Connect with us

თავის მოვლა

7 მარტივი მეთოდი, რომელიც თქვენს ქუსლებს ჩვილი ბავშვის კანივით ნაზსა და სათუთს გახდის

ქუსლების სიმშრალე და ნახეთქები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კანის გამოშრობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების უკმარისობა. ნახეთქებს აუცილებლად უნდა უმკურნალოთ. მათი გაჩენის მიზეზის გასაგებად კი სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

თუ სოკო გაქვთ, ექიმი მედიკამენტოზურ მკურნალობად დაგინიშნავთ. იმ შემთხვევაში, თუ ნახეთქებს სხვა მიზეზი იწვევს, უნდა შეიძინოთ კომფორტული ფეხსაცმელი და უფრო კარგად მოუაროთ ტერფებს. ჩვენ გთავაზობთ 7 მარტივ საშინაო საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებათ დახეთქილი და გამომშრალი ქუსლების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ეს კრემები, ნიღბები და აბაზანები ტერფებისთვის შეგიძლიათ როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენოთ. ვერც ერთი შეძენილი კრემი ვერ მოგცემთ მსგავს ეფექტს!

როგორ მოვიშოროთ ნახეთქები ქუსლებიდან

1. ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი

ჩაასხით ვარცლში თბილი წყალი, დაუმატეთ 3 მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ს.კ. გლიცერინი და 2 ს.კ. ვარდის წყალი. ჩაალაგეთ ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ მსუბუქად გაიწმინდეთ ფეხები პემზით. ცალკე თასში შეურიეთ თითო ჩ.კ. გლიცერინი, ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. დაიტანეთ ეს ფაფა ტერფებზე. ჩაიცვით 2 წყვილი თხელი ბამბის წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-4ჯერ.

2. მცენარეული ზეთი

კარგად დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი ტერფებზე. ჩაიცვით ქვემოდან თხელი ბამბის, ზემოდან კი შალის სქელი წინდები და დაიძინეთ. დილით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში.

3. ვაზელინი და ლიმონის წვენი

მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ გაიშრეთ. შეურიეთ თითო ჩ.კ. ვაზელინი და ლიმონის წვენი. ამ მასით დაიზილეთ ქუსლები ძილის წინ, ჩაიცვით ბამბის თხელი წინდები ან პოლიეთილენის პარკი, ზემოდან კი შალი. დილით ჩამოიბანეთ.

4. პარაფინი

აიღეთ ცოტაოდენი პარაფინი და შეურიეთ ქოქოსის ზეთს. გაათბეთ მასა ნელ ცეცხლზე, სანამ ცვილი კარგად არ დადნება. შემდეგ გააგრილეთ და დაიტანეთ ტერფებზე. საუკეთესო ეფექტისთვის, პარაფინი ძილის წინ დაიტანეთ. არ დაგავიწყდეთ წინდების ჩაცმაც. დილით ფეხები კარგად დაიბანეთ.

5. თაფლი

ვარცლში შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი და 5 ლ წყალი. ჩაალაგეთ ფეხები 20 წუთით, შემდეგ დაიმუშავეთ პემზით. დაიბანეთ და კარგად გაიშრეთ ფეხები. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

6. ბრინჯის ფქვილი

აიღეთ 3 ს.კ. დაფქული ბრინჯი და დაუმატეთ რამდენიმე ჩ.კ. თაფლი, ვაშლის ძმარი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. ასე სქელი პასტა უნდა მიიღოთ. ჩააწყვეთ ფეხები თბილ წყალში 10 წუთით, შემდეგ გამოიყენეთ მომზადებული მასა სკრაბის სახით.

7. ზეითუნის ზეთი

აიღეთ 1 ს.კ. ზეთი, რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ლავანდის ეთერზეთი და 1 ჩ.კ. თბილი წყალი. კარგად შეურიეთ და დაიტანეთ ეს კრემი დღეში რამდენჯერმე.

დახეთქილი ქუსლების პრობლემამ რომ აღარ შეგაწუხოთ, შეიარაღდით ამ საშუალებებით და პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარეთ რამდენიმე პროცედურა.