Connect with us

ჯანმრთელობა

5 ნატურალური საშუალება იღლიიდან ოფლის ჭარბად გამოყოფის შესამცირებლად

ჭარბი ოფლიანობა – განსაკუთრებით უსიამოვნო სიმპტომია, რომელმაც შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ, ეს ბუნებრივი პროცესია რომელიც ჩვენს ორგანიზმს გაგრილებაში ეხმარება. მაგალითად ისეთი ფაქტორები როგორიცაა: მაღალი სიცხე, ფიზიკური დატვირთვები და გარკვეული ემოციები – ოფლდენას იწვევნ.

ეს ყველაზე ხშირად იღლიებიდან ხდება, ამ ადგილებში მეტი საოფლე ჯირკვალია, ვიდრე სხვაგან, თუმცა ოფლდენა შეიძლება ხელებსა და ფეხებზეც იყოს შესამჩნევი.

როგორ გავაკონტროლოთ ოფლდენა ბუნებრივი გზებით

შეგიძლიათ შინაურული, ნატურალური საშუალებები გამოსცადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი პრეპარატებს არ წარმოადგენენ, უბრალოდ ზოგიერთი შემთხვევები ცხადყოფენ მათ სარგებლიანობას. რაც მთავარია ისინი ნატურალური ინგრედიენტებით მზადდებიან და შესაბამისად – გამოყენება უსაფრთხოა!!!

ვაშლის ძმარი და ლავანდის ზეთი

ეს კომბინაცია იღლიებში ოფლის გამოყოფის შემცირებასი დაგეხმარებათ. გარდა ამისა მას უსიამოვნო სუნის შემცირებაც შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ვასლის ძმარი (125 მილიგრამი)
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 6 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

ჩაასხით ძმარი ჭრჭელში და შეურიეთ წყალსა და ეთერზეთს. თუ თქვენი კანი მგრძნობიარეა მასში მეტი წყალი შეურიეთ. დაახურეთ თავი და 10-12 საათით გააჩერეთ.
ჩაყავით ხსნარში ბამბის ბურთულა და გაიწმინდეთ იღლიები.
გამოიყენეთ დღეში ორჯერ.

2. საკვები სოდა და ლიმონის ზეთი

საკვები სოდა ნატურალურ კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება. ამ შემთხვევაში მას ლიმონის ზეთთან კომბინაციაში გამოვიყენებთ. ეს პროდუქტი ოფლდენის შემცირებასა და სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა (30 გრამი)
  • 6 კოვზი ლიმონის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

საკვები სოდა ჭურწელში ჩაყარეთ და აურიეთ ზეთთან. ნარევი იღლიის ზედაპირზე შეიზილეთ მსუბუქი მასაჟით. 20 წუთით დაიტოვეთ და ნარჩენები სველი ნაჭრით მოიცილეთ. გამოიყენეთ ყოველდღე.

3. ზღვის მარილი და ლიმონის წვენი

მარილი თავისი ბუნებრივი ტექსტურის მეშვეობით ბუნებრივ სკრაბს წარმოადგენს და სესაბამისად მკვდარი უჯრედების მოცილებაში გვეხმარება. ლიმონი კი ნატურალურ მედიცინაში სხეულის სუნის გასაქრობად გამოიყენება მისი ციტრუსული არომატის გამო.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი (30 გრამი)
  • 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (45 მილიგრამი)

მომზადება და გამოყენება:

ზღვის მარილი ლიმონის წვენით დაასველეთ, ისე რომ გრანულირებული პასტა მიიღოთ. შემდეგ პრეპარატი იღლიის კანში შიეზილეთ და 2 ან 3 წუთი მასაჟი გაიკეთეთ. დაიტოვეთ კიდევ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ყოველდღე.
ამ სასუალების გამოყენების შემდეგ მზის სხივებთან პირდაპირ კონტაქტს ერიდეთ რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი რეაქციები.

სიმინდის სახამებელი და საკვები სოდა

ეს მშრალი დეოდორანტი უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. სცადეთ შემდეგი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი (30 გრამი)
  • 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა (9 გრამი)
  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი (30 გრამი)

მომზადება და გამოყენება:

  • ჩაასხით ყველა ინგრედიენტი ჯამში
  • შემდეგ ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
  • დაიტანეთ იღლიებში და გაიჩერეთ 30 წუთი
  • მოიშორეთ სველი ნაჭრით
  • საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დღეში ორჯერაც გამოიყენოთ.

5. სალბი და პომიდორი

ეს შეიძლება არც თუ ისე მიმზიდველ ვარიანტად მოგეჩვენოთ, მაგრამ, სალბს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, რომლებსაც იღლიების სუნის გაქრობა შეუძლიათ. ის ასევე ოფლიანობასაც ამცირებს!

ინგრედიენტები:

  • 6 ფოთოლი სალბი
  • 1 მწიფე პომიდორი

მომზადება და გამოყენება:

დაჭყლიტეთ სალბის ფოთლები, შემდეგ გაწურეთ ნაჭრით. წვენი ჩაასხით ბლენდერში მწიფე პომიდვრებთან ერთად. მირებული პასტა იღლიებში წაისვით და 20 წუთით დაიტოვეთ. იღლიები ცივი წყლით დაიბანეთ. ეს საშუალება კვირაში მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენეთ.