Connect with us

ვიდეო

7 მეთოდი, როგორ შევამციროთ წონა ჰიპოთირეოზის დროს

ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის მრავალ ფუნქციაზე, განსაკუთრებით ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს.

ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციის ორი მთავარი ტიპი არსებობს: ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი. ჰიპოთირეოზი წარმოიქმნება, როცა ფარისებრი ჯირკვლები საკმარისად აქტიური არაა და მის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს წონის მომატება წარმოადგენს.

7 მეთოდი, როგორ დაიკლოთ წონაში ჰიპოთირეოზის დროს

დარღვეული ნივთიერებათა ცვლა წონის შემცირებას ნამდვილ ბრძოლად აქცევს, მაგრამ ზოგიერთი საშუალების დახმარებით დაკლებას მაინც შეძლებთ.

აი, რამდენიმე მეთოდი, რომელიც არასაკმარისად აქტიური ფარისებრი ჯირკვლის დროს წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ.

1. ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები მიიღეთ

პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატები უნდა მიიღოთ. ასე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას შეძლებთ.

როგორც კი ფარისებრი ჯირკვლების დონე გაკონტროლდება, ეს წონის კონტროლზეც დაგეხმარებათ. ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები დილით უზმოზე უნდა მიიღოთ.

2. რაფინირებულ შაქარს მოერიდეთ

რაფინირებული შაქარი ყველასთვის საზიანოა. მისი თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან უალკოჰოლო სასმელებში, კანფეტებსა და ხილის წვენებში გვხვდება. სინამდვილეში, შაქარი ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ცხიმი.

მრავალი წლის განმავლობაში ცხიმს საშინელ რეპუტაციას ანიჭებენ, თუმცა კარგი ცხიმებიც არსებობს. მაგალითად, ავოკადოსა და ქოქოსის ზეთში შემავალი ცხიმები ორგანიზმისთვის რიგ უპირატესობას ფლობენ. სასარგებლო ცხიმების მიღება ჰიპოთირეოზის დროს დაგეხმარებათ.

შაქარი ჩვენს განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. სჯობს შაქრის მოთხოვნილება ნატურალური შაქრით (ხილი, ბოსტნეული, ნედლი თაფლი) ჩაანაცვლოთ.

3. ვარჯიში

მუდმივმა დაღლილობამ შეიძლება იქამდე მიგიყვანოთ, რომ ფიზიკური ვარჯიში შეუძლებლად მოგეჩვენოთ. თუ ამისთვის საკმარისი ძალები გაქვთ, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში გასახდომად ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს.

„ზომიერი“ იმიტომ, რომ გადაჭარბებულმა ვარჯიშმა შეიძლება ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებში დამღუპველი გავლენა იქონიოს. სიარული, იოგა, პილატესი და ზოგიერთი მსუბუქი ვარჯიში სასარგებლოა.

4. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი საკმაოდ გასაოცარია. ის შეგიძლიათ კანის დამატენიანებლის სახით გამოიყენოთ (ჰიპოთირეოზი ხშირად კანის სიმშრალეს იწვევს, ამიტომ ძალიან სასარგებლოა). ამასთან თმის კონდიციონერის და მცენარეული ზეთის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ქოქოსის ზეთში შემავალი საშუალო ჯაჭვის მქონე ცხიმოვანი მჟავები ფარისებრი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უწყობენ. შესაბამისად, წონის შემცირებას ხელს უწყობენ.

5. ჯანსაღი წახემსება

ფარისებრი ჯირკვლების არასაკმარისი აქტივობის დროს დღის განმავლობაში მცირე პორციებით ჭამა მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში ჯანსაღი წახემსება წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

კაკალი და თესლი შესანიშნავი ვარიანტია. ნიგოზი შეიცავს სელენს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩიას და სელის თესლი უჯრედესის და ომეგა 3-ის შემცველობის წყალობით სასარგებლოა.

6. თევზის ქონი დანამატის სახით მიიღეთ

თევზის ქონი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც საკვებიდან უნდა მივიღოთ. ის ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ისპანახში, ჩიას თესლში და ცხიმიან თევზში (მაგალითად, ორაგული) გვხვდება.

7. ვაშლის ძმარი სცადეთ

ვაშლის ძმარი ჰიპოთირეოზთან და ჭარბ წონასთან ბრძოლაში შეიძლება დაგეხმაროთ. ის დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. ვაშლის ძმარი ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების დარეგულირებას და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. გაითვალისწინეთ, რომ ძმარი ზოგიერთ ადამიანში ჰისტამინურ რეაქციას იწვევს.