Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ფრთები და გაიგეთ თქვენი მფარველი ანგელოზის სახელი

გჯერათ, რომ მფარველი ანგელოზი თქვენს ყველა ქმედებას აკვირდება? მსოფლიოს მრავალ რელიგიაში ითვლება, რომ ის ადამიანს მიმართულებას აძლევს და ცდილობს, შეცდომებისგან დაიცვას. ყველა არ უსმენს მფარველის სიტყვებს. ბევრი თვლის, რომ მაღალი ძალები საერთოდ არ არსებობს, მაგრამ უმეტესობა აღიარებს, რომ მათ ცხოვრებაში არის რაღაც, რისი ახსნაც არ შეუძლიათ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ თქვენი მფარველი ანგელოზის სახელი გაიგოთ, რომ მასთან ურთიერთობა შეძლოთ. ასე მასთან მჭიდრო კავშირს დაამყარებთ და შესაძლოა შეცდომების დაშვება შეწყვიტოთ. აირჩიეთ ფრთები, რომ გაიგოთ, ვინ გიცავთ უსიამოვნებებისგან.

ფრთები 1

თქვენ რაფაელის მფარველობის ქვეშ ხართ. ანგელოზი თავისი სამკურნალო შესაძლებლობებით ცნობილი გახდა. მას ყველაზე მძიმე დაავადების განკურნებაც შეუძლია. საქმე არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ პრობლემებს ეხება.

თუ დაღლილობას და დარდს გრძნობთ, პირდაპირ თქვენს მფარველს მიმართეთ. უსიამოვნებასთან გამკლავებაში დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. უამბეთ, რაც გაწუხებთ. მისი დახმარებით, ახლობლებთან კონტაქტის დამყარებას შეძლებთ. ამ ანგელოზს მწვანე ან ყვითელი შეფერილობა უყვარს.

ფრთები 2

თქვენ მიქაელი გფარველობთ. ეს მფარველი უსამართლობასთან ბრძოლით ცნობილია. მფარველობს მათ, ვინ უბედურებას, შევიწროებას აწყდება. თუ ვინმე გაბრაზებთ ან შეურაცხყოფას გაყენებთ, დახმარებისთვის მფარველ ანგელოზს მიმართეთ.

ანგელოზი დამნაშავეს დასჯის და სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. თუ მისი მხარდაჭერის იმედი გექნებათ, მალე თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მფარველის მოსაზიდად საკმევლის ან მურის სუნი გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ მას წითელი და ოქროსფერი ელფერები უყვარს.

ფრთები 3

გაბრიელი თქვენი მფარველი ანგელოზია. ის კაცობრიობის ყველა წარმომადგენელს მფარველობს. თუ საქმე ქალს ეხება, მისი მფარველი ოჯახური ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. დაოჯახებული ადამიანების ნამდვილი მფარველია. გარდა ამისა, შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას ხელს უწყობს.

თქვენი პოტენციალი სრულად რომ გახსნათ და ანგელოზის ყურადღება მიიზიდოთ, ჟასმინი გამოიყენეთ. ცისფერი ან ნარინჯისფერი ელფერები უყვარს.

ფრთები 4

თქვენი მფარველი ანგელოზია ურიელი. ეს მფარველი ანგელოზი ცოცხალთა და მკვდართა სამყაროს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ინტუიციის განვითარებაში, თქვენთან ახლოს მყოფ სფეროში საკუთარი თავის რეალიზებაში დაგეხმარებათ.

მფარველს მიმართეთ, თუ გარდაცვლილი ნათესავისგან შეტყობინების მიღება გსურთ. მასთან კონტაქტის დასამყარებლად, სანდლის ხის, გვირილას სურნელი გამოიყენეთ. მწვანე ან ყავისფერი ელფერები მოსწონს.