კულინარია
ასეთ ლამაზ კიტრს პირველად ვხედავ: 2 კგ კიტრი, 2 სტაფილო, 1 თავი ნიორი
როცა კითხვაზე „საყვარელო, ვახშმად რა მოვამზადო?“ მესმის პასუხი: „რაღაც ახალი მოამზადე!“, კორეული სამზარეულოს კერძების შესწავლას ვიწყებ. ჩემი ქმარი გემრიელ კორეულ სალათებსა და გარნირებზე გიჟდება და ბედნიერებისგან ანათებს, როცა ვახშმად აღმოსავლური სამზარეულოს კერძები ხვდება.
დღეს საკუთარი გურმანების განებივრებას განსაკუთრებული კერძით შეძლებთ. გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი, კიტრის და სტაფილოს სალათი კორეულად.
კიტრის და სტაფილოს სალათი
ინგრედიენტები:
- 2 კგ კიტრი
- 2 სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 125 მლ ძმარი
- 80 გრ შაქარი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 2 ჩ/კ მარილი
- 1 შეფუთვა კორეული სტაფილოს სანელებლები
- 0,5 ჩ/კ ქინძი
მომზადება:
1. პირველ რიგში კიტრი კარგად გარეცხეთ და ოთხად დაჭერით, თესლები მოაშორეთ.
2. შემდეგ სტაფილო გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
3. ბოსტნეული ღრმა თასში მოათავსეთ, ნიორი დაჭყლიტეთ და კიტრს დაუმატეთ. შემდეგ კორეული სტაფილოს სანელებლები, შაქარი, მარილი და ცხარე წიწაკა დაუმატეთ.
4. აქვე დაუმატეთ ძმარი, მცენარეული ზეთი და ქინძი.
5. ხელებით ფრთხილად აურიეთ და ერთი დღით მაცივარში შედგით. პერიოდულად თასი გამოიღეთ და ბოსტნეულს აურიეთ, რომ სანელებლებით თანაბრად გაიჟღინთოს.
6. ერთ დღეში კიტრი სუფრაზე შეგიძლიათ თამამად გაიტანოთ და ზამთრისთვის შეინახოთ. კიტრის სალათის მოსახუფად, პირველ რიგში ბოსტნეული სუფთა ქილებში გადაანაწილეთ.
7. შემდეგ ბოსტნეულის წვენი თითოეულ ქილაში თანაბრად ჩაასხით.
8. ქილებს თავსახური დაახურეთ და სტერილიზაციისთვის მდუღარე წყალში 15 წუთით ჩადეთ. ახლა თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, შეფუთეთ და გადაბრუნებული მთელი ღამით გააჩერეთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.