Connect with us

ჯანმრთელობა

კომშის ჩაი კუჭსა და ღვიძლს უჯრედულ დონეზე წმენდს! აი, როგორ უნდა მოამზადოთ

კომშის ყველა ნაწილი თერაპიული მიზნით წარმატებით გამოიყენება: ფოთლები, ხილი, ნერგი, ნაყოფის შუაგული და ახალი აღმონაცენის ქერქიც კი.

თავად ნაყოფი წყლის (70-72%), შაქრის (6-13%), ვიტამინებისა (A, B, PP) და მინერალების (კალციუმი, რკინა, ფოსფორი, კალიუმი) მაღალი შემცველობის წყალობით დესერტების მოსამზადებლად ხშირად გამოიყენება.

კომში ჩაის ან სამკურნალო ხსნარის სახით საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი გზების, დამწვრობის ან ეგზემის პრობლემის დროს დაგეხმარებათ.

მისი ფოთლებიც კი მიკროელემენტების საწყობს წარმოადგენს. ის შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს ქინის მჟავას (დაახლოებით 72%), ლიმონის მჟავას (დაახლოებით 13%), მჟაუნმჟავას, ვაშლის მჟავას და ფუმარის მჟავას.

კომშის ბევრი ფიტოქიმიური ნაერთი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ცნობილია. პირველ რიგში, საუბარია კვერცეტინსა და რუტინზე.

აი, კომშის ჩაის რამდენიმე სამკურნალო თვისება:

კომში ღვიძლის და პანკრეასის დაავადებას კურნავს და ეს მისი მთავარი უპირატესობაა.

ცოტა ხნის წინ იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომში ანტივირუსულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჰეპატიტთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ღვიძლის და პანკრეასის სამკურნალოდ ყველაზე უკეთ კომშის წვენი და თავად ხილი ნედლი სახით გამოგადგებათ. ვაშლის წვენში გახსნილი კომშის წვენი პანკრეასისთვის ძალიან სასარგებლოა!

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ფოთლებიც ფასდაუდებელ სამკურნალო თვისებებს ფლობენ!

კომშის ფოთლების ჩაი შეძლებისდაგვარად დალიეთ! ეს სასმელი გამოადგებათ ჰიპერტონიკებს და მათ, ვინც არტერიული წნევის დარეგულირებას ვერ ახერხებს.

წნევის გარდა, ჩაი სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებს.

კომშის ფოთლების ჩაი გულის უკმარისობის და ღვიძლის დაავადების დროს გამოიყენება. გულ-სისხლძარღვთა პრობლემის დროს როგორც ჩაი, ასევე ხილი სასარგებლოა.

მრავალრიცხოვანი ვიტამინების წყალობით კომშის ფოთლები ნევროზის, დეპრესიის, დაღლილობის და უძილობის დროს გამოიყენება.

ფოთლებს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. კომშის ფოთლებსა და ხილში შემავალი ნივთიერებას ანტიდეპრესანტული მოქმედება აქვს.

გარდა ამისა, კომშის ფოთლების ჩაი და ნედლი კომში შარდმდენი ეფექტის წყალობით წონაში დაკლებას ხელს შეუწყობს.

ამრიგად, ის ორგანიზმიდან ტოქსინებსს და ზედმეტ კილოგრამებს გამოდევნის. ნაყოფის და ფოთლების შესაგროვებლად საუკეთესო დრო შემოდგომაა!

მასში შემავალი ქინის, ვაშლის, ლიმონის და მჟაუნმჟავას შემცველობის გამო კომში ბიოქიმიის სპეციალისტებმა შეისწავლეს. ფოთლები სხვა ფიტოქიმიურ ნაერთებს შეიცავენ, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ.

შაქრიანი დიაბეტი კიდევ ერთი დაავადება, რომელიც შეგიძლიათ კომშის ჩაის დახმარებით გააკონტროლოთ.

ბოლოს და ბოლოს, კომშის ფოთლების ჩაი სურდოს, გრიპის და კუჭ-ნაწლავის ინფექციის დროს შესანიშნავი საშუალებაა.

გარდა ამისა, ხველას, განსაკუთრებით ბავშვებში, შესანიშნავად უმკლავდება.

კომში კუჭ-ნაწლავის ინფექციის ან დიარეს დროს საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის 5 გრ კომშის ფოთლებისა და 200 მლ მდუღარე წყლისგან ნაყენი მოამზადეთ.

ნაყენი გააგრილეთ და ანადუღარი, გაგრილებული წყლით სავსე ბოთლში გადაასხით. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

კომშის ფოთლების ჩაი ქერტლის დროს შესანიშნავი საშუალებაა და თმის გასაძლიერებლად და გამოსაკვებად გამოიყენება.

თქვენ გიყვართ კომში? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.