Connect with us

ჰოროსკოპი

„სარკისებრი“ 22 თებერვალი: რა სასწაულს ველოდოთ ლურჯი წყლის ვეფხვის წელში

2022 წლის თებერვალში მორიგი სარკისებრი თარიღი გველოდება. თან არა მარტივი, არამედ ანგელოზთან დაკავშირებული. ანგელოზურ ნუმეროლოგიაში (ასეთის შესახებ იცოდით?) ციფრებს ფარული ძალა და მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ეს ეხება ნომერს 222, რომელიც გვხდება 22.02.2022 თარიღში. საინტერესოა, რას ნიშნავს წლის ერთ–ერთი მთავარი სარკისებრი თარიღი. თავად ანგელოზის ნომერიც რაღაც ჯადოქრობას ფლობს.

რიცხვი ანგელოზურ ნუმერულოგიაში

თებერვალში ანგელოზურ თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 2 დღე: 2.02.2022 და 22.02.2022. ამ თარიღებში ორიანების სიმრავლე მიგვითითებს, რომ საქმე ანგელოზური ნუმეროლოგიის ციფრებთან გვაქვს. ნუმეროლოგია დარწმუნებულია, რომ რიცხვების კომბინაციები საიდუმლო კოდს მალავს.

ანგელოზურ ნუმეროლოგიაში იგულისხმება ერთნაირი ციფრების კომბინაცია, რომელიც ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ. მაგალითად, საათზე, სამოგზაურო ბილეთზე, დოკუმენტსა და უბრალო ჩეკზეც. ანგელოზის ნომრებად ერთი და იმავე ციფრის სამმაგი კომბინაცია ითვლება.

სამი ორიანი (222) თებერვლის სარკისებრ თარიღში გვხდება. ის დადებით ენერგეტიკას ატარებს და უკეთესობისკენ ცვლილებებს გვპირდება. ეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეიძლება ეხებოდეს. მაგალითად, ანგელოზის ნომერი სასიყვარულო ურთიერთობაში გაუმჯობესებას იწვევს.

მომგებიანი ნაცნობობა, ნანატრი ქორწილი ან ახალ ბინაში გადასვლა – ეს სამი ორიანის გავლენით შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, მაგიური ციფრი რთულ სიტუაციაში სიმშვიდეს და ჰარმონიას გვპირდება. ამის წყალობით ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებთ, ბალანსს იპოვით.

ციფრი ანგელოზურ ნუმეროლოგიაში მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ შენიშნეს. წარმოიდგინეთ, რომ დაინახეთ სამი ორიანი მსხვილ კუპიურზე. ნუმეროლოგები ასეთ ფულს მოძრავს უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაც ღირებულზე უნდა დახარჯოთ ან ბიზნესის დასაწყებად გამოიყენოთ.

თებერვლის სარკისებრი თარიღი

სარკისებრ თარიღთან ყველაფერი ზუსტად ასეა. ანგელოზის ციფრიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, 2022 წლის 22 თებერვალი მაქსიმალურად სწორად უნდა გაატაროთ. სხვათა შორის, ეს მთვარის 22-ე დღეც არის. ორიანების სიმრავლე უბრალოდ შთამბეჭდავია!

22.02.2022 ამ თარიღს ექვსი ორიანის დღესაც უწოდებენ. გარდა ამისა, ამ თარიღში ერთნაირი ციფრების კომბინაცია როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან ერთნაირად იკითხება. ასეთ დღეებს პალინდრომის დღეებს უწოდებენ. მსგავსი დამთხვევები იშვიათად ხდება.

სარკისებრი თარიღი კარგია მათთვის, ვინც ცხოვრების შესაცვლელად მზადაა. ამ იდუმალ დღეს უსაფრთხოდ შეგიძლიათ სამსახურში სერიოზული პროექტი აიღოთ და ახალი სასარგებლო ნაცნობები შეიძინოთ. დარწმუნებული იყავით: წარმატება ყველა საქმეში თქვენს მხარეს იქნება.

თუ სამყაროსგან დალოცვის მიღება გსურთ, 22 თებერვალს ლოგინში დიდხანს არ გაჩერდეთ. ადრე ადექით, დილა სასიამოვნო რიტუალებით დაიწყეთ. ივარჯიშეთ, შხაპი მიიღეთ და გემრიელი საუზმე მოამზადეთ. შემდეგ დრო გამოყავით, რომ მარტის ან მთელი წლის გეგმა დაწეროთ.

22 თებერვალს სცადეთ, იგრძნოთ, თუ რა გსურთ და რას გრძნობთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. გაახარეთ საკუთარი თავი იმით, რაზეც დროის უქონლობის გამო უარს ამბობდით. დღე მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი უნდა იყოს. ახლობლებთან კამათი არ გაბედოთ: ყველა კონფლიქტი თავიდან უნდა აიცილოთ.

თუ საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ნაჩხუბარი ხართ, სარკისებრი თარიღი იდეალურია, რომ შეურიგდეთ. საკუთარ თავში ძალა იპოვეთ და პირველი ნაბიჯი გადადგით. ნახავთ, რომ თქვენი ურთიერთობა ანგელოზის ნომრის 222-ის წყალობით ახალ დონეზე გადავა.

შესაძლოა, სულიერ პრაქტიკაზე დიდი ხანია ფიქრობთ. იოგით დაიწყეთ. 22 თებერვალი ამისთვის კარგი დღეა. ეს დასვენების ნებისმიერ ფორმას ეხება. მაგალითად, ცეკვის პირველ გაკვეთილს დაესწარით ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყეთ.

რედაქციის რჩევა

2022 წლის 22 თებერვალს სურვილი ჩაიფიქრეთ და აუცილებლად ასრულდება. მთავარია, თქვენი გზავნილი იყოს წრფელი და სუფთა. ნუმეროლოგები თვლიან, რომ 22.02.2022 დასაქორწინებლად იდეალური თარიღია. თუ ოჯახის შექმნას აპირებთ, სწორი გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგილოცოთ.