Connect with us

თავის მოვლა

8 სუპერ რეცეპტი – თმის აღსადგენად!

შამპუნები და ბალზამები, ხშირ შემთხევაში აგრესიულ დანამატებს შეიცავენ რომლებიც ჩენი თმას მიმართ კეთილგანწყობილნი ნამდვილად არ არიან. ამ სტატიაში ნატურალური პროდუქტების რეცეფტებს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენს თმას სასიცოცხლო ძალით აავსებენ!

ზეითუნის ზეთი კვერცხით

ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა. დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, აურიეთ და დაიდეთ თმაზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
ესეთი რეცეფტი რეკომენდაციებში სხვებზე ხშირად გვხვდება. გასაგებიც არის, ზეითუნის ზეთში ბევრი ვიტამინები და ამინომჟავებია, კვერცხის ცილა კი პროტეინებია, რომლებიც მოდუნებულ და დაზიანებულ თმებს აღადგენს. ამ ნიღბით მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, გარდა ამისა ძვირიც არ არის! მისი გამოყენების შემდეგ თმის მოცულობა იზრდება და უფრო გლუვი და მბზინვარე ხდება.

ბანანი და ავოკადო

აურიეთ დაჭრილი ბანანი, დაუმატეთ ავოკადო და სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნარევი დაიდეთ სველ თმაზე და დაიტოვეთ 20 წუთი, თუმცა ნიღაბს ზოგჯერ 40 წუთით ან 1 საათითაც იტოვებენ თმაზე. როდესაც დრო ამოიწურება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე.
ასეთი პროცედურის შემდეგ გლუვი და რბილი თმა გვექნება.

თაფლი

შეგიძლიათ თმაზე მხოლოდ თაფლი დაიდოთ ან შეურიოთ ზეითუნის ზეთს. ის კარგად ატენიანებს თმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. თაფლის თმაზე დადება ძალიან სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ წებოვანია. ის ხელში დნება და წამიერად ერევა თმას. მოკლედ, თუ თმის გამაგრება და დატენიანება გინდათ – თაფლი გამოიყენეთ.

ვაშლის ძმარი

ამ პროცედურის შემდეგ ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ. თმა გლუვი და სწორი ხდება და გაჭაღარავებული ძირებიც კი იმალება. ამიტომ თუ ექსპრეს მეთოდი გაინტერესებთ, აჯობებს – ვაშლის ძმარი სცადოთ.

ამისთვის აურიეთ მესამედი ჭიქა ვაშლის ძმარი – 1 ჭიქა წყალთან და შამპუნით დაბანის შემდეგ ეს ხსნარი თავზე გადაივლეთ. გაიჩერეთ 3 წუთი შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აჭრილი რძე

აჭრილი რძე – იმ კეფირისგან განსხვავებით რომლებსაც მაღაზიაში ვხედავთ, არანაირ დანამატშ არ შეიცავს. საკმარისია ძროხის ნატურალური რძე ვიპოვოთ, დავდგათ ის ბნელ კუთხეში. რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილი, ჯანმრთელი აჭრილი რძე გექნებათ, რომელიც შეგიძლიათ დაბანის შემდეგ თმაზე დაიდოთ.

დაიტოვეტ ის 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით – შამპუნის გარეშე. სწორედ აჭრილი რძით იბანენ თმას ტაჯიკები, უზბეკები და როგორც ჩანს ამას ტყუილად არ აკეთებენ.

ლუდი

თურმე ლუდი თმას არბილებს, ატენიანებს, კვებავს, ამაგრებს და მბზინვარებას ჰმატებს მას. მაგრამ, ეს რეცეპტი მათთვის არ არის ვინც ლუდის სუნს ვერ იტანს.
დაიბანეთ თავი და გადაივლეთ თმაზე ახალი, ჩამოსასხმელი ლუდი. დაიმასაჟეთ თავის კანი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ქოქოსის რძე

ქოქოსის რძეს ბევრ კრემში, ნიღაბსა და შამპუნში შეხვდებით. თუმცა თქვენ ის არომატიზატორების გარეშე გჭირდებათ! ამიტომ აჯობებს თუ ჩვეულებრივ, ქოქოსის არარაფინირებულ კარაქს გამოიყენებთ.
გააცხელეთ ის გადნობამდე და შეიზილიეთ თმაში, დაიტოვეთ 30-40 წუთი, თმაზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ.  როდესაც დრო გავა – ჩამოიბანეთ შამპუნით. თუ თმისთვის მოცულობის მინიჭება გესაჭიროებათ, ქოქოსის კარაქი თქვენი ვარიანტია.

კიტრი, კვერცხი და ზეითუნის ზეთი

ათქვიფეთ 1 უმი კვერცხი, დაუმატეთ კიტრის რბილობი და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი.
ყველაფერი ათქვიფეთ და დაიდეთ თმაზე. ჩამოიბანეთ 10 წუთში.
რეცეპტის ავტორი, ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ – აბრეშუმისებრ თმას გპირდებათ!