Connect with us

ჰოროსკოპი

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ტაროს კარტზე მკითხაობით შესაძლებელია გავიგოთ, თუ რა გველის კარიერულ და ფინანსურ სფეროში უახლოეს მომავალში. გსურთ გაიგოთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი მიიღებს ნანატრ დაწინაურებას, ვის ელოდება დროებითი ფინანსური სირთულე? ვინ შეძლებს ახალი სამსახურის პოვნას, ვის გაუღიმებს ბედი ცოტა მოგვიანებით? ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტაროს კარტით მკითხაობას. ნახეთ, რას უნდა ელოდოთ თებერვალში კარიერულ სფეროში.

თებერვალში თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს კარიერული ცვლილებები ელის. უმეტესობა მათგანისთვის ცვლილებები ხელსაყრელი იქნება, მაგრამ ზოგს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, რომ სასურველ პოზიციას მიაღწიოს ან შემოსავლები გაზარდოს. დროა პროფესიული მომავალი დაგეგმოთ.

ვერძი: 9 პენტაკლი (სწორი პოზიცია)

არკანი ცხოვრების თითქმის ნებისმიერ სფეროში წარმატების სიმბოლოა. სამსახური გამონაკლისი არაა! ტაროს კარტი ფინანსურ სტაბილურობას და ხვალინდელი დღის რწმენას ნიშნავს. ვერძი, რომელიც გასულ თვეს ბეჯითად შრომობდა, მიმდინარე პროექტებს დაასრულებს, თანამშრომლებისგან და უფროსობისგან მადლობას დაიმსახურებს. იქნებ არა ფულის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის მუშაობთ? თუ ასეა, კარიერაში წარმატება გელით. საქმე იმაშია, რომ არკანი ფინანსურ წარმატებას ჰპირდება მათ, ვისაც შეუძლია არ იმუშაოს, მაგრამ რაღაც მიზეზით ამას აკეთებს. 9 პენტაკლი მოულოდნელ მემკვიდრეობას და შემოსავლის წყაროს ნიშნავს!

კურო: 9 ხანჯალი (სწორი პოზიცია)

ეს კარტი დროებით კარიერულ სირთულეებს ნიშნავს. არკანი ზუსტ პასუხს არ იძლევა, თუ რა არის მსგავსი წარუმატებლობის მიზეზი. ზოგს შეიძლება ხელი შეუშალოს თანამშრომლების შურმა, რომლებიც დიდი ხანია თქვენს ადგილს უმიზნებენ, ან უფროსობამ, რომელიც ბორბალში ჯოხს უყრის და საჭირო გადაწყვეტილებას არ იღებს. ამ თვეში ყველა დოკუმენტი და ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ – შეიძლება შეცდომები გაგეპაროთ, რაც გარჩევას და კამათს გამოიწვევს. ფრთხილად იყავით არა მხოლოდ გარე ძალებთან, არამედ შინაგან შიშებთან და თავდაუჯერებლობასთან მიმართებაში. შესაძლოა, ამ თვეში მიხვდეთ, რომ დროა ისწავლოთ და პროფესიული უნარები გაიუმჯობესოთ. კარგი ამბავი: ეს საკუთარ თავთან და გარემოებებთან ბრძოლაა, რომელსაც მარტივად გაუმკლავდებით და მიზნების მისაღწევად მხოლოდ აზარტს შეგმატებთ.

ტყუპები: ეშმაკი (სწორი პოზიცია)

თავად არკანის სახელიც ნდობას არ იწვევს! ამ პოზიციაში სამსახურში უსიამოვნო სიტუაციებს ნიშნავს. თქვენს ირგვლივ ინტრიგებს ჩახლართავენ ან ზურგს უკან საუბარს დაიწყებენ, თანამშრომლები იეჭვიანებენ, უფროსობა უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამს. კარტის ხრიკი იმაშია, რომ შესაძლოა მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს არც თუ ისე მომგებიანი წინადადებაა და შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდება. თებერვალში ხელშეკრულებებს ყურადღებით გაეცანით, კლიენტების დოკუმენტები შეამოწმეთ და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გადადეთ.

