020 წელი სრულდება და ყველას სურს იმის გაგება, იქნება თუ არა 2021 წელი უკეთესი. როგორც ნუმეროლოგია ამბობს, იქნება!

ნუმეროლოგიურად იანვარი ციფრი 1–ის და ამავდროულად ყველაზე ნათელი, მნიშვნელოვანი და ძლიერი პლანეტის, მზის მმართველობის ქვეშაა.

მზე ყველაფრის დასაწყისი, ცხოვრების წყარო, ჩვენი პირადი „სამყაროს ცენტრია“. პლანეტა, რომელიც ადამიანს ოპტიმიზმით, ამბიციებით, ნებისყოფით და თავდაჯერებულობით ავსებს. მზე ერთეულის გავლით მთელ წელს მუხტავს, თითოეულ ადამიანს ახალ მიზნებს და შედეგების მიღწევას შთააგონებს. 1 – ყოველი იანვრის ციფრია. რით არის უნიკალური 2021 წლის იანვარი? თვის ციფრს თავად წლის ციფრი დაუმატეთ, ანუ 1 + (2+0+2+1) = 1 + 5 = 6. ციფრ–ს მფარველობს გრაციოზული, მშვენიერი და ვნებიანი ვენერა. ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. სიყვარულში ვერ უტყდებით? მუდმივად პაემანს სხვა დროისთვის დებთ? დროა, იმოქმედოთ! ვენერა თითოეულ ჩვენგანს სიყვარულის, ვნების და სექსის იდუმალ ბურუსში ახვევს. თქვენ მეორე ნახევრის პოვნის და ნანატრი ურთიერთობის დაწყების დიდი შანსი გაქვთ. მთავარია, მეტყველებას ყურადღება მიაქციოთ, რადგან ახლა მერკური მშვილდოსნის ნიშანში მოძრაობს. ეს ყველას გვაიძულებს უფრო მეტ ლაპარაკს, საკუთარი აზრის გამოთქმას და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. ფრთხილად იყავით და ყველაფერს სწორად გააკეთებთ!

  • ხელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 24, 25
  • არახელსაყრელი დღეები: 2, 10, 12, 26

სიყვარული

ვენერა რომანტიკულ ურთიერთობებს მხარს უჭერს. კარგი პარტნიორის შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ. დიდხანს გაგრძელდება ურთიერთობა? ეს მხოლოდ თქვენ ორზეა დამოკიდებული. პარტნიორი შეიძლება აღმოჩნდეს „სასიამოვნო შეხვედრა“ ან „ზეცაში გადაწყვეტილი“. მთავარია, ამ დილემის გადაჭრა ახლა არ სცადოთ და ურთიერთობით მეტად დატკბით. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

კარიერა

სამსახურში საქმე ისე მშვიდად არ წავა, როგორც პირად ცხოვრებაში. გიკვირთ, რომ უფროსობა გკიცხავთ და საქმეში ჩართვას გთხოვთ? გასაკვირი არაფერია, რადგან ბედნიერი ღიმილი უნებურად სახეზე დაგთამაშებთ, ფიქრებით კი სულ სხვაგან ხართ. სამსახურის დავიწყებაც არ შეიძლება! გახსოვდეთ, რომ მერკური, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, ახლა ყველას ნაჩქარევი დასკვნებისა და სიტუაციის სუბიექტურად შეფასებისკენ უბიძგებს. თქვენ შეიძლება ნაჩქარევად ან სუბიექტურად გაგათავისუფლონ ან გაგკიცხონ.

ოჯახი

ოჯახში, ამ სიტყვის ფართო გაგებით არეულობაა მოსალოდნელი. უფროს თაობას ყურადღება მიაქციეთ, მშობლებს ხშირად ესტუმრეთ და არ დაუპირისპირდეთ, თუმცა პროვოკაციები შეიძლება იყოს. ახლობლებს გაგებით და სითბოთი მოეპყარით. მათ ღიმილი და კარგი განწყობა აჩუქეთ. მზე, ამ თვის პლანეტა ხომ ცდილობს, რომ ყველა ოპტიმიზმით აღავსოს.