Connect with us

თავის მოვლა

აღმოსავლეთის დედოფლები: არაბი ქალბატონების სილამაზის საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ არაბულ ქვეყნებში მცხოვრები ქალბატონები სახესა და სხეულს უცხო თვალისგან სპეციალური სამოსით იფარავენ, მათ სილამაზეზე მაინც ლეგენდები დადის. ეს თავშეკავებული და იდუმალი ქალები მუქი თმით, ბარხატისებური კანით და უძირო თვალებით გამოირჩევიან, თავიანთ სილამაზის საიდუმლოებებს კარგად ინახავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.

როგორ გამოსდით ამ ლამაზმანებს თვიანთი სილამაზის შენარჩუნება?! რა საიდუმლოებებს ფლობენ ისინი?! არაბი ქალბატონების ზოგიერთი სილამაზის რეცეპტი გავიგეთ და ამ სტატიაში გაგიზიარებთ!

თმის მოვლა

სქელი და მბზინვარე თმის საიდუმლო მათ საგულდაგულო მოვლაშია, თუმცა არაბი ქალბატონები ამისთვის მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს იყენებენ. მაგალითად დაბანის წინ თმის ძირებში და თავის კანზე კეფირს იძენენ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურისთვის კეფირის დამზადება თავად მოგიწევთ, რადგან მაღაზიაში შეძენილი კეფირი არ გამოგადგებათ!

თმის საღებავები

არაბი ქალბატონები თანამედროვე საღებავებს არ იყენებენ. თმის შესახება მხოლოდ ინას იყენებენ, უფრო მუქი თმის მისაღებად ინას ბასმას ურევენ. ეს ორივე ინგრედიენტი აბსოლუტურად ნატურალური და ბუნებრივია. უფერო ინა – არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის სტრუქტურის აღსადგენად, გასამაგრებლად და გასაჯანსაღებლად.

შავი თვალები

თვალები არაბი ქალბატონის ერთადერთი იარაღია, რადგან მისი სახის და სხეულის დანარჩენი ნაწილები ტრადიციულ სამოსშია დამალული. აღმოსავლელებისთის დამახასიათებელ თვალები მოხატულობას და ისრებს არაბი გოგონები სურმის მეშვეობით იკეთებენ. სურმა წამწამებსა და წარბებსაც ამაგრებს და მათ ფერს უფრო მკვეთრს ხდის.

წარბები და წამწამები

აღმოსავლეთში სილამაზის ეტალონად მსხვილი, თითქმის შეერთებული წარბები ითვლება. ამიტომ ბავშვობიდან ყველა არაბი გოგონა აქტიურად იყენებს წარბებისა და წამწამების ზრდის სტიმულატორს – უსმას ზეთს.

სახის მოვლა

სახის გასაწმენდად აღმოსავლელი ქალები ბუნებრივ ტონიკს – ვარდის წყალს იყენებენ, ამ უკანასკნელს სრულიად შეუძლია მიცერალური წყალის ჩანაცვლება. საშუალებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ვარდის წყალი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა, აქრობს შეშუპებას, ანთებით პროცესს და კანის სიწითლეს.

სანამ ევროპელი გოგონები ოქროსფერი რუჯის მისაღებად ირჯებიან, აღმოსავლელი ქალბატონები კანის გათეთრებას ცდილობენ. ამისთვის ნატურალურ მათეთრებელს – ლიმონმჟავას იყენებენ. თუ მბზინვარე და სუფთა კანის ქონა გსურთ სახე ლიმონი წვენით გაიწმინდეთ. რაც შეეხება ლიმონის კანის რბილ მხარეს – ის შესანიშნავ სკრაბს წარმოადგენს.

არაბ ქალბატონებში სახის ნიღბების ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი კურკუმაა. აი ერთ-ერთი მარტივი მაგრამ ეფექტური ნიღბის რეცეპტიც: აურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, მწიკვი კურკუმა, 2 სუფრის კოვზი წყალი და იმდენივე რძე. მიღებული ფაფა სახეზე 20 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ტანის მოვლა

აბანოები (ე.წ. თურქული აბანოები) ძალიან საარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ აღმოსავლეთის ქალები უარს არ ამბობენ ამ სიამოვნებაზე. ორთქლში ფორები იხსნება, გამოიდევნება ჭუჭყი და კანი გლუვი და ბარხატისებური ხდება. გარდა ამისა არაბი ქალები სხეულისთვის ნატურალურ სკრაბებსაც იყენებენ.

ყველაზე პოპულარული რეცეპტი – სკრაბი ყავის ნალექისგან. შეგიძლიათ მხოლოდ ყავის ნალექი გამოიყენოთ ან შხაპის გელს შეურიოთ. შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ.

პარფიუმერია

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მიუხედავად მათი სიმდიდრისა, არაბი ქალბატონები უპირატესობას მაინც ეთერზეთებს ანიჭებენ. მათის აყვარელი არომატებია: მუსკუსი, სანდალი, ვანილი, ჟასმინი და ვარდი. მთელი არაბული პარფიუმერია დღემდე ზეთების ფუძეზე, სპირტის გარეშე მზადდება და ამიტომაც გამოირჩევა გამყოლი არომატით.