Connect with us

ჯანმრთელობა

8 მიზეზი, რატომ ჩნდება სისხლჩაქცევები

როგორ ჩნდება სისხლჩაქცევები

დაზიანების ნებისმიერმა ტიპმა, მაგალითად დაცემამ შეიძლება კაპილარების (მცირე სისხლძარღვების) გაწყვეტა გამოიწვიოს, რის გამოც კანის ზედაპირზე სისხლის წითელი სხეულების ნაკადი იზრდება.

ეს კანზე მოლურჯო-მოშავო სისხლჩაქცევას იწვევს.

სისხლჩაქცევების გაჩენა პრაქტიკულა ნებისმიერი სახის დაზიანებას შეუძლია.

სხეულის განკურნების და წითელი სხეულების მეტაბოლიზმის მიხედვით სილურჯე როგორც წესი მწვანე, ყვითელი ან ყავისფერი ხდება, სანამ სრულად არ გაქრება.

დრო და დრო სილურჯეების გაჩენის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ თუ საკმაოდ ხშირად ჩნდება და გაუგებარია საიდან გაჩნდა, ამას მიზეზი უნდა ჰქონდეს.

შესაძლოა, ხელი ან ფეხი რაიმეს მიარტყით და დაგავიწყდათ, მაგრამ ასევე შეიძლება მიზეზი სულ სხვა რამ იყოს.

რატომ ჩნდება კანზე სილურჯე მარტივად: 8 სახიფათო მიზეზი

1. ასაკი

ასაკთან ერთად კანის ცხიმოვანი დამცავი ფენა სუსტდება, რომელიც როგორც ბალიში დაცემისა და დარტყმისგან გვიცავს. გარდა ამისა, კანი კოლაგენის გამომუშავების დეფიციტის ხარჯზე თხელდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ სილურჯის წარმოსაქმნელად უფრო ნაკლები ძალაა საჭირო, ვიდრე ახალგაზრდობის დროს.

2. სისხლის დარღვევები

სისხლის დარღვევებმა, როგორიცაა ჰემოფილია და ლეიკემია, შეიძლება აუხსნელი სისხლჩაქცევები გამოიწვიოს, რის გამოც სისხლი სწორად შედედება არ ხდება.

თუ აუხსნელი და სერიოზული სისხლჩაქცევები ხშირად გაქვთ, სჯობს ექიმს მიმართოთ, რომ სერიოზული დარღვევები გამორიცხოს.

3. დიაბეტი

დიაბეტის მქონე ადამიანს შეიძლება მუქი პიგმენტური ლაქა გაუჩნდეს. ასეთი პიგმენტური ლაქები ხშირად ისეთ ადგილებში, სადაც კანი სხეულის სხვა ნაწილს ეხება.

ეს ლაქები შეცდომით შეიძლება სილურჯედ მივიჩნიოთ, მაგრამ სინამდვილეში ინსულინის წინააღმდეგობით არის განპირობებული.

4. ჭარბი დაძაბულობა ვარჯიშის დროს

კუნთების ჭარბი დაძაბულობა, მაგალითად, სიმძიმეების აწევამ შეიძლება სისხლძარღვების გაწყვეტა და სილურჯის გაჩენა გამოიწვიოს. სილურჯე შეიძლება კუნთოვანი ქსოვილის მიკროსკოპულმა გაწყვეტამაც გამოიწვიოს.

გარდა ამისა, თუ სპორტით ან ენერგიული ვარჯიშით ხართ დაკავებული, შეიძლება მცირე ტრავმა და დაზიანება მიიღოთ, რაც სისხლჩაქცევებს იწვევთ. მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერ ხვდებით.

5. ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ასპრინი, ანტიკოაგულანტი და ანტიპლასტიკური საშუალებები სისხლის შედედებას ამცირებენ, რაც სისხლჩაქცევების ალბათობას ზრდის.

ასპირინს, პრედნიზონს, პრედნიზოლონს, ორალურ კონტრაცეპტივებს და სხვა მედიკამენტებს შეუძლიათ სისხლძარღვები დაასუსტოს და სილურჯეების ალბათობა გაზარდოს.

6. მემკვიდრეობა

თუ ახლო ნათესავებს სისხლჩაქცევები ხშირად აქვთ, შესაძლოა თქვენც ამისკენ მიდრეკილება გქონდეთ. თუმცა რამდენიმე ნაბიჯების დახმარებით შეგიძლიათ პოტენციური გენეტიკური ტენდენცია თავიდან აიცილოთ.

7. მეწამული დერმატიტი

დაავადება უფრო ხანდაზმულებს ახასიათებთ, რაც ათასობით წვრილი სისხლჩაქცევის გაჩენას იწვევს, ყველაზე ხშირად ფეხებზე გვხვდება. შორიდან ისე ჩანს, თითქოს წითელი წიწაკა მოაყარეს. სისხლჩაქცევები პატარა კაპილარებიდან სისხლის გაჟონვით არის გამოწვეული.

8. მზისგან დაზიანება

ორგანიზმს მზის ზემოქმედება D ვიტამინის საწარმოებლად და დამატებითი სასარგებლო თვისებების მისაღებად სჭირდება. თუმცა მზეზე დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამწვრობას იწვევს, კანის ელასტიურობას და მდგრადობას ამცირებს.

ეს, თავის მხრივ, სისხლჩაქცევების გაჩენას ამარტივებას და მათ უფრო შესამჩნევს ხდის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.