Connect with us

ჯანმრთელობა

ორაგულზე ბევრად იაფი: D ვიტამინის ბიუჯეტური წყარო

ოსტეოპათი და კრანიოპოსტუროლოგი ვლადიმერ ჟივოტოვი D ვიტამინის აუცილებლობასა და მის წყაროებზე გვესაუბრება.

D ვიტამინს მზის ვიტამინს უწოდებენ, რადგან ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით იწარმოება. მზე დედამიწაზე ცხოვრების „სპონსორია“. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი. თუ რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ვიტამინის არსებობაზე. D ვიტამინის დეფიციტი გავრცელებული პრობლემაა.

მზის სხივების დეფიციტი D ვიტამინის დეფიციტის ტოლია. ღრუბლიანობა, ატმოსფეროს სიბინძურე, ტანსაცმელი – ეს ფაქტორები“მზიანი“ სიტუაციის დეფიციტს ამწვავებს.

D ვიტამინის მარაგის შესავსებად რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე საიმედო და ეფექტური მეთოდია – ვიტამინის კაფსულების ან აბების სახით მიღება. ბუნებაში ამ ვიტამინს მთელი რიგი პროდუქტები შეიცავს, ამიტომ ჩემს პაციენტებს რაციონში ამ პროდუქტების დამატებას ვურჩევ.

დარწმუნებული ვარ, D ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების სია ერთხელ მაინც უნახავთ. ხშირად ამ სიაში პირველ ადგილზე ორაგულის ოჯახის თევზი და წითელი (შავი) ხიზილალაა. ასეთი რაციონის ქონა ყველას არ შეუძლია, ამიტომ უფრო ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ წყაროს გთავაზობთ.

მზიან დღეებში მზეზე დრო გაატარეთ: ყველაზე კარგი დროა დილით, 9 საათიდან 11 საათამდე. ხანგრძლივი სეირნობა – მინიმუმ 20 წუთი. იდეალურია იქნება, თუ უფრო დიდხანს ისეირნებთ. ნებისმიერი პრობლემის მარტივად მოგვარება შეიძლება, თუ საკითხს კომპლექსურად მიუდგებით. ეს გახსოვდეთ!