Connect with us

საკითხავი

3 საუკეთესო მეთოდი, როგორ გაწმინდოთ უთო სწრაფად

უთოს ძირზე ნამწვის გაჩენა სამწუხარო სურათია, რომელიც ბევრ დიასახლისს ნანახი აქვს. სამწუხაროდ, ამ პრობლემისგან დაზღვეული არავინაა. ან უხარისხო უთო შეიძინეთ ან ქსოვილისთვის შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმი უყურადღებობის გამო ვერ დაიცავით. ასე უთოს ძირზე ნამწვი ჩნდება. აქ ორი გზაა: ახალი მოწყობილობა შეიძინოთ ან ძველი გადაარჩინოთ. Alltime.ge–ს რედაქცია მეორე ვარიანტზე უფრო დეტალურად გიამბობთ. გაიგებთ, როგორ გაწმინდოთ უთო ნამწვისგან სწრაფად ისე, რომ მოწყობილობა არ დაზიანდეს.

ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჭუჭყიანი ძირის უნდა გეშინოდეთ. მის გამო ბევრი ნივთი შეიძლება გაფუჭდეს. ქსოვილი უთოს მიეკვრება. საყვარელ ნივთთან დამშვიდობება რომ არ მოგიწიოთ, უთოს ძირის წმენდის მეთოდებს გაეცანით.

როგორ გავწმინდოთ უთო ნამწვისგან: ეფექტური მეთოდები

ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები

ალბათ, ყველაზე სწრაფი მეთოდია. უთო მაქსიმალურ ტემპერატურამდე გააცხელეთ. შემდეგ გამორთეთ. შეამოწმეთ, ორთქლის ფუნქცია გამორთულია თუ არა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის გამოტოვება არ შეიძლება, რადგან დამწვრობის რისკი არსებობს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბი უთოს ძირს წაუსვით, მსუბუქად დააწექით. ნამწვის ნარჩენები ქაღალდით მოაშორეთ. მთავარია, რომ აქაც ფრთხილად იმოქმედოთ, რადგან უთო საკმარისად ცხელი იქნება.

ძმარი 9%

უთოს გაწმენდას სუფრის ძმრითაც შეძლებთ. 1:1 თანაფარდობით ძმარი და ნიშადურის სპირტი აურიეთ. ბამბის ტამპონი ამ ნარევში დაასველეთ და უთოს ცივი ძირის ჭუჭყიანი ადგილები დაამუშავეთ. ნამწვის კვალიც არ დარჩება!

სოდა

მეთოდი ჩვეულებრივი სოდას გამოყენებას გულისხმობს. ასეთი სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს. რამდენიმე კოვზი ნივთიერება სუფთა ადუღებულ წყალში გახსენით. მიღებული ნარევით რბილი ჩვარი დაასველეთ და უთოს ცივი ძირი გაწმინდეთ. ახლა სველი ღრუბლით ზოლები მოაშორეთ.

უმჯობესია, რომ უთო ნამწვისგან დაიცვათ, ვიდრე იმკითხაოთ, რომელი მეთოდით მოაშოროთ. სწორედ ამიტომ, თითოეული ქსოვილისთვის ტემპერატურის რეჟიმი დაიცავით. მოწყობილობა ყოველი გამოყენების შემდეგ სველი რბილი ჩვრით გაწმინდეთ. ასე ნამწვზე დარდი აღარ მოგიწევთ!

Advertisement