ჯანმრთელობა
8 რჩევა, როგორ გავუმკლავდეთ დღესასწაულის შემდეგ დარჩენილ სევდას
ექიმები დეკემბრის ბოლოს სტრესის და დეპრესიის საშიშროებაზე ბევრს საუბრობდნენ. მათივე თქმით, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ პირველ დღეებში იმავე საფრთხის რისკის ქვეშ ვართ. რეჟიმის მკვეთრი შეცვლა, დატვირთვის გაზრდა, მზის სინათლის დეფიციტი ნამდვილ აშლილობას იწვევს. Alltime.ge გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით რუტინულ საქმეს მარტივად დაუბრუნდებით და სტრესი ან სევდა აღარ შეგაწუხებთ.
ვარჯიში არ დაგეზაროთ
ფიზიკური აქტივობა ყველაზე მარტივი მეთოდია განწყობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის სავარჯიშო დარბაზში წასვლა აუცილებელი არაა: დილის გამამხნევებელი ვარჯიში ან 5 წუთით ვარჯიში მუშაობის დროს ან გამამხნევებელი გასეირნება შესვენებაზე ან სამსახურის შემდეგ თქვენს განწყობას აამაღლებს.
რეალური მიზნები დაისახეთ
როცა მომავალ წელს ვგეგმავთ და საკუთარ თავს საახალწლო დაპირებებს ვაძლევთ, ხშირად შეუსრულებელ მიზნებს ვისახავთ. ის ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, სანამ ვისვენებთ, მაგრამ მალე ბოროტ პატარა ურჩხულად იქცევა, რომელიც ყოველ თავისუფალ წუთს გვართმევს. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენს ამოცანას გადახედეთ და უფრო რეალური გახადეთ. ახალი უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტეთ ან იმ ენის სრულყოფა, რომელსაც უკვე 5 წელია სწავლობთ? შესანიშნავია, გადაწყვეტილება მიიღეთ და ამ ამოცანას დღეში 10 წუთი დაუთმეთ. ეს რთული არაა, ხოლო შედეგი, რომელსაც 366 დღეში 10-10 წუთით მიაღწევთ, შთამბეჭდავი იქნება. რაც შეეხება სპორტით დაკავებას, სწორ კვებაზე გადასვლას ან ახლობლებთან მეტი დროის გატარებას: 10 წუთით დაიწყეთ, მაგრამ ყოველდღე შეასრულეთ – თავად გაოცდებით, თუ რამდენად ეფექტურ შედეგს მიიღებთ!
შვებულების დაგეგმვა დაიწყეთ
ფსიქოლოგები ამბობენ: შვებულების მოლოდინიც კი ფსიქიკაზე სასარგებლო გავლენას ახდენს და სტრესის დონეს ამცირებს. ზამთარი საუკეთესო დროა, რომ საზაფხულო არდადეგები დაგემოთ. იოცნებეთ, დაგეგმეთ, მოემზადეთ და ზაფხულის არდადეგების დაგეგმვაში ზამთრის სევდა შემსუბუქდება.
მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმეთ
დიახ, დიახ, არდადეგებმა უკვე ჩაიარა, ჩვენ ყველას ყოველდღიურობა და ზრდასრული პრობლემები წამოგვეწია, სადაც დრო არასდროს გვყოფნის. თუმცა დადებითი ემოციები სწორად ახლა გვჭირდება. ამის მიღება კი მეგობრებთან ერთად შეიძლება. აუცილებლად შეიკრიბეთ სათამაშოდ, სპორტული შეჯიბრებისთვის ან უბრალოდ მხიარული ბაასისთვის. ჩვენ, ყველას ეს გვჭირდება!
კარგი მოვლენების სია შეადგინეთ
ალბათ, წლის პირველმა დეკადმა უკვე კარგი ამბები მოგიტანათ: სასიამოვნო საჩუქარი, სიურპრიზი, რომელიც მეგობრებმა ერთმანეთს მოუწყვეთ. იქნებ, მოასწარით ახალი მაგარი სერიალის ყურება, კარგი წიგნის წაკითხვა ან ახალი სპორტის აღმოჩენა? ყველაფერი კარგის სია შეადგინეთ, რაც ახალ წელს მოხდა – არც ერთი დეტალი არ გამოგრჩეთ!
მოდუნდით
არდადეგების შემდეგ პირველი დღეები სწრაფად შრომას და დაძაბულ გრაფიკს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ცოტა შენელება ისწავლოთ. თუ იოგით ან მედიტაციით დაკავებას გეგმავდით, ახლა სწორედ შესაფერისი დროა.
მიირთვით ბევრი პროდუქტი პრობიოტიკებით
ნაწლავების აქტიური მუშაობა და ჩვენი განწყობა დაკავშირებულია: საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიები თავს რაც უფრო უკეთ გრძნობენ, მით უფრო მაღალი განწყობა და ენერგია გვაქვს. საახალწლო სუფრების შემდეგ ნაწლავების მხარდასაჭერად პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები მიირთვით: იოგურტი, კეფირი, კომბოსტოს მწნილი და პარკოსანი პროდუქტები.
და D ვიტამინი
ეს „მზიანი“ ვიტამინი არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს და სისხლში შაქრის ოპტიმალურ დონეს და იმუნურ სისტემას ინარჩუნებს, არამედ ენერგიის დონეს ზრდის. ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, კვერცხი, ვირთევზას ღვიძლი და ბევრი სხვა პროდუქტი ამ ვიტამინით მდიდარია. ყოველდღე მიიღეთ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.