კირჩხიბი: 6 თასი (გადაბრუნებული)

არკანი სასიხარულო პერსპექტივებს არ პირდება იმ კირჩხიბს, ვინც რამდენიმე წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობს. არადა კუთხეში უფრო მომგებიანი შემოთავაზება გელით. თებერვალი იდეალური დროა იმ კირჩხიბისთვის, ვისაც დიდი ხანია სამსახურის შეცვლა სურს, მაგრამ ვერ ბედავს. სასწრაფოდ ახალ კომპანიაში გადასვლა არ ღირს, ძველ ადგილას ნებისმიერი ცვლილება სასარგებლოა. ახალ პროექტებს, დაწინაურებას და სხვა განყოფილებაში გადასვლას დათანხმდით. ტაროს კარტი ამ თვეში ამბობს, რომ ფინანსებთან ურთიერთობას სჯობს გადახედოთ: თუ ხელფასს საიმედო ადგილას არ ინახავთ ან ნაღდ ფულს ატარებთ, უფრო თანამედროვე მეთოდებზე დაფიქრდით.

ლომი: დედოფალი (სწორი პოზიცია)

არკანი კარიერული და ფინანსური კეთილდღეობისთვის იდეალურია! თუ ხელფასის მომატების იმედი უკვე გადაგეწურათ, თქვენი პროექტები ბოლო დროს არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, ამ თვეში წარმატებას ელოდეთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია იმ ლომისთვის, ვინც შემოქმედებით სფეროში ან გუნდში მუშაობს. თანამშრომლებთან და თანამოაზრეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ხელმძღვანელი ხართ, განსაკუთრებული ყურადღება გუნდში ატმოსფეროს და მათ კმაყოფილებას მიაქციეთ. მათი ფინანსური კეთილდღეობა და მოტივაცია თქვენი კარიერული ზრდის გასაღებია.

ქალწული: 7 თასი (სწორი პოზიცია)

ეს არკანი აუსრულებელ იმედებს და ილუზიას ნიშნავს. იმ ადამიანების სიმბოლოა, რომლებიც არარეალურ მიზნებს ისახავენ, აუხდენელზე ოცნებობენ. კარიერულ სფეროში ნიშნავს, რომ სხვადასხვა პროექტებს, ვაკანსიებსა და შემოთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თუ უკვე რაღაც კონკრეტულზე შეჩერდით, ფრთხილად იყავით – იქნებ სჯობს უფრო რეალურს შეხედოთ. კარტი ამბობს, თებერვალში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რომელიც მომავალზეც აისახება, მაგრამ ფინანსური შემოსავლების მიღება ჯერ ადრეა. თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებების ნაყოფს მოგვიანებით მიიღებთ.

სასწორი: 4 კვერთხი (სწორი პოზიცია)

ამ კარტის მნიშვნელობა ნამდვილად ყოველმხრივ ხელსაყრელია. არკანი კეთილდღეობას, შემოსავალს და პროფესიულ მიღწევებს ნიშნავს. ამავდროულად, სამსახურის კარტი არაა – ის დამსახურებული დასვენების ან პასუხისმგებლობისგან დროებითი გათავისუფლების სიმბოლოა. სხვა სიტყვებით, თუ წინა თვეებში მუხლჩაუხრელად შრომობდით, ახლა ჯილდოს სახით გაზრდილი ხელფასი ან მადლიერება გელით. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი შრომა დამსახურებულად არ დააფასეს, თებერვალში დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩა. თუ წლების განმავლობაში ბეჯითად შრომობდით, დროა პენსიაზე გახვიდეთ და დამსახურებული შვებულება აიღოთ.

