Connect with us

თავის მოვლა

7 ინგრედიენტი შინაურული ნიღბებისთვის, რომლებიც არასდროს უნდა გამოიყენოთ

შინაურული ნიღბები სახის კანს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ თუმცა მათ ზიანის მიყენებაც შეუძლიათ, ამიტომ აჯობებს ამ სტატიაში მოყვანილი ინგრედიენტები სახის ნნიღბებისთვის არასდროს გამოიყენოთ!

1. საკვები სოდა

მას ხშირად უმატებენ შინაურულ სკრაბებში – არავითარ შემთხვევაში მოიქცეთ ასე!

სოდა თითქმის სუფთა ტუტეა, pH — 9, მაშინ როდესაც ჩვენი კანის pH 4,5-5-ია. სოდა კანის დამცავ ბარიერს ანადგურებს და ღიას ტოვებს ბაქტერიებისთვის, ხელს უწყობს კანის გაუწყლოვნებას და სერიოზული გაღიზიანებების წარმოქმნას, შესაბამისად მისი ნიღბებში გამოყენება არ შეიძლება!

2. ლიმონი

ლიმონი მედლის მეორე მხარეა – ზედმეტად მჟავე ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება. ლიმონის pH — 2 -ია რაც ნიშნავს, რომ მისი კანზე ზემოქმედება უარყოფითია რადგან ნებისმიერი სიმჟავე კანს აზიანებს.

ლიმნის ნაჭერის წუწვნაც კი მნიშველოვან ზიანს აყენებს კბილის ემალს, კანის შემთხვევაში კი უარესი შედეგია. ლიმონის გამოყენება სხვა ზიანთან ერთად – ფოტომგრძნობელობასაც ამაღებს და ჰიპერპიგმენტაციის რისკის წინაშე გაყენებთ.

3. კბილის პასტა

ალბათ გსმენიათ რჩევა, რომ ძილის წინ მუწუკზე კბილის პასტა უნდა წასვათ და თუ ეს მეთოდი გამოგიყენებიათ შედეგსაც ნახავდით – ნამდვილად მუშაობს… მაშ რატომ არ შეიძლება მისი ნიღბებში გამოყენება? ის აუწყლოვნებს და დამცავ ბარიერს აშორებს კანს ამიტომ აჯობებს ის მხოლოდ მუწუკზე გამოიყენოთ. თუ კბილის პასტა მათეთრებელ კომპონენტებს შიეცავს – კანის დაწვის რისკებიც არსებობს ასე, რომ აჯობებს მუწულზე ჩაის ხის ზეთი წაისვათ და ზედმეტად არ გარისკოთ.

4. ვაზელინი

ვაზელინის ერთჯერადი გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს: კანი სწრაფად შეავსებს სითხის უკმარისობას და დატენიანდება, მაგრამ ვაზელინის ხშირი გამოყენება კანში მის ღრმად შეღწევას და დაგროვდებას გამოიწვევს, ეს კი კანქვეშ ბაქტერიების, კანის ცხიმის დაგროვებას და ჭუჭყის აბსორბირებას იწვევს.

5. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი მცირე ტრამვებისთვის შეუცვლელი დეზინფექტორია, თუმცა მისი ნიღბებში გამოყენება ცუდი იდეაა. ის კანზე ოქსიდატურ სტრესს იწვევს: აჩქარებს თავისუფალი რადიკალების გამრავლებას და ხელს უწყობს კანის დაბერებას.

6. შაქარი

შაქარი საკმაოდ უხეში სკრაბია და ტანისთვის შესანიშნავია თუმცა მისი სახის კანისთვის გამოყენება მათებული არ არის! სახის კანისითვს შაქრის პუდრისა და ზეითუნის ზეთის სკრაბი შეგიძლიათ მოამზადოთ.

7. სპირტი

სპირტი არა მხოლოდ ანადგურებს კანის დამცავ ბარიერს არამედ კანის უჯრედის გარსსაც ადნობს და ისინი დროზე ადრე იღუპებიან. მკვდარი უჯრედები არ იქერცლება არამედ მკვდარ ფენად ეფინება კანს და ამას კი ფორების გაბიდვნამდე მივყავართ.