Connect with us

ჯანმრთელობა

მობილური ტელეფონის გამოუსწორებელი ზიანი: ახლა უფრო ფრთხილად იქნებით

ზუსტად ახლა მობილური ტელეფონიდან ფეისბუქს სქროლავთ ან, შესაძლოა, მეგობრებს წერთ? მაშინ ერთი წუთით გაჩერდით და თქვენს დგომაზე დაფიქრდით. თუ არასწორად სხედხართ ან დგახართ, შესაძლოა ხერხემალზე დატვირთვა 27 კგ–მდე გაზარდოთ!

რატომ არის საზიანო მობილური ტელეფონის გამოყენება

დღეს ხალხი მობილური ტელეფონით საშუალოდ დღეში 4 საათით სარგებლობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ციფრი შეიძლება 10–მდე ავიდეს, ხოლო ამ საქმიანობის დროს არასწორმა დგომამ შეიძლება ხერხემლის საკმაოდ სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

საშუალოდ, ზრდასრული ადამიანის თავი 10-12 კგ–ს იწონის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ხერხემალზე მუდმივად ასეთი წონა მოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი თავი დახრილი არაა. თავის დახრით ხერხემალზე ზეწოლა იზრდება.

ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თუ თავს მხოლოდ 15 გრადუსით დახრით, ხერხემალზე დატვირთვას 12 კგ–მდე გაზრდით. თუ დახრის კუთხე 30 გრადუსს შეადგენს, დატვირთვა 20 კგ–მდე გაიზრდება, 45 გრადუსი – 22 კგ–მდე, ხოლო 60 გრადუსამდე დახრა – 27 კგ–მდე. ყველაზე ცუდია ის, რომ ადამიანების უმეტესობა თავს 60 გრადუსიანი კუთხით ხრის მაშინ, როცა მობილურ ტელეფონში ტექსტს კითხულობს.

ამას საკმაოდ ბევრი შედეგი აქვს – კისრის ტკივილი, მყესებზე, კავშირებსა და კუნთებზე დატვირთვა.

შემდეგში, როცა ხელში ტელეფონს აიღებთ – თქვენს დგომას ყურადღება მიაქციეთ, ზურგი გამართეთ და თავი ასწიეთ. ასე არასწორი დგომის შედეგები საშიში აღარ იქნება. ამის შესახებ მეგობრებს უამბეთ!