Connect with us

ჰოროსკოპი

კვირის ტაროს პროგნოზი 8 ნოემბრის ჩათვლით

მიმდინარე კვირის მოსალოდნელი მოვლენების წინასწარ გაგება ტაროს უმაღლესი არკანების მეშვეობით შეიძლება. ეს კვირის პროგნოზი მოქმედებათა გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ შეემზადოთ გარკვეული მოვლენებისთვის და გადადგათ გარკვეული ნაბიჯები მოსაოდნელი უსიამოვებების თავიდან ასაცილებლად.

ვერძი

ვერძებმა მომავალ კვირაშ შეიძლება დაწყებული საქმე ვერ დაასრულონ. კარტი გირჩევთ – ყურადღება სვა საქმეზე გადართოთ და დრო არ დაკარგოთ, როდესაც მდგომარეობა შეიცვლება შეგიძლიათ საქმეები მაშინ დაასრულოთ.

ამ კვირაში ნებისმიერ დასახულ მიზანს მიაღწევთ. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს აჯობებს დამშვიდდეთ, ისწავლოთ ძალების სწორი გადანაწილება და გამონახოთ დრო უკეთეში შედეგების მისაღებად.

პასუხისმგებლობის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კარტის მიხედვით კვირის ბოლოს მხოლოდ იმით უნდა დაკავდეთ რასაც პირდაპირი კავშირი აქვს თქვენს ცხოვრებასთან და გარეშე საქმეებზე დრო არ დაკარგოთ.

კურო

კვირა დაიწყეთ მშვიდად. ეცადეთ მიაღწიოთ შინაგან ჰარმონიასა და ოქროს შუალედი იპოვოთ, ეს ყველაფერი რთული პრობლემების გადაწყვეტასა და სასურველი შედეგის მირებაში დაგეხმარებათ.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებს მიღება მოგიწევთ, რომელიც ცხოვრების უკეთესკობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. შეიძება მინიმალური მსხვერპლის გაღება მოგიწიოთ, მაგრამ ეს სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ნუ გადაუხვევთ გზიდან და ნურც გეგმას შეცვლით – ეს შეცდომების გამორცხვაში დაგეხმარებათ!

ტყუპები

კვირა ტყუპებმაც მშვიდად და აჩქარების გარეშე უნდა დაიწყონ. თუ საკუთარ მოვალეობებს ყურადღებით მიუდგებით და შინაგან წონასწორობას შეინარჩუნებთ წინ დიდი წარმატებები გელით. თქვენი სურვილები ასრულდება და მიზნებსაც მიაღწევთ. ტყუპები თავიანთი წარმატებით ტკბობას შეძლებენ და ძალებსაც აღიდგენენ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. შემდგე კვირას შეიძლება ისეთი მოვლენები მოხდეს რომლისთვისაც ჯერ ზმად არ ხართ ამიტომ აუცილებელია სათადარიგო გეგმის ქონა.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისმა შეიძლება ოდნავ შეგაფიქრიანოთ. აუცილებელი იქნება ცვლილებები და წარსულის უკან მოტოვება. ნუ მოეჭიდებით იმას რაც დრო მოჭმულია და იფიქრეთ განვითარებაზე. მიენდეთ ბედს და მშვიდად იმოძრავეთ წინ. ინტუიციურად შეძლებთ შესაძლო უსიამოვნებების წინასწარ განჭვრეტას და მათ თავიდან აცილებას.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ, შეიძლება არჩევანის ან გარკვეული გამოცდის წინაშე აღმოჩნდეთ ამიტომ ეცადეთ ეს დაბრკოლება ღირსეულად გადალახოთ რათა გარშემომყოფთ თვალში არ დაეცეთ.

ლომი

ამ კვირაში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წინათგრძნობას, ის წინააღმდეგობებისთვის გვერდის ავლაში დაგეხმარებათ. კვირის შუაგულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწვეთ, რომლის მიღების შემდეგ უკან დახევა შეუძლებელი იქნება. კვირის ბოლოს ნუ დაიწყებთ სიტუაციის წინასწარ განხილვას, დაეყრდენით ცივ გონებას და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. შეიძლება ახალმა ნაცნობმა დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.

