Connect with us

ვიდეო

გოგრის თესლის 6 გასაოცარი ღირსება თქვენი ჯანმრთელობისთვის

გოგრის თესლი სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან დიდ რაოდენობას შეიცავს. თუმცა ყველამ არ იცის, თუ გოგრის თესლი რამდენად სასარგებლოა. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ადამიანი გოგრის თესლს უბრალოდ ყრის.

მას განსაკუთრებით ვეგატარიანელები აფასებენ. მასში შემავალი ზეთი ცხოველური ცხიმების ალტერნატივას წარმოადგენს. ამასთან გოგრის თესლი ჭიების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

გოგრის თესლი თავბრუსხვევის და ღებინების დროს დაგეხმარებათ.

გოგრის თესლის 6 გასაოცარი ღირსება თქვენი ჯანმრთელობისთვის

1. ონკოპროტექტორული თვისება

გოგრის თესლში აღმოჩენილი ნივთიერება Cucurbitacubs სხვადასხვა სახეობის სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს. უფრო მეტიც, მის განვითარებას აფერხებს.

2. უძილობას ებრძვის

ამინომჟავა ტრიპტოფანი მელატონინის და სეროტონინის წარმოებას ხელს უწყობს და ძილის/მხნეობის ციკლზე პასუხისმგებელია. სხვა სიტყვებით, გოგრის თესლის მოხმარება ძილის პრობლემებას მოგაშორებთ და დაძინებას დააჩქარებს.

3. მხედველობას აუმჯობესებს

გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, A ვიტამინს, E ვიტამინს, ბეტა-კაროტინს, რომლებიც მხედველობას აუმჯობესებენ. ამერიკის ოპტომეტრული ასოციაციის მონაცემებით, დაქვეითებული მხედველობის და კატარაქტის მქონე ადამიანებს ხშირად თუთიის დეფიციტი აწუხებთ. ამასთან თუთიის დეფიციტი სხეულის უმეტეს ნაწილში იმუნიტეტს ამცირებს და თვალი გამონაკლისი არაა.

4. მაგნიუმის შესანიშნავი წყარო

მაგნიუმი ორგანიზმში 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მინერალია. გოგრის თესლი მაგნიუმის შესანიშნავ წყაროდ ითვლება.

5. გაზრდილი ტესტოსტერონი

გოგრის თესლი მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. გოგრის თესლში შემავალი B, C, D, E, ასევე K ვიტამინები ლიბიდოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან გოგრის თესლი მდიდარია თუთიით, რაც ტესტოსტერონის დონეზე გავლენას ახდენს.

6. დიაბეტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

გოგრის თესლი ნიკოტინის მჟავით, ტრიგონელინით და D-ქირო-ინოზიტოლით გაჯერებულია. სწორედ ამიტომ, გოგრის თესლი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დიაბეტის განვითარებას აფერხებს.