Connect with us

კულინარია

3 სიტყვა, რომელიც მაღაზიაში ნამდვილი ზეთის შერჩევაში გვეხმარება

ზეთის შერჩევა კერძების მოსამზადებლად და საკაზმად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბოსტნეულის ან ხორცის არჩევა. მის ხარისხზე არა მხოლოდ გემო და სუნი, არამედ მზა კერძის სარგებელია დამოკიდებული. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ ზეითუნის ზეთის შესახებ, რომელიც ახლა მაღაზიებში ფართოდ გვხდება. ნამდვილად ხელმისაწვდომია სასარგებლო ზეითუნის ზეთი? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენამდე?

ზეთის არჩევა

ზეითუნის და მზესუმზირას ზეთი

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზეითუნის ზეთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მზესუმზირას ზეთი. და მაინც, მზესუმზირას ზეთზე უარის თქმა არ ღირს, რადგან პროდუქტების შესაწვავად კარგი ალტერნატივაა და უკვე ჩვენს კულტურაში კარგად დამკვიდრდა.

რატომ არ არის მიღებული პროდუქტების შეწვა ზეითუნის ზეთზე? რატომ არის ეს სწორი მიდგომა? ამ ზეთს სალათებს, ზღვის პროდუქტებს და მაკარონსაც ვუმატებთ, მაგრამ ტაფაზე არასდროს ვიყენებთ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

  1. რა თქმა უნდა, ფასი. თუ ზეითუნის ზეთი ნამდვილად ხარისხიანია, ფასიც მაღალია. იდეა, რომ ასეთი ღირებული პროდუქტი კვერცხის ან კატლეტის შესაწვავად დავხარჯოთ, როგორც მინიმუმ, უცნაურია. აქ, ძველი, კეთილი მზესუმზირას ზეთი დაგეხმარებათ.
  2. ახალ პროდუქტს ყველა მიჩვეული არაა. ყველას არ სურს, რომ რაღაც არასტანდარტული (იმავე ფასის გამო) გასინჯოს. გაითვალისწინეთ, რომ ზეითუნის ზეთის გემო მზესუმზირას ზეთის გემოსგან განსხვავდება. თავის მხრივ, ეს ყველას არ მოსწონს.
  3. 2 სახის ზეითუნის ზეთი გვხდება. ის, რასაც ევროპელები ყველაფერში (მათ შორის შესაწვავად) იყენებენ, ჩვენთან ელიტარულად იყიდება. ფასიც ამას ადასტურებს. მეორე, უფრო იაფი სახეობა, მოსახმარად არასასურველია. დიახ, საკმაოდ წამგებიანია.

ზეითუნის ზეთის სახეები

ზეითუნის ზეთის 2 სახე არსებობს: Extra Virgin Oil და Pomace Olive Oil. მათ შორის დიდი სხვაობაა. Extra Virgin Oil ნატურალური ზეთისხილისგან და ყოველგვარი ქიმიკატების გამოყენების გარეშე მიიღება. ზეთისხილს აგროვებენ, რეცხავენ და პრესით წურავენ.

მჟავიანობა საინტერესო მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია, მით უკეთესი, მაგრამ 0,8 ნიშნულს არ უნდა აჭარბებდეს. იდეალურ შემთხვევაში ზეთს 0-0,5 მჟავიანობა უნდა ჰქონდეს (ბუნებრივია, ევროპულ მაღაზიებში). ჩვენთან ხშირად გვხდება ბოთლები 0,8 მჟავიანობით, რაც ძალიან კარგი არაა.

ეს მაჩვენებელი ყოველთვის შეამოწმეთ, სანამ შეძენას გადაწყვეტთ. თუ ეტიკეტზე მითითებული არაა, ეს საეჭვოა.

Pomace Olive Oil (ასევე გვხდება Olive Oil) Extra Olive Oil–ის ნარჩენებისგან მიიღება. ამ შემთხვევაში იყენებენ გამხსნელებს, თერმულ დამუშავებას და ფილტრაციას. მასში ნაკლები სასარგებლო ნივთიერება შედის და პირველი დაწურვის გემო ქრება. ზეთს შესაფერისი გემო და სუნი რომ მიანიჭონ, მეორე დაწურვის ზეთს 15% Extra Virgin Oil–ს უმატებენ.

ზეთის არჩევა

თუ ვსაუბრობთ, ღირს თუ არა Pomace Olive Oil–ის შეძენა, სავარაუდოდ, არა. ზეთს გემო და სარგებელი არ აქვს, თან მაღალი ფასი აქვს. ქიმიური დანამატების მქონე პროდუქტის გამოყენება არავის სურს. სჯობს ძვირიანი Extra Virgin Oil შეიძინოთ, რომლის სარგებელი უდავოა, ხოლო გემო ბოსტნეულის სალათს შესანიშნავად შეავსებს.

შესაწვავად ძველი, კეთილი მზესუმზირას ზეთი გამოიყენეთ. მას მშობლიური გემო და მისაღები ფასი აქვს.

რედაქციის რჩევა

ზეითუნის ზეთი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. სასურველია, დროდადრო კერძებს დაუმატოთ. 1 ს/კ ზეთის მოსხმა სალათზე ან მაკარონზე საკმარისია. ზეთის ხარჯი დიდი არაა, ამიტომ 1–2 წლისთვის წინასწარ შეიძინეთ.