ქალწული

კვირის დასაწყისში ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, თუ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გსურდათ გახსოვდეთ – დროულად უნდა გადაერთოთ სხვა საკითხზე რადგან კედელთან თავით დაჯახება შედეგებს მაინც ვერ გამოიღებს. კარგი დროა გეგმების გადახედვისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს სიტუაციის გააზრების და დაპაუზების რათა რეალურად შეაფასოთ თქვენი ძალები და დრო ფუჭად არ ხარჯოთ.

ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და პროვოკაციებს არ წამოეგოთ. ამ კვირაში არსებული გამოცდების სწორად ჩაბარების შემთხვევაში სამყარო დიდ საჩუქარს გპირდებათ.

სასწორი

კვირის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება. თქვენი შინაგანი შფოთვა წინსვლაში ხელს შეგიშლით. კარგი იქნება თუ ტქვენს თავზე იმუშავებთ და შეებრძოლებით შინაგან შიშებს.
თუ სწორად და აქტიურად იმოქმედებთ ამ კვირაში ბევრი წარმატება გელით. განეწყვეთ დადებითად და თუ პირველივე ცდაზე რამე არ გამოგივათ ნუ მოდუნდებით. ამ კვირაში ცხოვრების იმ ასპექტებით ისურვებთ დაკავებას რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და სიყვარულს გაგიღვივებთ. გამოსასვლელი დღეების საყვარელ ადამიანთან ერთდ გატარება ან საყვარელი ჰობით დაკავება კარგი განტვირთვა იქნება თქვენთის.

მორიელი

ამ კვირაშ მორიელებიც არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან. ნუ იჩქარებთ რადგან გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგ შეუძებელი იქნება. ეს კვირა ბევრ შესაძლებლობებს გპირდებათ. ის იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ზურგს უკან დატოვოთ ყველაფერი რაც განვიტარებაში გიშლით ხელს , მათ შორის მავნე ჩვევებიც.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა კვირა მოთბინებით უნდა დაიწყონ, თუნდაც ფიქრობდნენ, რომ საქმეები ნელა ვითარდება – მოთბინება მაინც საჭიროა. სიმშვიდე და წონასწორობა შეცდომების დაშვებისგან და ცდომილებებისგან დაგიცავთ!

ამ პერიოდში მშვილდოსნებს წარსულის ქმედებებზე მოუწევთ პასუხის გება. ძღვენი იპოვის თავის გმირს, ხოლო ვინც ცუდი ქმედებებით გამოირჩეოდა – შეცდომების გამოსწორება მოუწევთ.

კვირის ბოლოს მშვილდოსნებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინო. დიდი ყურადღებით გადაანაწილონ დრო და დაკავდენ ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მქონე საქმეებისთვის.

თხის რქა

თხის რქებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მიაქციეთ ყურადღება ინტუიციას, ნუ იჩქარებთ და ეს ყველაფერი ნებისმიერი ტიპის რთული სიტუაციიდან გაპოვნინებთ გამოსავალს. ასეთი ტაქტიკის წყალობით შეცდომებს თავიდან აიცილებთ. დროა ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, არ გაჩერდეთ და არ გადახვიდეთ გზიდან. აუცილებელია არსებულ სიტუაციაში გარკვევა და სწორი გადაწყვეტილების მირება რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს რომლებიც აქტიურ განვითარებაში გიშლით ხელს.

მერწყული

მერწყულებს წინსვლა გელით, გათავისუფლდებით რთული მდგომარეობისგან. მზად ხართ თქვენი ბედი მართოთ და თამამი ნაბიჯები გადადგათ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. აუცილებელია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. უარი თქვით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მირებაზე და ყური დაუგდეთ თქვენ გულს. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები. კვირის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.

თევზები

კვირის დასაწყისში თევზებს საქმეებში წარმატებები ელით. წინააღმდეგობებს სირთულეების გარეშე გადალახავთ. დაიჯერეთ თქვენ ძალებში და თამამად იმოქმედეთ. მოგიწევთ ისეთი გზის არჩევა რომელიც ახალ გამარჯვებებთან მიგიყვანთ. გამორიცხული არ არის, რომ გარკვეულ დათმობებზე მოგიწიოთ წასვლა თუმცა ეს დათმობები მომავალში უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანთ.

გამოსასვლელ დღეებში ყურადღებას ნუ მოადუნებთ რათა ხაფანგში არ აღმოჩნდეთ. ნუ აყვებით კაპრიზებს, ამან შესაძლოა მიზნებს აგაცილოთ და უსიამოვნებების მიზეზი გახდეს.