Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

თუ ჭარბი წონის მოშორების ყველა მცდელობა წარუმატებლობით სრულდება, მიზეზი ჰორმონში უნდა ეძებოთ, რომელსაც ლეპტინი ეწოდება. ჰორმონი ცხიმოვან უჯრედებში იწარმოება და მისი ამოცანა ორგანიზმში ენერგეტიკული ცვლის და წონის რეგულირებაა.

ლეპტინი ტვინში შიმშილის სიგნალს აგზავნის, ამიტომ მისი რაოდენობა ჩვენს მადას განსაზღვრავს.

ლეპტინი ნერვული სისტემის სიმპატიკური ნაწილის აქტივობას ზრდის და ამრიგად ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის წვას სტიმულირებს. ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმი ამ ჰორმონის მიმართ უგრძნობი ხდება. ჭარბი წონის ან სიმსუქნის მიზეზი ხშირად სწორედ ესაა.

თუ ლეპტინის დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი რჩება, ადამიანი მის მიმართ მგრძნობელობას კარგავს.

ლეპტინის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

  • წონის მატება
  • უკონტროლო მადა
  • სტრესის „ჭამით ჩახშობა“
  • ღამით ჭამის სურვილი
  • გაზრდილი არტერიული წნევა
  • ძილის პრობლემები
  • გახდომის პრობლემები
  • ტკბილეულისკენ ლტოლვა
  • შფოთვა
  • მოტივაციის ნაკლებობა
  • ჭამის შემდეგ რაღაც „გემრიელის“ ჭამის სურვილი
  • დაღლილობა, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ

ლეპტინის მიმართ მგრძნობელობა რომ დაიბრუნოთ, შემდეგი პროდუქტების მიღება დაუყონებლივ შეწყვიტეთ:

  • პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ (სწრაფი კვების პროდუქტები, კარაქი, ღორის ხორცი, ცხიმიანი ყველი, ნაყინი);
  • ტკბილეული;
  • მარტივი ნახშირწყლები (ტკბილი სასმელები, გამომცხვარი პროდუქტები, შოკოლადი);
  • სიმინდის სიროფი და სხვა დამატკბობლები;

რა უნდა გააკეთოთ?

სწორი დიეტა

თქვენი დიეტა ნატურალური პროდუქტებით მდიდარი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ სასარგებლო ცხიმებით (უჯერი ცხიმები) მდიდარი საკვები მიირთვათ, რომელიც გვხვდება ავოკადოში, ქოქოსის კაკალში, ქოქოსის ზეთში (პალმის ზეთში არ აგერიოთ) და თესლებში. ასევე სასარგებლო იქნება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მიღება, რომელიც თევზებსა და ზღვის პროდუქტებში გხვდება.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა

სპორტით რეგულარულად დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს აღადგენს.

დასვენება

ლეპტინის დონის პრობლემები შეიძლება ძილის დეფიციტით ან ძილის დარღვევით იყოს გამოწვეული. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ და ისვენებთ.