Connect with us

საკითხავი

ფორუმებზე ფეხსაცმელში ყავის ჩაყრა მირჩიეს

ფეხის ჭარბი ოფლიანობა და მასთან დაკავშირებული „არომატები“ დელიკატური პრობლემაა. მას ყველაზე თავდაჯერებული ადამიანისთვისაც დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი ყავით.

ნებისმიერ, თუნდაც ხარისხიან ფეხსაცმელში დროთა განმავლობაში დამახასიათებელი ქარვის სუნი ჩნდება. სასურველია, რომ ფეხისთვის დეოდორანტი ტალკი და ანტიპერსპირანტი გამოიყენოთ, მაგრამ ამას იშვიათად ვინმე აკეთებს. თუ მარტივი გადაწყვეტილება გსურთ, ყავის ნალექი დაგეხმარებათ. ყავას ღვთაებრივი არომატი აქვს და ყოველდღიურობაში ხშირად იყენებენ. გიამბობთ, კიდევ რა შეუძლია ამ საოცარი სასმელის ჩენჩოს.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხსაცმლიდან

ყავის ნალექი ყავის მომზადების შემდეგ რჩება. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ნალექი უნდა გააშროთ. მშრალი ჩენჩო ფეხსაცმელში ჩაყარეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. რამდენიმე საათში კარგად დაფერთხეთ. ყავის ნალექი სუნს და სითხეს იწოვს, ბოტასებს ნაზად აახლებს.

ყავის ნალექის გამოყენების სხვა მეთოდები

ლიპყინულთან ბრძოლა

2021 წლის დასაწყისში უკრაინულ ლვოვში ტრადიციული ყინულის საწინააღმდეგო საშუალებები ყავის ნალექით ჩაანაცვლეს. ის უფრო იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა – მიწის ხარისხს აუმჯობესებს, გარემოს არ აზიანებს. გარდა ამისა, ყავის ნალექი ჭყაპს, ყინულს და თოვლს სპეციალურ საშუალებაზე ცუდად არ ებრძვის.

ასეთ მიდგომას ევროპის ქალაქებში უკვე დიდი ხანია იყენებენ, თუმცა არა მასიურად.

ყავის ნალექი კანისთვის

ყავაზე დაფუძნებულმა კოსმეტიკამ თავისი სარგებელი და ეფექტურობა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა. ის კანს ასწორებს და მატონიზირებელ ეფექტს ახდენს, ასაკობრივი ცვლილებების გაჩენას ამცირებს. ყავის სკრაბი ცელულიტს შესანიშნავად ებრძვის, ტანის ზეთი ყავის ექსტრაქტით კანს სიმკვრივეს ანიჭებს. სახის კრემი პიგმენტაციას ებრძვის და კანის ტონს ასწორებს, შეშუპებას და სიწითლეს ებრძვის, ელასტიურობას ზრდის.

ყავა, როგორც სასუქი

ყავის ნალექიდან მცენარისთვის შესანიშნავი სასუქი გამოდის. უხდება ხეხილს და ყვავილს: ვარდი, აზალია, როდოდენდრონი, ჰორტენზია და კამელია. ყავა მიწის მჟავიანობას ზრდის და მავნებლებს აფრთხობს.

დეოდორანტი ყავის ნალექით

ყავის ნალექი შეგიძლიათ ხელის ან მაცივრის დეოდორანტად გამოიყენოთ. სველი ჩენჩო ხელიდან ნივრის სუნს მოგაშორებთ, ხოლო მშრალი ყავის ნალექი მაცივარში უსიამოვნო სუნებს აქრობს.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

საოცარია, მაგრამ ყავის ნალექით ჭურჭლის გარეცხვა შეგიძლიათ. უხეში ტექსტურის წყალობით ჩენჩო მიმხმარ ჭუჭყს და საკვების ნარჩენებს ეფექტურად აშორებს. მისი გამოყენება სოდის და საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად ქვაბის და ტაფის გასაწმენდად მოსახერხებელია.

თანამედროვე მაღაზიები გვთავაზობს სპეციალური საშუალებების დიდ არჩევანს, რომელსაც ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა შეუძლია. და მაინც, შინაურული მეთოდი ყავის ნალექით ეფექტურია და დამატებით ხარჯს არ მოითხოვს.