Connect with us

საკითხავი

თქვენი მოსარჩლე ხატი და მფარველი ანგელოზი დაბადების თარიღის მიხედვით

ღმერთი ადამიანს დაბადებისთანავე არა მხოლოდ მფარველ ანგელოზს, არამედ მოსარჩლე ხატსაც აძლევს. ისინი უბედურებისგან დაგიცავთ და რთულ სიტუაციებში მათ მიმართ უნდა ილოცოთ.

იცით თუ არა, ვინ გიცავთ უბედურების დროს? Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ – დაბადების თარიღი.

დაბადების თარიღი 22.12 – 20.01

თუ ამ დროის შუალედში დაიბადეთ, გამოდის ღვთისმშობლის ხატზე „ძლევაშემოსილი“ უნდა ილოცოთ. რაც შეეხება თქვენს პირად მცველს, ორი გყავთ: სილვესტერი და სერაფიმ საროველი.

დაბადების თარიღი 21.01 – 20.02

მათ, ვინც ამ პერიოდში დაიბადა, ათანასეს და კირილეს უნდა მიმართონ. ისინი მათ დამცველებად ითვლებიან. თუ წმინდა ხატზე ვსაუბრობთ, ილოცეთ „ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის“ და „უწვი მაყვლოვანის“ წინაშე.

დაბადების თარიღი 21.02 – 20.03

თქვენი მოსარჩლეები – ალექსი და მელიტი ანტიოქელი. სწორი ხატის გამოძახება არ დაგავიწყდეთ. თქვენთვის ესაა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

დაბადების თარიღი 21.03 – 20.04

თუ მითითებულ დროის შუალედში დაიბადეთ, რამდენიმე წმინდანს დახმარებისთვის მიმართეთ. ესაა სოფრონე და ინოკენტი იკრუსტკი. ასევე თქვენ გიორგი აღმსარებელი გიცავთ. რაც შეეხება მოსარჩლე ხატებს, ესაა „ყაზანის ღვთისმშობლის ხატი“.

დაბადების თარიღი 21.04 – 20.05

ამ დღეებში დაბადებულმა ადამიანებმა დახმარებისთვის სტეფანეს, თამარის და იოანე ღვთისმეტყველს უნდა მიმართონ. მათ ორი ქომაგი ხატი ჰყავთ. თუ გიჭირთ, გულმოდგინედ ილოცეთ „ცოდვილთა თავმდების“ და „ივერიის ღვთისმშობლის ხატის“ წინაშე.

დაბადების თარიღი 21.05 – 21.06

თქვენი ინტერესების დასაცავად ორი მცველია. ესაა ალექსი მოსკოველი და კონსტანტინე. მათ მიმართეთ, ასევე სამი ხატის წინაშე ილოცეთ. დახმარებას მიიღებთ შემდეგი ხატების მიმართ ლოცვით: „დაღუპულთა მომძიებელი“, „ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი“ და „უწვი მაყვლოვანი“.

დაბადების თარიღი 22.06 – 22.07

თქვენი მთავარი მფარველია კირილე. რაც შეეხება ხატს, რომელსაც შეგიძლიათ ცხოვრების მძიმე წუთებში მიმართოთ, ასეთი ორია: „ყაზანის ღვთისმშობლის ხატი“ და „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“.

დაბადების თარიღი 23.07 – 23.08

ყველამ, ვინც ამ პერიოდში დაიბადა, უნდა ილოცოს ხატის „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის“ ხატის მიმართ. გარდა ამისა, მფარველ ანგელოზში ნუგეშს იპოვით. თქვენ შემთხვევაში ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი და ილია წინასწარმეტყველი.

დაბადების თარიღი 24.08 – 23.09

თქვენი მოსარჩლეები არიან ალექსანდრე, იოანე და პავლე. ხატებიდან გფარველობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები: „უწვი მაყვლოვანი“ და „ვნებისა“.

დაბადების თარიღი 24.09 – 23.10

თქვენ ძლიერი მფარველი გყავთ – სერგი რადონეჟელი. თუ დამატებითი დაცვის თხოვნა გსურთ, თქვენს ხატებს მიმართეთ. ამ პერიოდში დაბადებულებს ეხმარებათ „პოჩაევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი“, „უწვი მაყვლოვანი“ და ჯვართამათლების ხატი.

დაბადების თარიღი 24.10 – 22.11

თქვენ ორი ქომაგი ხატი გყავთ. ესაა „იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი“ და „მსწრაფლშემსმენელი“. მძიმე წუთებში არ დაგავიწყდეთ თქვენი მთავარი მფარველი – წმინდა პავლე.

დაბადების თარიღი 23.11 – 21.12

დახმარების მისაღებად გულმოდგინედ ილოცეთ წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და წმინდა ბარბარეს მიმართ. დამატებით მხარს დაგიჭერთ ორი მოსარჩლე ხატი: ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ზეციური ნიშანი“ და „ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი“.

გარდა ამ ხატებისა, არსებობს ის, რომლის მიმართ გამონაკლისის გარეშე ყველას შეუძლია ილოცოს. ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი მტრების დამარცხებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენს სახლს საფრთხე ემუქრება, მის მიმართ ილოცეთ.