Connect with us

ვიდეო

4 შინაურული დამატენიანებელი კრემი მშრალი ქუსლებისთვის

ქუსლების სხეულის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც ხშირად ვუგულებელყოფთ. მათზე სათანადოდ იშვიათად ვზრუნავთ.

ქუსლების სიმშრალის მიზეზი ყველაზე ხშირად მკვდარი უჯრედების, კოჟრების და სხვა დეფიციტის დაგროვებაში მდგომარეობს, რაც ნახეთქების გაჩენას იწვევს. ამასთან ქუსლები სოკოს და ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარეა, რომლებიც ინფექციებს და დაავადებებს იწვევენ.

მკურნალობის უამრავი მეთოდი და შინაურული საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით კანის დატენიანებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ.

აი, 4 შესანიშნავი დამატენიანებელი კრემი

1. ავოკადოს და თაფლის კრემი

ცხიმოვანი მჟავების და E ვიტამინის შემცველობის წყალობით ეს შინაურული, ავოკადოს და თაფლის კრემი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მშრალი ქუსლების მოსაშორებლად.

მისი დამატენიანებელი შემადგენლობა დაზიანებულ კანს აღადგენს და მკვდარ უჯრედებს ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ავოკადო
  • 2 ს/კ თაფლი (50 გრ)

მომზადება:

მწიფე ავოკადოს რბილობი დაჭყლიტეთ და თაფლს აურიეთ, სანამ ერთგვაროვან პასტას არ მიიღებთ.

გამოყენების რეჟიმი:

კრემი ქუსლებზე წაისვით და 20 წუთით მოქმედება აცადეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კვირაში მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენეთ.

2. კრემი შიის კარაქით და ქოქოსის ზეთით

შიის კარაქი ქოქოსის ზეთთან ერთად დამატენიანებელ და აღმდგენ საშუალებას გვაძლევს.  მშრალი და უხეში ქუსლების აღსადგენად განსაკუთრებით იდეალურია. მისი ცხიმოვანი მჟავები კოჟრებს არბილებენ და ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ დამცავ ბარიერს ქმნიან.

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა შიის კარაქი (100 გრ)
  • ½ ფინჯანი ქოქოსის ზეთი (50 გრ)

მომზადება:

შიის კარაქი თერმომდგრად კონტეინერში გადაიტანეთ და წყლის ორთქლზე შეათბეთ. როცა გადნება ქოქოსის ზეთი აურიეთ ისე, რომ ერთი პროდუქტი მიიღოთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და მინის ქილაში შეინახეთ, სანამ არ გამაგრდება.

გამოყენების რეჟიმი:

კრემი თითის წვერით აიღეთ და ქუსლებზე შეიზილეთ. ჩამობანის გარეშე კარგად შეიზილეთ და ყოველ საღამოს, ძილის წინ პროცედურა გაიმეორეთ.

3. ბანანის კრემი და E ვიტამინი ქუსლების დასატენიანებლად

ბანანი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც კანის სიმშრალის და ნახეთქების დროს დამატებით დატენიანებას უზრუნველყოფს. მისი მოქმედება E ვიტამინით გააძლიერეთ, რომ კოჟრები დაარბილოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ბანანი
  • 1 კაფსულა E ვიტამინი

მომზადება:

მწიფე ბანანის ნაჭრები და E ვიტამინის კაფსულის შემადგენლობა აურიეთ.

გამოყენების რეჟიმი:

კრემი ქუსლებზე წაისვით და 30 წუთით მოქმედება აცადეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წინდები ჩაიცვით. ყოველდღე გამოიყენეთ, სანამ კანი უფრო რბილი არ გახდება.

4. ვაზელინი და გლიცერინის კრემი

ვაზელინი ზეთოვანი პროდუქტია, რომელიც სიმშრალის შემთხვევაში კანს ბუნებრივი ცხიმის აღდგენაში დაეხმარება. გლიცერინთან ერთად მშრალ ქუსლებს ეფექტურად ატენიანებს და ამით ნახეთქების და კოჟრების გაჩენას თავიდან აგაცილებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ვაზელინი (40 გრ)
  • 1 ჩ/კ გლიცერინი (5 გრ)

მომზადება:

ვაზელინი თასში გადმოიტანეთ და გლიცერინი აურიეთ.

გამოყენების რეჟიმი:

კრემი ქუსლებზე მასაჟური მოძრაობით კარგად შეიზილეთ. ყოველ ღამეს, ძილის წინ გამოიყენეთ.