ჯანმრთელობა
რომელი უფრო საზიანოა – ვაშლი თუ შოკოლადი? პოპულარული მითები კბილების შესახებ
მეცნიერების მიღწევების მიუხედავად მედიცინაში ბევრი მითი არსებობს, მათ შორის კარიესზე, ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე. დღეს ყველაზე პოპულარულ მითებს გამოვააშკარავებთ და კბილების ჭკვიანურად მოვლას გასწავლით.
მითი № 1: კარიესს მხოლოდ ტკბილეული აჩენს
ყველაზე პოპულარული მტკიცებულება მითი აღმოჩნდა. კარიესის მიზეზი არა კანფეტი და შოკოლადი, არამედ საკვების ნარჩენებია, რომლებიც კბილებს შორის რჩება. გასაკვირია, მაგრამ ვაშლი ისევე, როგორც კანფეტი შეიძლება კარიესის გამომწვევი გახდეს. ამ დასკვნამდე ბრიტანეთის სტომატოლოგიური ასოციაციის ექსპერტები მივიდნენ. კარიესის გამომწვევ პროდუქტებს რთული ნახშირწყლებიც მიეკუთვნება. რისკის ზონაში ფქვილის ნაწარმის მოყვარულები: ტკბილი ნაწარმიდან უბრალო პურამდე, ასევე ხორცის კერძები და ბოსტნეული. ჯანსაღი ღიმილის შესანარჩუნებლად სტომატოლოგები კომპლექსურ მიდგომას გირჩევენ:
- მინიმუმ წელიწადში 2–ჯერ ექიმთან ვიზიტი;
- კბილების გახეხვა მინიმუმ 2 წუთით დილით, ჭამის შემდეგ და საღამოს, ვახშმის შემდეგ;
- კბილების დაავადებების პროფილაქტიკისთვის დამატებითი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სავლები, კბილის ძაფი და უშაქრო საღეჭი რეზინა, რომელიც ჭამის შემდეგ უნდა დაღეჭოთ.
მითი № 2: კარიესი – სხვა დაავადებების შედეგი
არა, არა და კიდევ ერთხელ არა. კარიესი შეიძლება აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს. უნდა გახსოვდეთ, რომ კარიესით დაზიანებული კბილი ორგანიზმში ქრონიკული ინფექციის წყაროს წარმოადგენს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სახსრების დაავადებები, ასევე ალერგიული რეაქციები. მაგალითად, იელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ კარიესმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია. დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომელთაც ფილტვების განვითარებული ანთების გამო ხშირად მკურნალობდნენ, პირის ღრუს ჯანმრთელობა (კბილები და ღრძილები) ცუდ მდგომარეობაში ჰქონდათ იმ მოხალისეებთან შედარებით, რომელთაც ფილტვების ანთება არ აწუხებდათ. რისკის შესამცირებლად სტომატოლოგს წელიწადში 3–ჯერ ეწვიეთ და ბავშვებს პირის ღრუზე სწორად ზრუნვა ადრეული ასაკიდან ასწავლეთ.
მითი № 3: თუ კბილები არ გტკივათ, ჯანმრთელია
საკმაოდ სახიფათო განცხადება. ძალიან გავრცელებულია ფარული კარიესი, რომელიც მეზობელ კბილებს შორის ჩნდება, მისი ნაადრევი სტადია უმტკივნეულოდ გადის, ხოლო უსიამოვნო შეგრძნება იმის ნიშანია, რომ კარიესმა კბილის ქსოვილი უკვე ღრმად დააზიანა. გარდა ამისა, ტკივილს თითოეული ინდივიდუალურად აღიქვამს, ანუ რაც უფრო ადრე აღმოაჩენს ექიმი ტკივილის კერას, მით უფრო მარტივი იქნება შედეგების აღმოფხვრა.
მითი № 4: რაც მეტ კბილის პასტას გამოიყენებთ, მით უკეთესი
მარტივ გზას ნუ ეძებთ. კარიესის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კბილის პასტის რაოდენობა, არამედ ის, თუ რამდენად ხშირად იხეხავთ კბილებს. რა თქმა უნდა, მთავარი წესი ყველამ იცის: დაახლოებით 3 წუთი, ჯაგრისი 45 გრადუსიანი კუთხით დახრილი კბილებსა და ღრძილებს შორის, წინა კბილებიდან – უკანა კბილებამდე, ღრძილებიდან კბილამდე და პირიქით.
მითი № 5 კარიესი – თანამედროვე ადამიანის პრობლემა
არ დაუჯეროთ ფილმებს, სადაც ქვის ხანის პერსონაჟები მდიდრულ ჰოლივიდურ ღიმილს გვაჩვენებენ. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ კარიესი ადამიანს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ–მდე 3000-2000 წლის წინ აწუხებდა. დღეს კარიესი დაავადებებს შორის ლიდერია. ის ადამიანების 99 %–ის „ნაცნობია“.