მორიელი: მშვიდობა (სწორი პოზიცია)

ნამდვილად ერთ–ერთი ხელსაყრელი კარტი სამსახურში, კარიერასა და ფინანსებში წარმატებისთვის. ის წარმოუდგენელ წარმატებას ჰპირდება მას, ვინც ყველაფრის მიღწევას საკუთარი შრომით ცდილობდა. განსაკუთრებული წარმატება ტურიზმის, მეცნიერების და ინოვაციების სფეროში დასაქმებულებს ელით. თუ მთელი ეს დრო საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებოდათ, თებერვალში თავდაჯერებულობას დაიბრუნებთ. დროა დარწმუნდეთ, რომ არჩეული სფერო იდეალურად შეგეფერებათ. თანამშრომლებს, ქვეშევრდომებს და მენტორებს თქვენი ფიქრები და იდეები არ დაუმალოთ. ინფორმაციის გაცვლა საქმეში წარმატებას გპირდებათ.

მშვილდოსანი: შეყვარებულები (სწორი პოზიცია)

როგორც იქნა, წარმატება ელოდება სასოწარკვეთილ შრომისმოყვარე მშვილდოსანს, რომელიც გაწეული შრომისთვის ჯილდოს ლოდინმა დაღალა. თუ ბეჯითად შრომას მიჩვეული ხართ, თებერვალი თქვენი კარიერისთვის წარმატებული თვეა. მხოლოდ ერთი პირობით: მთელმა გუნდმა ეფექტურად უნდა იმუშაოს, ამიტომ თუ განყოფილების ან პროექტის ხელმძღვანელი ხართ, რაც შეიძლება მეტი ამოცანა ქვეშევრდომებს გაუნაწილეთ. ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ენერგიას შეინარჩუნებთ, ფინანსურ მაჩვენებელს გააუმჯობესებთ და შემოსავალს გაზრდით.

თხის რქა: 2 თასი (სწორი პოზიცია)

ეს ტაროს კარტი ხელსაყრელ ცვლილებებს ნიშნავს. თქვენ გელით სამსახურის შეცვლა ან გუნდში ახალი თანამშრომლის შემოსვლა, რომელიც ჩვეულ რუტინაში ცვლილებებს შემოიტანს. შესაძლოა, ამ ადამიანის ან სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრის დახმარებით პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ. ახალი სამსახურის პოვნა წარმატებით დასრულდება. განსაკუთრებით გაუმართლებთ მას, ვინც შემოქმედებით დაკავებულია და ვისთვისაც გუნდში ატმოსფერო მნიშვნელოვანია.

მერწყული: მთვარე (გადაბრუნებული)

არკანი გადაუმოწმებელი გარიგებების ან სამსახურში ტყუილის სიმბოლოა. თქვენ მარტივად ფულის გამომუშავებას შემოგთავაზებენ, მაგრამ ფრთხილად იყავით: სანამ კონტრაქტს გააფორმებთ, ინტერესები ყოველი მხრიდან შეამოწმეთ. შესაძლოა, ამ თვეში გაწუხებთ, რომ რომელიმე პროექტი ჩაიშალა ან არ დადასტურდა, რომელიღაც ინიციატივაზე უფროსობას ფული არ ეყო. არ იდარდოთ! ამ თვეში ბედი დაუფიქრებელი ქმედებისა და არაკეთილსინდისიერი პარტნიორების ტყუილისგან დაგიცავთ.

თევზები: 6 კვერთხი (სწორი პოზიცია)

ამ პოზიციაში არკანი უახლოეს მომავალში სამსახურში წარმატებას გპირდებათ. კარიერულ კიბეზე წინსვლა და ძალიან მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება გელით. განსაკუთრებით აქტუალურია იმ თევზებისთვის, ვინც ძალა არ დაზოგა, რომ პარტნიორთან ან კლიენტთან შეთანხმებას მიეღწია. კარტა ამბობს, რომ მიზნების მისაღწევად სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. არ იდარდოთ, სწორედ იმ არჩევანს გააკეთებთ, რომელიც თქვენ და თქვენს კომპანიას სჭირდება. გადაწყვეტილების მიღების არ შეგეშინდეთ, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდული და გიჟურია – ყურადღება სწორედ მათ მიაქციეთ. წარმატება ელის იმ თევზებს, რომლებიც სამსახურის შეცვლას გეგმავენ. შესაძლოა, ამ თვეში ოცნების გუნდთან შეერთება შეძლოთ!