Connect with us

საკითხავი

9 სულიერი ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ზემოდან“ ვიღაც გიყურებს და გეხმარება

თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან საკუთარი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იმყოფება და გვიცავს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ანგელოზს დავავიწყდით და ის სხვა საქმეებით არის დაკავებული. როგორ მივხვდეთ, რომ მფარველი ანგელოზი ჩვენს გვერდით არის და ვახსოვართ?

1. ბუმბული

ზემოდან ძირს დაცემული ბუმბული ანგელოზის მიერ გამოგზავნილი ნიშანია, რომ ის მხარს გვიჭერს და გვეხმარება. თუ მას უჩვეულო ადგილას იპოვით, მაგალითად, საკუთარ სახლში, ეს მკაფიო ნიშანია, რომ ანგელოზი თქვენს გვერდით იმყოფება და თქვენ და თქვენს სახლს იცავს.

2. ღრუბელი

ანგელოზი ცაზე ანგელოზის ფორმის გამოსახულებით სიგნალს გიგზავნით. ჩვეულებრივ, ეს იმის თქმის საშუალებაა, რომ თვალყურს გვადევნებს და გვიცავს. გულის ფორმის ღრუბელი სასიყვარულო სფეროში დადებითი ცვლილებების შეტყობინებას ნიშნავს. ცხოველის ფორმის ღრუბელი თავად ცხოველის დახასიათებით უნდა განსაზღვროთ – მაგალითად, ძაღლი – სიკეთეს გპირდებათ, გველი კი გაფრთხილებას წარმოადგენს.

3. არომატი

არსაიდან მოსული შესანიშნავი არომატი იმაზე საუბრობს, რომ ანგელოზი თქვენს გვერდითაა. ეს შეიძლება იყოს ყვავილების სუნი ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის საყვარელი სუნი. ზოგჯერ შეიძლება იმ ადამიანის სუნიც იგრძნოთ, ვინც გიყვარდათ. ყველაფერი ეს შეგვახსენებს, რომ მათ ვუყვარვართ და მიმართულებას გვაძლევენ.

4. ჩვილები და ცხოველები

თუ ბავშვი ჭერში იყურება და იცინის, ის ანგელოზის სიახლოვეს გრძნობს. ითვლება, რომ ცხოველები და პატარა ბავშვები „სხვა მხარესთან“ ადვილად ურთიერთობენ. მფარველი ანგელოზი ყოველთვის თქვენს გვერდითაა, თქვენ უბრალოდ მათ მიერ გამოგზავნილი ნიშნებისა და შეტყობინებების წაკითხვა უნდა ისწავლოთ.

5. მუსიკა

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ გუნდში მომღერალი ანგელოზების ხმები გესმით. ეს შესანიშნავი მუსიკა თითქოს სხვა სამყაროდან მოდის. სხვები თვლიან, რომ ანგელოზები რადიოში განმეორებითი მუსიკის დახმარებით ჩვენთან ურთიერთობას ცდილობენ. განსაკუთრებული ყურადღება სიმღერის თემას მიაქციეთ – ეს შეიძლება ანგელოზის შეტყობინება იყოს!

6.მონეტა

თუ ქუჩაში მონეტას იპოვით ან ვიღაც ბედნიერ მონეტას გაჩუქებთ, ეს შეიძლება თქვენი მფარველი ანგელოზის შეტყობინება იყოს, რომ მალე ფინანსური მიღწევები გელოდებათ.

7. სინათლის გაელვება

თქვენი ყურადღება სინათლის გაელვებამ მიიპყრო? აუხსნელი სინათლის ციმციმი, ფერადი აფეთქება, რომელიც სინათლის რეალური წყაროს გარეშე ჩნდება ცხადი ნიშანია, რომ ანგელოზი თქვენს ოთახში იმყოფება!

ზოგჯერ ისე მომხდარა, რომ ნიშანი მაშინ დაგინახავთ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ? მაგალითად, თქვენს გარდაცვლილ მამაზე გაიფიქრეთ, შემდეგ მოულოდნელად რადიოში მისი საყვარელი სიმღერა გაიგონეთ. ეს ამტკიცებს, რომ გარდაცვლილმა იცის, რომ მასზე ფიქრობთ.

8. ცისარტყელა

ცისარტყელა ღვთაებრივი სიყვარულის კლასიკური სიმბოლოა. როცა დახმარებას ითხოვთ და მალე ცისარტყელას ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ლოცვა შეისმინეს!

9. ტემპერატურის ცვლილება

თუ მედიტირებთ და მოულოდნელად ირგვლივ თბილ სინათლეს გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ ანგელოზი გეფერებათ!

თქვენ მფარველი ანგელოზისგან ნიშანი მიგიღიათ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.