Connect with us

საკითხავი

444-ის მნიშვნელობა: რა უნდა გააკეთოთ, თუ ყველგან ამ რიცხვს ხედავთ

ამბობენ, თუ ერთსა და იმავე რიცხვს ხშირად ხედავთ, სამყაროს თქვენთვის რაღაცის თქმა სურს.

რიცხვები, მაგალითად 111, 222, 333, 444 და ა.შ. ანგელოზების რიცხვებად ითვლება.

ზოგიერთი ხალხი (მაგალითად, ღვთისმეტყველი წმინდა ავგუსტინე) თვლის, რომ ასეთ რიცხვებს უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ.

444 – ეს დაცვის და მხარდაჭერის რიცხვია. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ.

მფარველი ანგელოზი ყოველთვის თქვენს გვერდითაა და მეტი თავდაჯერებულობა იგრძენით. ნერვიულობა საჭირო აღარაა. 444 შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ ცოტა ხნის წინ სულიერი გაღვიძების გზას დაადექით.

444 ასევე გარდაუვალი ფინანსური წარმატების სიმბოლოა.

კლავიატურის უმეტესობაზე კლავიში „4“, ასეევე კლავიში „$“-ია, ამიტომ 444 ნიშნავს „$$$“.

ყოველთვის, როცა ამ რიცხვს ხედავთ, თქვით, რომ „ყველაფერი კარგადაა“. ერთი წუთი იპოვეთ იმისთვის, რომ თავი მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.

ნუმეროლოგიაში ციფრი 4 საფუძველს წარმოადგენს. როგორც ძლიერი მაგიდა ოთხ ფეხს ეყრდნობა, ასევე რიცხვი 444 დასრულების და დადებით შედეგის სიმბოლოა.

ძალიან ხშირად რელიგიაში ასეთი კომბინაცია გვხვდება: სინათლის ოთხი კუთხე, ოთხი ჭეშმარიტება ბუდიზმში, ოთხი სტიქია, ოთხი სახარება, ოთხი ვედი.

თუმცა მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ ეს რიცხვი თქვენთვის რას ნიშნავს!