Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ ფეხის უსიამოვნო სუნი ნატურალური ფხვნილით

ზაფხული იდეალური დროა, რომ საზაფხულო ფრიალა კაბები ან ღია ფეხსაცმელი ჩაიცვათ. მაგრამ ბევრს, მათ შორის მეც, ამ პერიოდში ფეხის ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი განსაკუთრებით აწუხებს. დისკომფორტს ნებისმიერ ფეხსაცმელში ვგრძნობ იქნება ეს ბოტასები და სანდლები. Alltime.ge–ს რედაქცია ფეხის უსიამოვნო სუნის და ოფლიანობის გასაქრობად შინაურულ რეცეპტს გთავაზობთ.

თუ ფეხი სახლიდან გასვლისთანავე გიოფლიანდებათ და მაღაზიაში ნაყიდი დეოდორანტები ეფექტს არ იძლევა, შინაურული საშუალება სცადეთ. ამ შემთხვევაში ნატურალური ფხვნილი დაგეხმარებათ.

ფხვნილი უსიამოვნო სუნის გასაქრობად

ამ საშუალების მოსამზადებლად სოდა და სიმინდის სახამებელი დაგჭირდებათ 2:6 პროპორციით აურიეთ. ამის შემდეგ ნარევი პაკეტებში თანაბრად გადაანაწილეთ. ფხვნილი 2–3 საათით ეფექტურია, შემდეგ განახლება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მარაგი ჩანთით ატარეთ.

სიმინდის სახამებელი შეგიძლიათ კარტოფილით ჩაანაცვლოთ, ამით ეფექტი არ იცვლება. მთელი დღე 2–2 პაკეტი შინაურული ფხვნილი გეყოფათ. ასეთი საშუალება კანს აშრობს და კვალს არ ტოვებს.

როგორ წავისვათ

ფხვნილი მშრალ ტერფზე და თითებში შორის უხვად დაიყარეთ და შეიზილეთ. თითებს შორის ძალიან ბევრი სისველე და ბაქტერია გროვდება. ფეხსაცმლის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ.

ფხვნილი მხოლოდ მშრალ ფეხსაცმელში გამოიყენეთ. ღაბაში კარგად გააშრეთ, შემდეგ ფხვნილით დაამუშავეთ. ფეხსაცმელი ჯაგრისით გაწმინდეთ. ასე ზედაპირს სწრაფად გააშრობთ.

ნატურალურ ფხვნილს ანტიბაქტერიული და სისველის შთამნთქმელი ეფექტი აქვს. საღამოს ფეხი საპნით კარგად დაიბანეთ, შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. ასე ბზარებს და აქერცვლას თავიდან აიცილებთ.

ფეხის უსიამოვნო სუნი ერთ–ერთი მთავარი სილამაზის პრობლემაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. უსიამოვნო სუნის გაქრობას ფეხსაცმლის შეცვლითაც შეძლებთ. უფრო ხარისხიან ფეხსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ და ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი ნაკლებად შეგაწუხებთ.