Connect with us

ჯანმრთელობა

9 ეფექტური ნატურალური ანტიბიოტიკი

სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარების მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში, ნატურალური ანტიბიოტიკების მოთხოვნილება და პოპულარობა მთელ მსოფლიოში რამდენჯერმე გაიზარდა.

მსგავსი მოვლენის მიზეზებს შორის, მეცნიერები ასახელებენ როგორც რეზისტენტულობის მომატებას პაციენტთა ერთ ნაწილში, ისე იმ ადამიანებში სხვადასხვა მავნე ბაქტერიის განვითარების რისკის მომატებასაც, რომლებიც ზედმეტად ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებს.

რა თქმა უნდა, მედიცინა ვითარდება და მუდმივად ჩნდება ახალი ფარმაკოლოგიური საშუალებები, რომლებიც სულ უფრო მეტი ეფექტურობით გამოირჩევა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საკმარისია დასახმარებლად იმ შესაძლებლობების არსენალს მიმართოთ, რომლითად ხალხური მედიცინაა მდიდარი.

ყოველდღიური რაციონის ეფექტური კორექტირება, მასში შესაფერისი პროდუქტების, სანელებლებისა და სამკურნალო ბალახების დამატება სავსებით ეფექტურად იმოქმედებს სხვადასხვა უსიამოვნების გამომწვევ მიზეზებზე, დაავადებების დროულად პროფილაქტიკის ხარჯზე. გადავხედოთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, რომელთა შესახებაც ცოდნა ნამდვილად ღირს.

1. თავშავა (ორეგანო)

თავშავას სპეციფიკური არომატის დამსახურებაა, რომ ახლა იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს კულინარიაში. ორიგინალური სურნელი, რომელიც სხვადასხვა კერძს ემატება, შესანიშნავად ერწყმის სხვა არომატებს.

გარდა ამისა, ორეგანოს ექსტრაქტი ძველი დროიდან ფართოდ გამოიყენება ბუნებრივი ანტიბიოტიკის სახით. ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა ამ მცენარის ანტიბაქტერიული თვისებების მნიშვნელოვანი ეფექტურობა სხვადასხვა მავნე ორგანიზმთან, რომლებიც, ყველაზე ხშირად, საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს.

ჩვეულებრივ, დიეტოლოგები გვირჩევენ ამ არომატული სანელებლის გამოყენებას საკვები დანამატის სახით, რომელიც არამხოლოდ არომატული, არამედ გამაჯანსაღებელი თვისებებითაც გამოირჩევა.

2. ძმარი

ძმრის ანტიბაქტერიული თვისებები საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ძმრის გარკვეული სახეობები ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ისეთ ბაქტერიასთან ბრძოლაში, რომლებიც ორგანიზმს ვნებს.

მაგალითად, ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაშლის ძმარი შეუცვლელი კომპონენტია ორგანიზმისთვის, ეხმარება მას კანის საფარველის ანთების გამომწვევ ბაქტერიებთან და ზოგიერთ ალერგენთან ბრძოლაში. გარდა გარე ინფექციებისა, ვაშლის ძმარი, და არა მხოლოდ ვაშლის, კარგად გვეხმარება ზოგიერთი შინაგანი უსიამოვნების მკურნალობის პროცესში.

3. თაფლი

ძალიან ძველ ანტიბიოტიკად, რომელსაც მძლავრი გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს, ითვლება თაფლი. გარდა ამისა, სულ ახლახან, მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინა, რომ სწორედ თაფლს შეუძლია იმ სხვადასხვა მავნე ბაქტერიის განადგურება, რომლებიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, თანაც ამას ფარმაკოლოგიური საშუალებების მსგავსი ეფექტით ახერხებს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ყველაზე დიდი ეფექტურობით გამოირჩევა ახალი, უმი თაფლი, ხოლო ხანგრძლივი შენახვის შემდეგ, მისი ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. რა თქმა უნდა, მაღაზიაში შეძენილი თაფლიც ვერ ამართლებს ყოველთვის მომხმარებლის მოლოდინს.

4. კურკუმა

მეცნიერული კვლევების შედეგებმა უკვე დაამტკიცა კურკუმას შესაძლებლობა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ კურკუმასა და წყლის 1:3 პროპორციის ხსნარს მძლავრი ანტიბაქტერიული შესაძლებლობები აქვს.

ასეთი პროფილაქტიკური საშუალების რეგულარული მოხმარება წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას მავნე ბაქტერიებისგან და ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალას ინფექციების მიმარტ. ასევე, სპეციალისტები თვლიან, რომ კურკუმას კონცენტრაციის გაზრდა ასეთ ხსნარში სავსებით შესაძლებელია.

5. ნიორი

ეს სუნიანი ბოსტნეული, რომლის სუნიც ყველას არ მოსწონს, მნიშვნელოვან თვისებებს ფლობს, რომლებიც გვეხმარება სხვადასხვა დაავადებისა და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთებით მძლავრი მოქმედება აქვს ნიორს იმ ინფექციებზე, რომლებიც იწვევს გაციებას, ასევე, მას შეუძლია იმუნიტეტის არსებითად გაძლიერება. კვლევების შედეგები ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც ნიორს რეგულარულად მოიხმარენ, გაცილებით ნაკლებად ცივდებიან, ვიდრე ისინი, ვინც უარს ამბობს ამ პროდუქტის მოხმარებაზე.

6. გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი  

ეს საკმაოდ ეგზოტიკური პროდუქტია, რომლის თვისებებიც სულ ახლახან გაირკვა, უახლესი კვლევების შედეგად. ექსტრაქტი, რომელიც გრეიფრუტის თესლიდან მიიღება, მნიშვნელოვანი ბაქტერიციდული თვისებებით გამოირჩევა და შეუძლია ვირუსებისა და ბაქტერიების 750-ზე მეტი მავნე სახეობის წინააღმდეგ ბრძოლა.

თავის მხრივ, თვითონ გრეიფრუტი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის.

7. ექინაცეა

სხვადასხვა მცდარი შეხედულების მიუხედავად, რომლებიც ინტერნეტშია გავრცელებული, ექინაცეა სავსებით ხელმისაწვდომი გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ მცენარეს შეუძლია იმუნიტეტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სისხლის თეთრი სხეულაკების კონცენტრაციის მომატება. სწორედ სისხლის ეს კომპონენტებია შექმნილი ინფექციებისთან საბრძოლველად.

8. თეთრთავა კომბოსტო

ძველი დროიდანვე ცნობილია, რომ კომბოსტოს უამრავი ფასეული თვისება აქვს და ეფექტურად უშლის ხელს მრავალი მავნე მიკროორგანიზმის განვითარებას. ამ ბოსტნეულის სპეციფიკური გემო მის შემადგენლობაში არსებული გლუკოზინოლატების დამსახურებაა. ეს აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც მრავალი ფასეული თვისება აქვს, შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ისე დაიშალოს, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები – იზოტიოციანატები მიაწოდოს.

9. ქოქოსის ზეთი

მიუხედავად ამ პროდუქტის ეგზოტიკურობისა, ახლა სავსებით შესაზლებელია მისი შეძენა მრავალი სხვადასხვა გზით. ქოქოსის ზეთი ფასეულია იმით, რომ იგი შეიცავს სპეციფიკურ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ორგანიზმის სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა საჭირო.