Connect with us

თავის მოვლა

მარტივი შინაურული საშუალება, რომელიც ხვეულ თმას დიდი ხნით გაასწორებს

ბევრ ქალს გრძელი, სწორი და ჯანმრთელი თმის ქონა სურს, თუმცა ყველას არ გაუმართლა. სწორედ ამიტომ, სპეციალურ მეთოდებს ვიყენებთ, მაგალითად, თმას მუდმივად უთოთი ვისწორებთ. ასე სასურველ შედეგს ვიღებთ, მაგრამ თმა ძლიერ ზიანდება. ის მშრალი, მტვრევადი და ხუჭუჭა ხდება. საკუთარ თმაზე ასეთი მოპყრობა არ შეიძლება.

სწორედ ამ დროს შინაურული საშუალებები გიშველით. მათი დახმარებით დიდებულ და სწორ თმას სახლიდან გაუსვლელად, თან 1 საათში მიიღებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ ერთ–ერთი მეთოდის შესახებ, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად გამოიყენებთ. ის იაფი და ეფექტურია, ამასთან თმისთვის სასარგებლოა.

შინაურული თმის დასასწორებელი საშუალება

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 ს/კ სიმინდის ფქვილი
  • 1 ჭიქა ქოქოსის რძე

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი პატარა ქვაბში აურიეთ. ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე და კრემის მსგავსი კონსისტენციის მიღებამდე გააცხელეთ.
  2. ნარევი თმაზე წაისვით და საშხაპე ქუდი დაიხურეთ.
  3. ზემოდან ცხელი პირსახოცი შემოიხვიეთ.
  4. 1 საათში თმა შამპუნით და კონდიციონერით ჩამოიბანეთ.

ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ და ხვეულ თმას არა მხოლოდ გაასწორებთ, არამედ სათანადო მოვლით უზრუნველყოფთ. სცადეთ და შედეგს მალე დაინახავთ.

ვფიქრობთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც სწორ თმას უპირატესობას ანიჭებს. მისი დახმარებით სწორ თმას მარტივად მიიღებთ. იმის მიუხედავად, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ თმის დასასწორებლად, თმა ყოველთვის სათანადოდ უნდა დაიცვათ და მოუაროთ.