Connect with us

თავის მოვლა

სახის და თმის ნიღბები ინით. შედეგს პირველივე პროცედურაზე დაინახავთ

ინა ინდოეთში პოპულარული ნატურალური წარმოშობის საღებავია. ინდოელი პატარძლები ინით ხელზე მრავალფეროვან ნიმუშებს იხატავენ. ინა უსაფრთხო და სასარგებლო საღებავია, რომელიც შეგიძლიათ თმის და სახის ნიღბებში გამოიყენოთ. ინის ნიღაბი თმას პარალელურად მუქ ფერში ღებავს, ხოლო სახეს აღიავებს.

გამაღიავებელი ეფექტის მისაღებად უფერო ინა გამოიყენეთ, რომელიც კვალს არ ტოვებს და მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

თმის ნიღაბი ინით

უმარტივესი მეთოდი ნიღბის მოსამზადებლად: ინა და თბილი წყალი სქელი მასის მიღებამდე აურიეთ. თმაზე წაისვით, პარკი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 40 წუთში ჩამოიბანეთ.

ინა თმას ძლიერ აშრობს. სწორედ ამიტომ, 1 კვერცხის გული და ცოტა კოსმეტიკური ზეთი დაუმატეთ, რომ არ დაიმტვრეს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდის, ჟოჟობას, მაკადამიის და ქოქოსის ზეთი.

ნიღაბი თმას ბზინვარეს ხდის და აძლიერებს. 2-3 პროცედურაში თმის ცვენა შემცირდება.

სახის ნიღაბი ინით

ინა სახის ფერს აღიავებს, კანის მკვდარ უჯრედებს ქერცლავს, არბილებს და კანს ასუფთავებს. ეფექტს პირველივე პროცედურაზე დაინახავთ. სახის ნიღბის მოსამზადებლად უფერო ინა და თბილი წყალი აურიეთ. დაუმატეთ ნუშის ან ავოკადოს ზეთი ან სხვა ზეთი, რომელიც ფორებს არ ბლოკავს.

ნიღბის წასმამდე სახე დაიბანეთ, მაკიაჟი მოიშორეთ და ტონიკით გაიწმინდეთ. ნიღაბი 10-15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს სახის კრემი წაისვით, რომელიც კანს ამშვიდებს და კარგად ატენიანებს. ნიღბის შენახვა არ ღირს, რადგან უსარგებლო ხდება. ყოველთვის ახალი ნიღაბი გამოიყენეთ, მით უფრო მარტივი მოსამზადებელია.