Connect with us

ჯანმრთელობა

სავარჯიშო “ბაყაყი” და მისი შესრულების 5 ვარიანტი

ამ სავარჯიშოს შესრულებისას ტრამვის მიღების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ძალიან დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერი ასაკის,სქესისა და მომზადების ადამიანისთვის. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვინც ნაკლებ მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს.

“ბაყაყის” პოზის დადებითი ეფექტები

  • წელავს და ელასტიურს ხდის სახსრებს
  • ამაგრებს მუხლებს და არადგენს მათ ელასტიურობას
  • გეხმარებათ ბრტყელტერფიანობის დროს
  • აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, საკვების მონელებას, გამოყავს შლაკები და ტოქსინები
  • ადუნებს და ამაგრებს კუნთებს
  • ხელს უწყობს ხერხემლის გამაგრებას

ნუ გააკეთებთ ვარჯიშს იმ შემთხევაში თუ:

  • გაქვთ მუცლის ან საზარდულის თიაქარი
  • გაქვთ წნევის ხშირი ცვალებადობა
  • გაქვთ სერიოზული ტრამვა
  • გაწუხებთ ხერხემლის ტკივილი
  • გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევები
  • მაღალი სიცხე
  • გაქვთ რაიმე გამწვავებული დაავადება ან გართულებული გაქვთ რომელიმე ქრონიკულიდაავადება.

კლასიკური “ბაყაყი”

დაწექით მუცელზე. ხელები გაშალეთ ტანის გასწვრივ. ფეხები მოხარეთ მუხლებში და ეცადეთ ტერფები დუნდულა კუნთებს მიადოთ. ხელის გულები ტერფებზე მოივლეთ. ნელ-ნელა აწიეთ თავი და მკერდი ზემოთ. ოდნავ დააჭირეთ ტერფებს და მოჭიმეთ საჯდომისკენ – ოდნავი დაწოლით.

“ბაყაყი” გაიოლებული ვერსია

დაწექით მუცელზე, გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფეხი, მეორე კი სწორად დატოვეთ, თავისუფალი ხელით იატაკს დაეყრდენით. კორპუსით ზემოთ აიწიეთ, მენჯის ნაწილიც ააცილეთ იატაკს. ხელის გულები და ფეხები იატაკს უნდა იყოს მიბჯენილი.

“ბაყაყი” დამწყებთათვის

ისევე როგორც მარტივ ვარიანტში, დაწექით მუხლებზე, თავისუფალი ხელი ტანის პერპენდიკულარულად მოათავსეთ. მოხარეთ და დაეყრდენით მკლავს, აწიეთ ტანი ზემოთ.

გადმობრუნებული “ბაყაყი”

დადექით მუხლებზე, შეაერთეთ ისინი, ტერფები განალაგეთ მენჯების სიგანეზე და ჩაჯექით მათ შორის. ნელ-ნელა გადახარეთ ტანი, სანამ თავის იატაკს არ შეეხება. თეძოები ზემოთ აჭიმეთ. ფეხის თითებით ეცადეთ მენჯ-ბარძაყის ძვალს შეეხოთ.

მას შემდეგ რაც ყველა დავალებას შეასრულებთ, კუნთები და სახსრები გაგიმაგრდებათ, ტანი უფრო მოქნილი გახდება, შემდეგ კი უფრო რთული სავარჯიშოების გაკეთებასაც შეძლებთ.

გართულებული “ბაყაყი”

1. დადექით მუხლებზე. ნელა გადაიწიეთ უკან, მარცხენა ხელის გული დადევით მარცხენა ფეხზე. მარჯვენა ხელი მოკიდეთ მარჯვენა ფეხს, ხელის და ფეხის თითები ერთ მხარეს უნდა იყოს მიმართული. მიიხუტეთ მარჯვენა ფეხის მუხლი თეძოზე.

2. მოხარეთ მარცხენა ფეხი, აწიეთ მარცხენა ტერფი მაღლა. მარცხენა ხელისგული მოჭიდეთ ფეხს და მაღლა აქაჩეთ, ისე რომ თეძოს ნაწილი იატაკს მოწყდეს.

3. დადექით. ფეხები გაშალეთ მხრების სიგრძეზე – ერთმანეთის პარალელურად. მოიხარეთ ისე, რომ ხელისგულები ფეხებს შორის დაეშვას. ხელებით ფეხის ტერფებს მოეჭიდეთ. შემდეგ კი ხელები ისე მოხარეთ, რომ იდაყვმა 90 გრადუსიანი კუთხე შექმნას.

ზოგიერთი რეკომენდაცია

ივარჯიშეთ თავისუფალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლის გარეშე. მოძრაობები გააკეთეთ ნელა და აუჩქარებლად. დაიწყეთ მარტივი დავალებით და ნელ-ნელა გაართულეთ. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.