ჯანმრთელობა
6 იდეალური სავარჯიშო თეძოების გასაფართოვებლად და წელის შესავიწროვებლად
იდეალური ფიგურა – ესაა ქვიშის საათი: ვიწრო წელი და განიერი თეძოები. თუმცა, ბუნებამ ასეთი სხეული ცოტას თუ აჩუქა.
და მაინც, ნუ განაწყენდებით. სავარჯიშოების მარტივი კომპლექსის წყალობით, თქვენ შეძლებთ იდეალური ფიგურის მიღებას სულ რაღაც 6 თვეში.
შეასრულეთ ეს კომპლექსი კვირაში 3-5-ჯერ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, კონცენტრირდით შესრულების ტექნიკაზე.
1. ჩაჯდომები
დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე. შემდეგ დაუშვით თეძოები, სანამ ისინი იატაკის პარალელური არ გახდება. მუხლები ცერების გასწვრივ უნდა იყოს, თეძოები და მუცლის ქვედა ნაწილის კუნთები დაძაბული უნდა იყოს. შეასრულეთ სამი მისვლა 15-ჯერ.
2. იოგა
იოგას ასანები მოქმედებს თეძოებზე და აძლიერებს დუნდულებს. შეასრულეთ კომპლექსი თქვენი შეხედულებისამებრ, დილაობით, 15 წუთის განმავლობაში და შედეგს სწრაფადვე შენიშნავთ.
3. ადგილზე სირბილი მაღლა წამოწეული მუხლებით
ერთი ფეხის ცერით მიბიძგეთ სხეულს, მოხარეთ მეორე ფეხი მუხლში და წამოწიეთ წელის დონემდე. ამავდროულად, უნდა წამოწიოთ საწინააღმდეგო მხარის ხელი, მეორე კი დაუშვათ დაბლა. როგორც კი ფეხი დაეშვება ქვემოთ, ახლა ამ ფეხით მიბიძგეთ სხეულს და ცვალეთ ხელები. შეასრულეთ 4 მისვლა 25 გამეორებით.
4. ფეხის მოხრა
დადექით ოთხზე. წამოწიეთ ერთი ფეხი განზე და დაუშვით საწყის მდგომარეობაში. შეასრულეთ 4 მისვლა, 25-25-ჯერ ორივე ფეხზე.
5. ხიდი
დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ტერფები მჭიდროდ დადგით იატაკზე. შემდეგ ნელა წამოწიეთ თეძოები ზემოთ, დაძაბეთ დუნდულები. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წამით, შემდეგ დაუშვით, არ შეეხოთ იატაკს და გაიმეორეთ მოძრაობა. შეასრულეთ 4 მისვლა 20 გამეორებით.
6. ლანჯები
დადექით სწორად, შეგიძლიათ აიღოთ ჰანტელები. გადადგით ნაბიჯი წინ, მოხარეთ ორივე მუხლი. დაეშვით, სანამ წინა ფეხის თეძო იატაკის პარალელური არ გახდება. შეასრულეთ 4 მისვლა 10 გამეორებით თითო ფეხზე.