Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კელტური კვანძი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შინაგან ძალაზე

ათასწლეულების განმავლობაში კელტურ კვანძებს თილისმად იყენებდნენ. მათი გამოსახულებებით ეკლესიებს და ტანსაცმელს რთავდნენ, კელტური კვანძის ფორმის ამულეტებს თან ატარებდნენ. საოცარია, რომ ეს იდუმალი სიმბოლოები შეგიძლიათ ნახოთ რომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურებში, ძველ ისლამურ დეკორაციებსა და ეთიოპიურ წიგნებში. კელტური კვანძები დიდ ძალას ფლობენ.

კონცენტრირება მოახდინეთ და აირჩიეთ ის კელტური კვანძი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

აი, რას ამბობს თქვენი არჩევანი.

1. სიცოცხლის ხე

თქვენში უდიდესი პოტენციალი იმალება. თქვენი ფესვები მიწაში ღრმად გადგმულია. სტაბილურობას აფასებთ და ფეხზე მყარად დგახართ. დედამიწიდან ენერგიის მოზიდვა ისწავლეთ: ფეხშიშველა გაიარეთ, ბუნებაში ხშირად ისეირნეთ და ნახავთ, თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, გაჯერებული და გაცნობიერებული გახდება. თქვენს ზურგსა და წელზე იზრუნეთ.

2. შინაგანი ცეცხლი

თქვენ აირჩიეთ კვანძი, რომელიც ცეცხლს და ფენიქსს წარმოადგენს. ამ მითიურ ფრინველს ფერფლიდან აღდგომა, ცხოვრების ახლიდან, ახალი ფურცლიდან დაწყება შეუძლია. ძალიან ამბიციური, ენერგიით სავსე და ვნებიანი ხართ. თქვენში ცეცხლი ჩქეფს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამ სტიქიას გზაზე ყველაფრის განადგურება შეუძლია. თქვენი ცეცხლოვანი ბუნება შემოქმედებაში გამოავლინეთ, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ზომიერი, თავშეკავებული იყავით და შინაგანი სისუფთავე შეინარჩუნეთ. ბედი ამისთვის დაგაჯილდოებთ.

3. დიდი დრაკონი

მიწის სული გესაუბრებათ. დიდი პოტენციალი გაქვთ, რომ ბუნებასთან გაერთიანდეთ, შინაგან და გარეგან სამყაროს შორის ჰარმონია იპოვოთ. შეგიძლიათ სხვებს სიხარული მიანიჭოთ, ასწავლოთ, განავითაროთ. როგორც კი თქვენს ძალას გააცნობიერებთ, ყველაფერს შეცვლით, რაც არ გაკმაყოფილებთ. თქვენ წარმოუდგენლად მგრძნობიარე და სულიერი ადამიანი ხართ.

4. პენტაკლი

თქვენ დაცვის და პირადი ძალების სიმბოლო აირჩიეთ. ეს ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე სულიერ და ფიზიკურ ძალას შორის ბალანსი, საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა უნდა იპოვოთ. დიდი პოტენციალი და ექსტრასენსული შესაძლებლობები გაქვთ. თქვენი სიმბოლო ხუთქიმიან ვარსკვლავს ჰგავს, თქვენი გული უფრო ცხელი და კაშკაშაა. ჯანმრთელობის მხრივ ღვიძლის გაწმენდას ყურადღება მიაქციეთ.

5. კატის კვანძი

თქვენ კატის გრაციოზულობა და სიჩქარე გახასიათებთ. ძალიან მოქნილი ხართ, მაგრამ ზეწოლას და აგრესიას ვერ უძლებთ. მოგწონთ, როცა თქვენზე ზრუნავენ და გიცავენ. ცხოვრებაში მარტივი გზით და თავდაჯერებული მიდიხართ. საკუთარი თავის შეცნობა სამყაროს და სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

6. ღვთაებრივი მზესუმზირა

თქვენი გული ღია წიგნია. სითბოს და სიკეთეს ასხივებთ. სხვებზე ზრუნავთ და მათ მხარს უჭერთ. ახერხებთ, რომ ყველასთვის საუკეთესო მეგობარი იყოთ. თქვენი პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ და სიკეთის რწმენა არასდროს დაკარგოთ. სხეულზე იზრუნეთ, მუხლებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. სუნთქვითი ვარჯიშები შეასრულეთ – ასე მოდუნებას და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებას შეძლებთ.

თუ ეს სიმბოლოები მოგეწონათ, შეგიძლიათ როგორც ამულეტი თან ატაროთ ან სხეულზე დაიხატოთ. ასე მათი ზემოქმედება გაიზრდება და დომინანტი თვისებები გაძლიერდება.