Connect with us

ჯანმრთელობა

თუ მზესუმზირას თესლი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ!

გახურებული საუბრის დროს მზესუმზირას კვნეტა ყველასთვის საყვარელი გასართობია, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს აზიანებს, არამედ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

ბევრი ინტერნეტ გამოცემის ავტორი ირწმუნება, რომ მზესუმზირას თესლი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ ავიწყდება იმ კოლოსალური ზიანის შეხსენება, რომელსაც თესლების უკონტროლო ჭამა იწვევს.

აზიანებს კბილის ემალს

პირველ რიგში, მზესუმზირას მიმართ სიყვარული ღიმილის ხარისხზე ცუდ გავლენას ახდენს. წინა კბილებით თესლის გაფცქვნა ემალზე მიკრობზარების გაჩენას და ნერვული დაბოლოებების გაშიშვლებას იწვევს. ცხიმიანი თესლის მრავალსაათიანი ჭამის პროცესი კარიესის განვითარებას იწვევს.

საბოლოოდ, ემალი სითეთრეს კარგავს და მავნე მუქი ლაქებით იფარება, სადაც დროთა განმავლობაში კარიესი ჩნდება. თუ სურვილი არ გაქვთ ყვითელი და დამპალი კბილებით იაროთ ან დაკარგული ლამაზი ღიმილის დასაბრუნებლად სტომატოლოგს ეწვიოთ, მაშინ თესლების კვნეტას გადაეჩვიეთ.

აზიანებს სხეულის ფორმებს

მზესუმზირას თესლის ენერგეტიკული ღირებულება 2385 კჯოული ან 570 კალორიაა 100 გრამზე. ეს ძალიან ბევრია! თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივ 100 გრამით თესლის ფანები არ ჩერდებიან, გამოდის, ერთ დაჯდომაზე ადამიანი კალორიების დღიურ ნორმას იღებს.

თესლი უჩვეულოდ მაღალი კალორიულობის გარდა ცხიმების დიდი შემცველობითაც გამოირჩევა: 100 გრამი პროდუქტი 49,57 გრამ ცხიმს შეიცავს. ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ თესლით გატაცება  იდეალური მეთოდია 10–ობით ზედმეტი კილოგრამის მოსამატებლად. ნებისმიერი დიეტოლოგი დაადასტურებს, რომ ის ძალიან საზიანოა სხეულისთვის.

აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

მზესუმზირას თესლის ხშირად ჭამა გულძმარვას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები კუჭიდან საყლაპავში გადადის და მისი კედლების გაღიზიანებას იწვევს. იმის მიუხედავად, პერიოდულად გულძმარვის გაჩენას ყველა მიეჩვია, ამაში არაფერი კარგი და დამამშვიდებელი არაა.

გულძმარვა გასტრიტის, წყლულების და კუჭ–ნაწლავის სხვა დაავადებების წინამორბედია. მოვლენების ყველაზე საშიში განვითარება შეიძლება იყოს საყლაპავის სიმსივნე, რომელიც მკურნალობას რთულად ექვემდებარება. თუ გულძმარვა თქვენი ხშირი სტუმარია, გასტროენტეროგს სასწრაფოდ მიმართეთ და მზესუმზირას თესლი სამუდამოდ დაივიწყეთ.

აზიანებს ძვლებს

მზესუმზირას მინდვრები ჩვეულებრივ საავტომობილო გზასთან ახლოსაა. ეს მცენარე კი გამონაბოლქვს ღრუბელივით იწოვს. დამწიფების პერიოდში მზესუმზირას თესლში ბევრი კადმიუმი გროვდება. ეს მძიმე და შხამიანი ლითონია. ის ადამიანის ორგანიზმში გროვდება და მთელ რიგ სერიოზულ დარღვევებს იწვევს.

კადმიუმი პირველ დარტყმას თირკმლებს და ფილტვებს აყენებს, შემდეგ ძვლებს. ეს ლითონი კალციუმის ათვისების მექანიზმს აზიანებს, ამიტომ თესლის მოყვარულების ძვლები დროთა განმავლობაში მყიფე ხდება. რაც უფრო ბევრი კადმიუმია ორგანიზმში, მით უფრო დიდი შანსია დაავადდეთ ოსტეოპოროზით, თირკმლების უკმარისობით და ფილტვების სიმსივნით.

კადმიუმით მოწამვლის სიმპტომები: „უცნობი წარმოშობის“ კუნთოვანი ტკივილი, ძვლების მოტეხილობა, სუნთქვის პრობლემები და შეშუპება. ყველა ეს დაავადება და ადრე ჩამოთვლილი საფრთხე მზესუმზირას თესლის სიყვარულის გამო ზედმეტად დიდი საფასურია.