Connect with us

ჯანმრთელობა

6 ფაქტორი რომელიც ინფარქტის რისკს ზრდის

რამდენიმე ფაქტორი თითქოს სულაც არ არის დაკავშირებული გულის მუშაობასთან, თუმცა მათ რამდენჯერმე შეუძლიათ ინფარქტის რისკის გაზრდა! გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და გაუფრთხილდით ტქვენი გულის ჯანმრთელობას!

ციკლი 12 წლის ასაკამდე დაწყება

ადრეული მომწიფება გოგონებში გულის დაავადებების განვიტარების მაღალ რისკტან არის დაკავშირებული, ეს აშშ-ში, გულის ინსტიტუტის მიერჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა.

ქალები რომელთა სქესობრივი მომწიფებაც შედარებით ადრე დაიწყო 10%-ით უფრო ხშირად იტანჯებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ვიდრე ის გოგონები რომლებსაც ციკლი უფრო გვიან ასაკში დაეწყოთ.

ექიმების აზრით, ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ესტროგენის უფრო მაღალ დონეზე იყოს დამოკიდებული, რომელიც თრომბებისა და ინსულტის განვიტარების რისკს ზრდის.

გასახდომ აბებს იღებთ

ეს აბები ძირითადად არ მუშაობენ და მისი კურსის დასრულების დროს ისევ ჩვეული წონის იქნებით, ხოლო თქვენი ჯანმრთელობა კი ძველებური ვეღარ იქნება, რადგან ეს აბები გულის ჯანმრთელობას ანადგურებენ. ისინი ამაღლებენ სისხლის წნევას რაც გულის გადაღლას იწვევს. ჭარბი წონა ეს ერთ-ერთი ფაქტორია რომელიც გულის დაავადებების რისკს ზრდის, მაგრამ აჯობებს მას სხვა უფრო ჯანმრთელი მეთოდებით ებრძოლოთ.

ხშირად ავადმყოფობთ გრიპით

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა ამტკიცებს რომ გრიპის გადატანის შემდეგ, მინიმუმ 1 წლის მანძილზე ინფარქტის მირების რისკი ექვსჯერ იზრდება.

ამიტომ ავადმყოფობის პერიოდშიდ ა გამოჯანმრთელების შემდეგაც ყურადღება უნდა მიაქციოთ გულის მდგომარეობას და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

მარტოსული ხართ

კვლევების შედეგების მიხედვით, მარტოობისა და სოციალური იზოლაციის გრძნობა ადამიანებში გულის დაავადების გაჩენის რისკს 30%-ით ზრდის, ზუსტად იმდენით რამდენითაც მოწევა! საბედნიეროდ ამ ფაქტორს იოლად გაუმკლავდებით თუ შინაურ ცხოველს გაიჩენთ, უმჯობესია თუ ეს მეგობარი – ძაღლი იქნება!

რთული ორსულობა გქონდათ

ორსულობა და ბავშვის გაჩენა სერიოზული დატვირთვაა გულისთვის, მაგრამ, თუ ტქვენი ორსულობის პროცესი ჰესტაციური დიაბეტით, პრეკლამპსიით ან მაღალი წნევით მიმდინარეობდა მაშინ გულის დაავადებების გაჩენის რისკი უფრო მაღალია.

დეპრესია გქონდათ

კარდეოლოგთა ამერიკული კოლეჯის 2017 წლის სესიაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვიტ – გადატანილი დეპრესია არა მარტო ზრდის გული დაავადებების განვითარების რისკს არამედ გარდაცვალების რისკსაც ზრდის!

ექიმების ვარაუდით, ეს ყველაფერი სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის ბრალია. გარდა ამისა დეპრესიული ადმაიანები წამლების მირებაზე უარს ამბობენ და ნაკლებად აქტიურ ცხოვრების წესსაც მისდევენ, ბევრს ეწევიან და სვამენ – ეს კი გულის დაავადებების რისკს რამდენჯერმე ზრდის!