Connect with us

ჯანმრთელობა

8 სერიოზული დაავადება, რომელთა განსაზღვრაც ხელებით შეიძლება

ხელები არა მხოლოდ პასპორტს, არამედ ერთგვარ სამედიცინო ბარათსაც წარმოადგენენ. თითების სიგრძე, მტევნების ზომა და ხელის ჩამორთმევის სიძლიერე ზოგჯერ სხვადასხვა დაავადებების განვიტარების რისკზე მიგვანიშნებენ. შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობა ახლავე.

ართრიტი

გსურთ შეაფასოთ რამდენად ხართ ოსტეო ართრიტის განვითარების რისკის ქვეშ? გაზომეთ საჩვენებელი და შუა თითის ზომები და შეადარეთ: თუ შუა თითი საჩვენებელ თითზე გრძელია, ესეიგი თქვენთვის ართრიტის განვითარების რისკი ორჯერ მაღალია. როგორც წესი, გაცილებით გრძელი შუა თითი ესტროგენის დაბალ დონესთან არის კავშირში, სწორედ მასზეა დამოკიდებული მუხლის ართრიტი.

პარკინსონის დაავადება

ხელების კანკალი შეიძება სრულიად უწყინარი მიზეზითაც გაჩნდეს, მაგალითად – ზოგიერთი ანტიდეპრესანტების ან ასთმის სამკურნალო პრეპარატების მოხმარების შედეგად, ასევე კანკალს იწვევს კოფეინის ჭარბად მოხმარებაც. თუმცა თუ მხოლოდ 1 ხელის კანკალთან გაქვთ საქმე ან ორივე ხელი ძლიერად გიკანკალებთ შესაძლოა საქმე პარკინსონის დაავადების პირველ სიმპრომებთან გქონდეთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თირკმელების ტკივილი

იმის მიხვედრა, რომ თქვენს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ფრჩხილებზე დაიხედეთ. ინდოელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, თუ ფრჩხილის ბოლოებში მოყავისფრო ან მუქი ყავისფერი ლაქები გაგიჩნდათ, 36% შემთხვევებში საქმე თირკმლის რომელიმე დაავადებასთან გაქვთ. ფრჩხილზე ვერტიკალური, მუქი ზოლების გაჩენა კი შეიძლება მელანომაზე მიგანიშნებდეთ.

გულის დაავადებები

იმის გასაგებად თუ რამდენად მაღალია გულის დაავადებების განვითარების რისკი, მარტივი ტესტი ჩაატარეთ: ჩამოართვით ხელი მეგობარს და თხოვეთ ხელის ჩამორთმევის სიძლიერე შეაფასოს. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ, მეცნიერთა მტკიცებით, ხელი ჩამორთმევის სიძლიერე საიმედო მარკერია გულის ჯანმრთელობის გასარკვევად. ექიმები გვაფრთხილებენ: რაც უფრო სუსტია ხელის ჩამორთმევა, მით უფრო მაღალია დაავადების გაჩენის შანსი.

ჰიპერტონია

მაღალი წნევისკენ მიდრეკილება თითის ანაბეჭდის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ, ამისთვის პროფესიონალური დაქტილოსკოპიის გავლა არ დაგჭირდებათ. კვლევის შედეგად, რომელშიც 139 ადამიანი მონაწილეობდა, დამტკიცდა: ადამიანები რომლებსაც ხვეული ანაბეჭდები აქვთ, უფრო მიდრეკილნი არიან ჰიპერტონისსკენ, ვიდრე იმ ადამიანებს რომლებსაც თაღოვანი ანაბეჭდი აქვთ. საქმე იმაშია, რომ თითის ანაბეჭდები ორსულობის გარკვეულ სტადიაზე ვითარდება, სწორედ მაშინ როდესაც სისხლის წნევაზე გავლენის მქონე სხვადასხვა ფაქტორები ფორმირდება.

ანემია

არსებობს ანემიის რამდენიმე ფორმა, მაგრამ ყველა მათგანი სისხლში ჯანმრთელი უჯრედების ნაკლებობას არ ნიშნავს. ანემიის საერთო სიმპტომს გაფითრება წარმოადგენს, განსაკუთრებით ხელებისა და ფრჩხილების ძალიან ღია ფერი.

ღვიძლის დაავადებები

ხელის გულზე წითელი ლაქები ღვიძლის დაავადებებზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა, დაავადებაზე შეიძლება თბილი ხელებიც მიგვანიშნებდნენ – იგულისმება როდესაც ცივ ამინდშიც თბილი ხელები გაქვთ.