ჯანმრთელობა
6 უმარტივესი წესი მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად
არსებობს რამდენიმე მარტივი საშუალება იმისთვის, რომ მენსტრუალური პერიოდი ნაკლებად მტკივნეული იყოს. აი, 6 რჩევა, რომელიც აგონიის შემცირებაში დაგეხმარებათ.
1. მოიშორეთ კოფეინი
კოფეინი სხეული გაუწყლოვნებას უწყობს ხელს და დაძაბულობას გმატებთ. ამან შეუძლება მენსტრუალური ტკივილები გამოიწვიოს. თუ ყავის ყოველდღიურად სმას შეეჩვიეთ, მისი რაციონიდან ერთიანად ამოღება არ შეიძლება რადგან ამან შეიძლება თავის ტკივილები გამოიწვიოს. ამიტომ მენსტრუალური ცკლის დაწყებისას აჯობებს მისი რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროტ. თუ ჩვეულებრივ 5 ჭიქა ყავას სვამთ ეცადეთ მისი რაოდენობა 5 ჭიქამდე დაიტანოთ.
2. დაკავდით იოგით
იოგის ზოგიერთი პოზა მენსტრუალური სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, მათ შორის სპაზმური ტკივილებისაც. ზოგიერთი ასანა, მათ შორის ვეფხვისა და კატის პოზები ტკივილებს ამცირებს. იოგის დროს შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები რელაქსაციურ გავლენას ახდენს და დაძაბულობას ხსნის, შესაბამისად მცირდება ტკივილიც. იოგის ასანას შესრულების დროს რაც უფრო მეტაც ვცდილობთ მოდუნებას და ღრმა სუნთქას, მით უფრო იოლად აიგნორებს სხეული ძლიერ ტკივილს რომელიც ჩვენი სხეულის ქვედა ნაწილში გვაქვს.
3. არომათერაპიული მასაჟი
არომათერაპიული მასაჟი არომატული ეთერზეტებით მასაჟს გულისხმობს და მას მომადუნებელი ეფექტი აქვს. ამან შეიძება უდიდესი შვება მოგვგვაროს, განსაკუთრებით თუ ძლიერ დაძაბულობას გრძნობთ სხეულის ქვედა ნაწილსა და ზურგში.
4. მოსინჯეთ ბალახოვანი პროდუქტი
მერილედის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა შემდეგი ბალახეული ექსტრაქტები გვირჩია: შავი დათვის ყურძნის ექსტრაქტი, საღამოს – ფურისულას ექსტრაქტი მენსტრუალური ტკივილების დროს შვებას მოგგვრიან.
5. სითბო
სითბო ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილს ამცირებს და მენსტრუალური ტკივილების შემსუბუქებაშიც გვეხმარება. ეცადეთ საუნაში შეხვიდეთ ან სათბური/ცხელი წყლით სასვე ბოთლი მიიდოთ მუცელზე.
6. გადაადგილება
როდესაც ტკივილები გტანჯავენ, დროა წამოდგეთ და იმოძრაოთ. ეს არ ნშნავს, რომ მარათონში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, უბრალოდ მსუბუქი სავარჯიშოები შეასრულეთ ან პარკში გაისერინეთ. მოძრაობა ტკივილიდან ყურადღებას გადაგატანინებთ
როდის მივმართოთ ექიმს?
ტკივილები ნორმალურია, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ სპაზმებთან ან ისეთ ტკივილებთან გვაქვს რომლებსაც თან სხვა სიმპტომებიც ერთვიან – შეიძლება სხვა პრობლემებზე მიგვითითებდნენ. ამიტომ მიმართეთ ექიმს თუ ტკივილს ახალ ადგილებში გრძნობთ ან მენსტრუალური ტკივილი მისი დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება.