Connect with us

ჯანმრთელობა

რით არის სასარგებლო 11 ყველაზე პოპულარული ჩირი

ჩირებს სამზარეულოში აქტიურად იყენებენ, ან უბრალოდ ჭამენ. მისგან კომპოტებს და ტკბილ წვნიანებს ამზადებენ. მას სალათებს და ხორციან კერძებს უმატებენ. ჩირებს ფაფების და მიუსლის ნარევის მოსამზადებლად, დესერტების გასაფორმებლად იყენებენ. ამას არა მხოლოდ გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ ჯანმრთელობის სასარგებლოდ აკეთებენ.

ანანასი. მისი ჩირი კალიუმის და მაგნიუმის, რკინის და თუთის, B ჯგუფის ვიტამინების და უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, რომლებიც საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა. ანანასი შეშუპებას გააქრობს, ძალებს შეგმატებთ, განწყობას აგიმაღლებთ და თამბაქოს მოწევის სურვილს შეგიმცირებთ.

ბანანი. კალიუმის წყარო გულის, ღვიძლის, ტვინის, ძვლების, კბილების და კუნთების მუშაობისთვის აუცილებელია. ბანანის ჩირი ნატურალური შაქრით მდიდარია, რომელიც გადამუშავების შემდეგ სისხლში ადვილად იწოვება.

მსხალი. ხმობის დროს მსხალი თითქმის ყველა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ინარჩუნებს. მსხლის ჩირის კომპოტი კოლიტს მოგაშორებთ და სექსუალურ აქტივობას გაზრდის.

ნესვი. ნესვის ჩირს კარგი მატონიზირებელი, შარდმდენი, ნაღვლმდენი, ზოგადი გამაძლიერებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მას ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნის უნარი აქვს. ნივთიერებათა ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. ნესვის ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების გადატანის შემდეგ.

ქიშმიში. ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით ღია ფერის ქიშმიში – ის ბევრ კალიუმს და ფოსფორს შეიცავს. ასეთი შემადგენლობა ინტელექტუალური მუშაობის დროს დაძაბულობას მოგიხსნით. ქიშმიშის მოხმარება პაროდონტოზის კარგი პროფილაქტიკაა.

მარწყვი. ხმელი კენკრა ყველა სასარგებლო თვისებას 2 წლით ინარჩუნებს. მასში ბევრი პექტინის მჟავაა, რომელსაც ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა შეუძლია. კენკრა ძლიერი ანტიდეპრესანტია.

გარგარის ჩირი გულის და სისხლძარღვებისთვის კარგი საშუალებაა. მასში ბევრი კალიუმი და ანტიოქსიდანტები შედის. მას ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინი გამოაქვს. გარგარის ჩირი ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა.

ფინიკი. მას სურდოს და მაღალი ტემპერატურის გამარჯვება შეუძლია. ერთ-ერთი ჩირი, რომელსაც B5 ვიტამინის დიდი მარაგი აქვს – თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

მოცვი. A ვიტამინის შემცველობით ლიდერია, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. მოცვის ჩირი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ასევე დიაბეტის დროს სასარგებლოა.

შავქლიავი. უჯრედისის დიდი მარაგის წყალობით საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ავიტამინოზის და ანემიის დროს სასარგებლოა.

ვაშლის ჩირი. ყველაზე დაბალ კალორიული პროდუქტი, რომელიც ჩიფსებს შესანიშნავად ჩაგინაცვლებთ.