Connect with us

ჯანმრთელობა

5 ვიტამინი რომლის უკმარისობასაც 40 წლის ასაკში ვაწყდებით

თუ ყოველ წელს სისხლის ანალიზს არ იტარებთ და ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობას არ იმოწმებთ, არსებობს ვარაუდი, რომ ამ მნშვნელოვანი ელემენტების უკმარისობა გაქვთ.

ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინები

1. რკინა

ამ ვიტამინის უკმარისობა 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებში ყველაზე ხშირად გვხვდება. ქალები რკინის დონეს ქალებში ორსულობის დროს აქტიურად აკონტროლებენ მაგრამ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ანემიის რისკები რატომღაც ყველას ავიწყდება. რკინის უკმარისობას მუდმივი დაღლილობის გამოწვევაც შეუძლია.

ანემიის ძირითადი მიზეზებია – მძიმე დაავადებების გადატანა, სისხლის დაკარგვა, არასწორი კვება. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ყავა და ჩაი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს რომლებიც რკინის ათისებას უშლის ხელს. ამიტომ თუნდაც რეგულარულად იღებდეთ კვერცხს, ძროხის ხორცს, ისპანახსა და ბროკოლს, თუ დრეში რამდენიმე ჭიქა ყავასა და ჩაის მიირთმევთ, ანემიის განვითარების რისკი მაინც მაღალია.

2. კალციუმი

მეცნიერები დღეში სამი სახის რძის პროდუქტის მოხმარებას გვირჩევენ. თითქოს იოლია დილით რძიანი ფაფის დალევა, ერთი ნაჭერი ყველის მირთმევა, შეადღეს იოგურტის და საღამოს კი კეფირის დალევა, თუმცა ამას თითქმის არავინ აკეთებს. როგანიზმში არსებული კალცის რაოდენობა კი ტანდათან მცირდება და კბილების, გულის, ძვლებისა და მთელი როგანიმზის დაზიანების რისკის ქვეშ გვაყენებს. აუცილებლად ჩართეთ ტქვენს რაციონში რძის პროდუქტები და მიირთვით კალცით მდიდარი მინერალური წყალი.

3. D ვიტამინი

აუცილებლად გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. ეცადეთ დილით, სანამ მზე არც ისე აქტიურია – მზის შუქზე 10-15 წუთი მაინც გაატაროთ. მიირთვით თევზი, არაჟანი, კარაქი. საჭიროების შემთხვევაში ექიმს თხოვეთ დანამატები გამოგიწეროთ.

4. მაგნიუმი

ამ ელემენტის მირება მწავნე ბოსტნეულისგან, მინერალური წყლისა და ნიგვზეულისგან შეგვიძლია. სამწუხაროდ ქალბატონების უმეტესობა საკმარის ბოსტნეულს არ მიირთმევს. ამასთანავე ის სალათი და ისპანახი რომელიც სათბურში იზრდება სასარგებლო ნივთიერებების საჭირო რაოდენობით არ გახლავთ გაჯერებული. ამ ვიტამინის უკმარისობას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ჩნდება შფოთვის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ღამით). მაგნიუმის მარაგების შესავსებლად მიირთვით მზესუმზირა, ისპანახი და სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ჩირები.

5. С ვიტამინი

ეს ვიტამინი 40 წელს გადაცილებულ ქალებში კარგ სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს, აუმჯობესებს სახის ფერს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსებისა და ინფექციების მიმართ. ამ ვიტამინის უკმარისობის აღმოსაფხვრელად ყოველდღიურად 2-3 ცალი ახალი ხილი მიირთვით და არ დაგავიწყდეთ მჟავე კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის და ისპანახის მირთმევა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.