ჯანმრთელობა
შეშუპების და ჭარბი წონის მოშორება: ოხრახუში, ფორთოხალი და სელი. საუკეთესო საშუალებას ვერ იპოვით
სასმელი ძალიან გემრიელი და სუპერ ეფექტურია! ის კანის მდგომარეობას და მხედველობას აუმჯობესებს! მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს!
ჭარბი წონის მოსაშორებლად სხვადასხვა დიეტასა და მეთოდს იყენებთ, მაგრამ ძალისხმევა შედეგს არ იძლევა? შეიძლება ორგანიზმში ჭარბი სითხე გქონდეთ შეკავებული.
ამ რეცეპტის დახმარებით ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნით და დეტოქსიკაციის პროცესს სწრაფად და ეფექტურად გააქტიურებთ. ნატურალური საშუალების რეგულარული მიღებისას კანის და თმის მდგომარეობის გასაოცარ ცვლილებას შეამჩნევთ.
სასმელი ორგანიზმისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. და რაც მთავარია, მისი დახმარებით შეკავებულ სითხეს, შეშუპებას და ჭარბ წონას მოიშორებთ.
რეცეპტი ძალიან მარტივია. ინგრედიენტები კი წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტები:
- 1 მცირე ზომის კონა ოხრახუში (დაახლოებით 10-12 ღერო)
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 1 ფორთოხალი და ¼ ლიმონი
- 1 ს/კ სელის თესლი
- ცოტა სუფთა წყალი (დაახლოებით 100-150 მლ)
მომზადება:
1. ფორთოხლის და ლიმონის წვენი მოამზადეთ. წვენი ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით. სტაფილო დაჭერით და ფორთოხლისა და ლიმონის წვენს დაუმატეთ. შემდეგ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი დაუმატეთ.
2. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ. სურვილის მიხედვით გადაწურეთ და იმწამსვე დალიეთ. რეკომენდებულია, რაიმე დამატკბობელი არ დაუმატოთ, რადგან ასე სასმელის ეფექტურობა შემცირდება.
უბრალოდ დღეში 1 ჭიქა წვენი დალიეთ, რომ შედეგი იგრძნოთ. ჩვეულებრივ, უკვე პირველ კვირას თავს კარგად იგრძნობთ და თქვენი წონა შემცირდება.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.