Connect with us

ჯანმრთელობა

დიეტოლოგებმა თქვეს, რამდენი ყავა უნდა დალიოთ დღეში გასახდომად

მიჩვეული ხართ, რომ დღე ფინჯანი შავი ყავით დაიწყოთ? Alltime.ge–ს რედაქციას თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. როგორც დიეტოლოგები ამბობენ, არომატული სასმელი არა მხოლოდ ენერგიის და მხნეობის წყარო, არამედ სხეულის კარგი ფორმების შესანარჩუნებლად შესანიშნავი საშუალებაა. სარა ფლაუერსის, დიეტოლოგის თქმით, დღეში 2 ფინჯანი შავი ყავა ჭარბ წონას ებრძვის. ეს ნივთიერებათა ცვლის გაზრდის ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, ყავა შეიცავს ქლოროჰენურ მჟავას, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას ანელებს და ცხიმის დაშლას ზრდის.

ყავის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება: მადის დაქვეითება, ასევე თერმოგენეზის სტიმულირება, რომელიც ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს. დიეტოლოგი ეყრდნობა კვლევას, რომლის შედეგი ეპიდემიოლოგიის შესახებ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა 93 ათასი ადამიანის დიეტური კვების ჩვევები შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ, ვინც ყავას ყოველდღე სვამს, სიმსუქნის და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი შემცირებული ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ასეთ ეფექტს იწვევს მხოლოდ შავი ყავა, შაქრის ან ნაღების გარეშე. დიეტოლოგი გაფრთხილებთ, რომ დღეში მაქსიმუმ 2 ფინჯანი არომატული სასმელი დალიოთ.