Connect with us

ჰოროსკოპი

23 სექტემბერს შემოდგომის დღეღამტოლობა. ცრურწმენები, რიტუალები და რჩევები ასტროლოგებისგან

ჩვენი პლანეტა მზესთან მიმართებაში, წელიწადში მხოლოდ ორჯერ დგება ვერტიკალურად. ამის შედეგად დღის ხანგრძლივობა ღამისას უტოლდება. ამ დღეებს გაზაფხულისა და შემოდგომის წონასწორობის დღეებს უწოდებენ და ეს დღეები განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩევა. წელს შემოდგომის დღეღამტოლობა 22 სექტემბერს იქნება. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ დღეს უნდა დაუთმოთ მნიშვნელოვანი ყურადღება.

ცრურწმენები ამინდის შესახებ

არსებობს ცრურწმენა რომლის მიხედვითაც, ამ დღეს მთელი შემოდგომისა და ზამთრის ამინდის დადგენა შეიძლება. ამბობენ, რომ მთელი შემოდგომის მანძილზე ზუსტად ისეთი ამინდები იქნება როგორც ამ დღეს. დღეს თუ არყისა და ცირცველის ხეებიდან ფოთოლცვენა დაიწყო ეს ნიშნავს, რომ ზამთარში ყინვები იქნება. თუ ამ დღეს ჩიტები გადაფრენას დაიწყებენ ე.ი. წინ ცივი ზამთარი გველის.

ამულეტი

ეს დღე შესანიშნავია ამულეტის დასამზადებლად – იგულისხმება ცირცველის ფოთლები. ის უხსოვარი დროიდან გამოიყენება, მისი ტოტებითა და ფოთლებით სახლს რთავდნენ და ფანჯრებსა და კარებზე კიდებდნენ. ის უძლიერეს დამცავად ითვლებოდა და ფიქრობდნენ რომ ეს ამულეტი, შავი ძალებისგან, უძილობისგან და კოშმარებისგან იცავდა ადამიანებს. ამ ამულეტის გამოყენება თანამედროვე დროშიც შეგიძლიათ, შეაგროვეთ ცირცველის ფოთლები და ფანჯრებზე დაკიდეთ ან რაფაზე დადეთ, ამის გასაკეთებლად საუკეთესო დრო სწორედ შემოდგომაა.

რიატუალები დღეღამსწორობის დღეებისთვის

ეს დღეები შესანიშნავია ძველი საქმეების დასასრულებლად და ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასასვლელად. იმისთვის, რომ ახალი ეტაპი წარმატებული იყოს და მხოლოდ დადებითი ემოციები მოგიტანოთ საჭიროა სათანადოდ შეივსოთ პოზიტიური ენერგიით. ამაში რამდენიმე, ძალიან მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ.

პირველი რიტუალი დილით, გაღვიძებისთანავე უნდა შეასრულოთ, სასურველია გამთენიისას ადგეთ. თუ გაგიმართლებთ და მზიანი ამინდი იქნება გადით ქუჩაში ან აივანზე ან უბრალოდ ფანჯარა გახსენით. სახე მზეს მიუშვირეთ, წარმოიდგინეთ, რომ მზის სხივები გათბობენ და გწმენდენ ყოველგვარი ნეგატივისგან და მზის ენერგიით გავსებენ, გათბობენ და გეხმარებიან. თუ ცუდი ამინდი იქნება მაშინ შხაპი მიიღეთ და ნეგატივი მთლიანად “ჩამოირეცხეთ”.

კარგი იქნება თუ ამ დღეს სასეირნოდ წახვალთ და კიდევ ერთ რიტუალს ჩაატარებთ. მოაგროვეთ ყვითელი ფოთლები, შემდეგ კი სათითაოდ წყალში ჩააგდეთ ან ქარს გაატანეთ, თან წარმოიდგინეთ, თუ როგორ მიფრინავს მათთან ერად თქვენი ყველა პრობლემა და უიღბლობა. მეტი დარწმუნებულობისთვის შეგიძლიათ თქვათ: დაე ქარმა (წყალმა) წაიღოს ჩემი ყველა შიში (ან სხვა უსიამოვნებები) სამუდამოდ. გამოემშვიდობეთ მათ და გაუშვით.

შემდეგი რიტუალი ცეცხლს უკავშირდება. აიღეთ 1 ან 5 ცალი სანთელი, მთელს სახლში ჩააქრეთ შუქი, შემდეგ აანთეთ სანთლები, ეს საცხოვრებელში ახალი ცეცხლის შემოსვლის სიმბოლო იქნება, რომელიც თან წარმატებასა და იღბალს მოიტანს. ამის შემდეგ შეგიძლიათ შუქი აანთოთ სანთელი კი დატოვოთ რათა ბოლომდე ჩაიწვას.

დღის მასპინძლობა

ამ დღეს ღვეზელების გამოცხობაა მიღებული. იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ იყოს მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა – გამოაცხვეთ ღვეზელი. კომბოსტოს ღვეზელები ფულად შემოსავალს მოიზიდავს, ხორციანი – კარიერასა და საქმეებში წარმატებას, კენკრით – ოჯახურ კეთილდღეობას.

იმდენი ღვეზელი გამოაცხვეთ, რომ სხვებსაც გაუმასპინძლდეთ, განსაკუთღებით კი მათ ვის მიმართაც მადლიერების გამოხატვა გსურთ. როდესაც ვინმეს ღვეზელით გაუმასპინძლდებით, მადლიერების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ!

ასტროლოგების რჩევები

ასტროლოგები თვლიან, რომ შემოდგომის დღეღამტოლობა და მისი მომდევნო რამდენიმე დღე საუკეთესოა ძველი საქმეების დასასრულებლად და წლის მოვლენების შესაჯამებლად. ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება კი 27 სექტემბრამდე არ ღირს. 23 სექტემბერს ნუ გადაიტვირთებით და ეცადეთ დღე შედარებით მსუბუქად განვლოთ.

ამ დღეს ეცადეთ თქვენი ქმედებები გააანალიზოთ, გაერკვიეთ უიღბლობებისა და წარუმატებლობების მიზეზებში, გაიხარეთ იმ მიღწევების გამო რომლებიც გაქვთ. ასტროლოგების აზრით, სიხარული და მადლიერება – ამ დღის უმნიშვნელოვანესი ემოციებია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.