Connect with us

ჯანმრთელობა

ყოველდღე თითო კოვზ სასარგებლო თესლს ვჭამ, რომ ძლიერი ჯანმრთელობა შევინარჩუნო

ადამიანები აფთიაქის და iHerb-ის ჯადოსნური ქილების გამოჩენამდე ბევრ სასარგებლო პროდუქტს ჭამდნენ და მათ თვისებებზე არ ფიქრობდნენ. მაგალითად, ძველი აცტეკები კერძებს ჩიას და სეზამის თესლებს აქტიურად უმატებდნენ, მათ სილამაზის და ჯანმრთელობის წყაროდ თვლიდნენ და არც ცდებოდნენ.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო თესლების ნაკრებს ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის. პროფილაქტიკისთვის, სამკურნალოდ, გასაჯანსაღებლად და უბრალოდ პირის ჩასატკბარუნებლად. დაიმახსოვრეთ!

ტოპ 10 სასარგებლო თესლი

1. სელი

იცით თუ არა, რომ იმპერატორ კარლოს დიდს სელის თესლი იმდენად უყვარდა, რომ გამოსცა კანონი, რომელიც მოსახლეობას სელის თესლის მიღებას ავალდებულებდა? სელის თესლის უჯრედისი მადას არეგულირებს, რადგან სისხლში ლიპიდების მკვეთრ ცვლილებას ამცირებს. თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, ცოტა სელის თესლი სალათს, კოქტეილს ან მობრაწულს დაუმატეთ. მისი მიღება სიმსივნის განვითარებას აფერხებს, ქალებში ჰორმონალურ ფონს არეგულირებს.

2. ჩია

ჩიას თესლი ბავშვებისა და მოხუცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს სუპერ საკვები იმუნიტეტს კარგად აძლიერებს. დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს ჩიას თესლი შრომისუნარიანობას ზრდის. მარცვლეული წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს და თრომბის განვითარებას აფერხებს. ჩიას თესლში შემავალი მიკროელემენტები კანის სილამაზეზე გავლენას ახდენს და აკნეს მკურნალობას ხელს უწყობს.

3. გოგრის თესლი

ეს უნიკალური თესლი ბევრ პროტეინს შეიცავს. ყოველდღე 100 გრ გოგრის თესლი მიირთვით, რომ ცილების დღიური ნორმის 54% მიიღოთ. თუ B ჯგუფის სააფთიაქო ვიტამინებს იღებთ, იცოდეთ, რომ გოგრის თესლი უფრო იაფი და ეფექტურია. თუ სულით ხშირად ეცემით, გოგრის თესლი განსაკუთრებით გჭირდებათ. მისი თვისებები დეპრესიას და სევდას ებრძვის. ეს ლ–ტრიპტოფანის ქიმიური ნაერთის ხარჯზე ხდება, რომელიც განწყობას ზრდის.

4. გარგარის თესლი, ფეტვი, ვაშლის თესლი

გარგარის კურკის ბირთვი B17 ვიტამინს შეიცავს, რომელიც სიმსივნის უჯრედებს კლავს და ონკოლოგიურ დაავადებას აფერხებს. ამიგდალინი ანუ B17 მწვანე პარკოსნებში, ვაშლის თესლში და ფეტვში გვხდება. ბიოქიმიკოსი ერნსტ კრებსი ირწმუნებოდა, რომ ადამიანი, რომელიც დღეში 20 გარგარის ბირთვს ჭამს, მთელი ცხოვრება სიმსივნისგან დაცულია.

5. სეზამი

სეზამი კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ–ერთი უძველესი სანელებელია. ეს სპილენძის, ფოსფორის, მაგნიუმის, რკინის და კალციუმის წყაროა. სეზამის თესლი ბევრ თუთიას, B1 ვიტამინს და საკვებ უჯრედისს შეიცავს. თუ წნევის ცვლილებები გახასიათებთ, რაციონში სეზამი აუცილებლად ჩართეთ და პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.

6. მზესუმზირას თესლი

მაგნიუმი არტერიული წნევის რყევებს არეგულირებს და თავის ტკივილს აქრობს. მზესუმზირას თესლი მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს. ყოველდღე მიირთვით და გულის შეტევის რისკი შემცირდება.

7. ძირას თესლი

ძირა მისი სამკურნალო თვისებების გამო ანტიკური დროიდან უყვარდათ. ის სასარგებლოა კვების დარღვევის, ღვიძლის დაავადებების დროს. ძირის თესლი სურდოს და ყელის ტკივილს აქრობს. მისი დახმარებით ართრიტს და ასთმას კურნავენ.

8. კანაფის თესლი

20 ამინომჟავა, ცილების დიდი შემცველობა, ომეგა 3, ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები – ეს ყველაფერი კანაფის თესლში შემავალი ნივთიერებების სრული სია არაა. გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად უბრალოდ აღმოჩენაა!

9. ბროწეულის თესლი

სასარგებლო გავლენას პირდაპირ ძვლებზე ახდენს. ბროწეულის თესლი ართრიტის დროს ხრტილების დაზიანებას ამცირებს. გემრიელი ხილი ანთებას ამცირებს და ხრტილების და ძვლების გამანადგურებელ ფერმენტებს აქტიურად ებრძვის.

10. ყურძნის კურკები

ყურძენი ლინოლეურის მჟავას და E ვიტამინის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. გულის დაავადებებს, მაღალ წნევას და ქოლესტერინს აფერხებს. ყურძნის კურკის ექსტრაქტი სიმსივნის უჯრედებს აქტიურად კლავს და სხვადასხვა ინფექციებით დაავადებებს ამცირებს.

როგორც ხედავთ, ის, რასაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ ვაქცევთ, დიდ სარგებელს და ღირებულებას შეიცავს. ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ!