Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ ყავა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის: გამოყენების 6 მეთოდი

ყავის დაუვიწყარი გემო და არომატი მას მილიონობით ადამიანის საყვარელ სასმელად აქცევს! გარდა იმისა, რომ ყავას თქვენი განწყობის და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, ის შეგიძლიათ გარეგნობის გასაუმჯობესებლადაც გამოიყენოთ! მეცნიერები და სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ ყავის სასარგებლო თვისებებს, მის მარცვლებს კი კოსმეტოლოგიაში სულ უფრო ხშირად იყენებენ. დღევანდელ სტატიაში მოგიტხრობთ 6 უდავო ფაქტს ყავის შესახებ, რომლებიც მის უფრო ხშირად გამოყენებას შთაგაგონებენ.

1. ყავა სილურჯეებისა და თვალების ქვეშ არსებული ტომრების გასაქრობად

ყავა სისხლძარღვებს აფართოვებს, ამიტომ ის თვალების ქვეშ გაჩენილი ტომრების მოსაშორებლად გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ნატურალური ყავა უნდა გამოიყენოთ. მოხარშეთ ყავა შაქრისა და დანამატების გარეშე. გააგრილეთ. შემდეგ ქუთუთოებსა და თვალებზე თვალის კრემი წაისვით და შეიშრეთ. გაგრილებულ ყავაში ბამბის დისკები დაასველეთ, ოდნავ გაწურეთ და თვალებზე 15-20 წუთით დაიფინეთ. ამ პროცედურამ გარკვეული დროის შემდეგ არა მხოლოდ ტომრების არამედ სილურჯეებიც შეიძლება მოგაშოროთ!

2. ყავა, საუკეთესო სკრაბი სხეულისთვის

ყავას კანი ტონუსში მოჰყავს, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასტიმულირებს ბევრ ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესს, მაგალითად – შლის ცხიმებს. შესაბამისად, ძალიან კარგი ანტიცელულიტური საშუალებაა.

მოამზადეთ ეფექტური სკრაბი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ: აურიეთ 1 ცაის კოვზი ზეითუნის ზეთი ან წლაი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა. უმჯობესია თუ ამას ზეითუნის ზეთით გააკეთებთ, რადგან ამ დროს კანი ტან გაიწმინდება და თან დატენიანდება.

3. ყავა სახის კანის ფერს აუმჯობესებს

კვლევებმა აჩვენეს, რომ ყავა აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ასწორბს ნაოჭებს და ასუფთავებს დაბინძურებულ ფორებს. ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად : 1 ჭიქა ახალ რძეს დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი დაფქული ყავა. მასაჟის მოძრაობებით ეს ნარევი სახეზე დაიტანეთ და 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანი რბილი და აბრეშუმისებური გახდება.

4. ყავა უფრო ბედნიერს გხდით

აშშ-ს ჯანმრთელობის ინსტიტუტის კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები რომელბიც ყავას დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ სვამს, 10%-ით ნაკლებად არის მიდრეკილი დეპრესიისკენ. ეს ყველაფერი კი ყავაში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა!

5. მეტი ყავა – ნაკლები სტრესი

ეს სეულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს. მათ ექსპრიმენტები ვირთხებზე ჩაატარეს. იმ ცხოველებს რომლებიც უძილობის გამო სტრესს განიცდიდნენ – ყავის მარცვლებს აძლევდნენ დასაყნოსად. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ამის შემდეგ მათ თვინში ცვლილებები ხდებოდა. ეს ეხება მხოლოდ უძილობით გამოწვეულ სტრესს.

6. ყავა ჯანმრთელი თმის საუკეთესო მეგობარია

ყავა შესანიშნავი ბუნებრივი სარებავია. ღია ფერის ან წითური თმის პატრონებმა ეს ნიღაბი არ უნდა გამოიყენონ. მუქი ფერის თმის მქონეთათვის კი ყავის ნირაბი ნამდვილი მისწრებაა! ყავის ნიღაბი ფერს გააუმჯობესებს, მისცემს ბუნებრივ მბზნვარებას, ხელს შეუწყობს როგორც თმის ასევე ტავის კანის ჯანმრთელობასაც.

რპგპრც ხედავთ ყავა არა მხოლოდ საყვარელი სასმელი, არამედ სილამაზისა და ჯანმრთეობისთვის საჭირო უნივერსალური საშუალებაც გახლავთ!