Connect with us

ჯანმრთელობა

4 რეცეპტი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვალს ბოლომდე აღადგენს. მედიკამენტოზური მკურნალობა არ დაგჭირდებათ

კუჭქვეშა ჯირკვალი ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეული რაოდენობით პასუხს აგებს როგორც საჭმლის მონელებაზე, ისე ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებზე. სწორედ კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს პანკრეატულ წვენს, გლუკაგონს, რომელიც საჭმლის მონელებისთვისაა აუცილებელი, და ინსულინს.

ამასთან დაკავშირებით, კუჭქვეშა ჯირკვალი საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი ფუნქციის დარღვევებს სხვადასხვა პათოლოგია, მაგალითად, ფსორიაზი, პანკრეატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვ. ახლავს თან.

არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევებისგან გვათავისუფლებს. წარმოგიდგენთ 4 ყველაზე გამოცდილ და ეფექტურ რეცეპტს:

1. კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა კამის თესლი. გარეცხეთ 1 ჩ.კ. ნედლეული და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გაწურეთ ნაყენი და დღის განმავლობაში მიირთვით ყლუპებად.

2. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ხალხური საშუალება კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ არის შვრია, რომელიც უწყვეტად უნდა მიირთვათ, თანაც ნებისმიერი სახით.

შვრიის სამკურნალო თვისებები ძველი დროიდან არამხოლოდ ჩვენს მხარეში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა მრავალი მკურნალის მიერ. რეკომენდებულია კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ შვრიის ფაფის მომზადება წყალზე, კარაქისა და მარილის გარეშე. იგი დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ 1 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეტი საუზმე. რა თქმა უნდა, კერძი ძალიან სწრაფად იჭმება და დიდი ხნითაც ვერ გვანაყრებს, ამიტომ შესაძლებელია შვრიის ნაყენის გამოყენებაც. ნახევარ კგ შვრიას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით, გაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1/2 ჭიქა.

3. კიდევ ერთი შესანიშნავი ხალხური საშუალებაა ლიმონის, ოხრახუშისა და ნივრისგან მომზადებული წამალი.

გააცალეთ 1კგ ლიმონს კურკები(უმჯობესი იქნება, თუ უკურკო ლიმონს აიღებთ), გაარჩიეთ 300 გ ნიორი. ნიორი, ოხრახუში და ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ.

შეინახეთ წამალი მაცივარში შუშის ქილით. მკურნალობის პროცესში საშუალება დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. უფრო ძლიერი ეფექტისთვის, შეგიძლიათ წამალს მოცხარის, ველური მარწყვის ან ძახველის ნაყენი დააყოლოთ. მკურნალობის კურსი 3 თვეს მოიცავს.

4. კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ ეფექტურია კეფირიც. 1 ჭიქა წიწიბურა გარეცხეთ კარგად, დაასხით ნახევარი ლიტრი კეფირი და გააჩერეთ. 12 საათის შემდეგ დაყავით მიღებული მასა ორ ნაწილად და ერთი მიირთვით საუზმეზე, მეორე – ვახშამზე. საუკეთესო ეფექტს მიიღებთ, თუ 2-3 დღის განმავლობაში სხვა საკვებს არ მიიღებთ(სადილზე დასაშვებია ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული). ასეთი მკურნალობა 10-დღიანია, რის შემდეგად ამდენივე დღით უნდა შეისვენოთ და გაიმეოროთ კიდევ ერთხელ. ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული საშუალება გამოსცადეს, აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღეში ტკივილები ქრება, შეიგრძნობა სიმსუბუქე სხეულში, ნაწლავების შებერილობა კი ცხრება.

თქვენ გიმკურნალიათ კუჭქვეშა ჯირკვალზე? რა მეთოდით? გაგვიზიარეთ გამოცდილება.