Connect with us

ჯანმრთელობა

3 ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება

არ არსებობს სწორი პასუხი, თუ რამდენი ვიტამინი და მინერალი უნდა მიიღოთ. ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და დაავადების ისტორიაზე. შესაძლოა, ზოგს კალციუმი არ ყოფნის, სხვა კი C ვიტამინი. ყველაზე ხშირად 3 ვიტამინის დეფიციტია გავრცელებული.

იმუნოლოგი, ჰიზერ მოდეი ამ ვიტამინებზე გიამბობთ. მისი წყალობით გაიგებთ, თუ პირველ რიგში რომელ მკვებავ ნივთიერებებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება:

1. B ვიტამინი

B ჯგუფის ყველა ვიტამინი (B12 ვიტამინის გარდა) შეგიძლიათ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტებიდან მიიღოთ. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ ადამიანს ამ ნივთიერების დეფიციტი აწუხებს. რატომ?

ის მთელი ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობისთვის გამოიყენება – დეტოქსიკაციისთვის, ენერგეტიკული, ნერვული და იმუნური სისტემისთვის. ჩვენი სხეული ამ ჯგუფის ვიტამინებს ბევრი ფუნქციის შესასრულებლად იყენებს. სწორედ ამიტომ, B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი კვების პროდუქტების მიღება საკმარისი არაა.

B ვიტამინის დეფიციტი ნაწლავების პრობლემებს იწვევს. B12 ვიტამინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული ნიშანი წვრილ ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობის ზრდა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომია.

2. თუთია

თვლით, რომ თუთია ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მინერალი არაა? ასე ნამდვილად არაა. თუთია იმუნურ სისტემას მავნე ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. თუთია ორგანიზმში აუცილებელი ცილების შექმნაში მონაწილეობს.

როგორი ავიცილოთ დეფიციტი? ბევრი ზღვის პროდუქტი შეჭამეთ. ხამანწკები, მიდიები და ხორბლის აღმონაცენები თუთიით ძალიან მდიდარია.

3. მაგნიუმი

ეს ვიტამინი ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი წყალობით ორგანიზმი 300 ბიოქიმიურ რეაქციას ასრულებს. სამწუხაროდ, კვების პროდუქტებში დიდი რაოდენობით არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, იმუნოლოგი დანამატის მიღებას გირჩევთ.

მაგნიუმის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ჰიზე მოდეი მაგნიუმის გლიცინატს იღებს. ის შფოთვას ამცირებს და ძილს აუმჯობესებს, ამასთან საფაღარათო ეფექტი არ აქვს.