Connect with us

ჰოროსკოპი

შეტყობინება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის შემოდგომის ბუნიობის დღეს

„2021 წლის შემოდგომის ბუნიობის დღე თავისი ენერგეტიკით ძალიან ძლიერი იქნება“ – ამბობენ ამ საკითხის ექსპერტები. ამ თარიღის თავისებურება ისაა, რომ რიცხვი და დრო შვიდი ორიანისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ წელს შემოდგომის ბუნიობის დღე სექტემბერში სავსე მთავრის დროს ემთხვევა, რაც ამ ჯადოსნური დღის ენერგეტიკულ იმპულსებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ეს განსაკუთრებული დროა, როცა ჩაფიქრებული სურვილები ასრულდება, ხოლო დასახული მიზნები ჯადოსნური ჯოხის გაქნევასავით ასრულდება. ეს რომ მოხდეს, რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა შემოდგომის ბუნიობის დღეს. ასევე თითოეული ნიშნისთვის შეტყობინება მოვამზადეთ.

2021 წლის შემოდგომის ბუნიობის დღე

ბუნიობის დღე უძველესი წმინდა დღესასწაულია, რომელიც მოსავლის, მზის ჩასვლის, შემოდგომის დადგომის და შეჯამების სიმბოლოს წარმოადგენს. ბუნიობა ბალანსის და ენერგიის გაწონასწორების მნიშვნელოვანი დროა, რომელიც ახალი რეალობის შესაქმნელად საუკეთესო შესაძლებლობებს გაძლევთ.

ბუნიობისთვის მომზადება წინა დღით ან 2 დღით ადრე დაიწყეთ. „როგორ გავაკეთოთ? დაიწყეთ სივრცის განტვირთვით, რომელიც გარს გახვევიათ. ეს ეხება ყველაფერს: სახლი, სამუშაო ადგილი, ავტომობილი, მობილური ტელეფონი, ფიქრები და გარემო.“

„სახლიდან, გაჯეტიდან და თავიდან უსარგებლო ხარახურა გადაყარეთ. ნეგატიური ფიქრები და ტოქსიკური გარემოცვა ჩვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს. გეშტალტები დახურეთ! დაუმთავრებელი საქმეები, გეგმები, ურთიერთობები დაასრულეთ, უთქმელი სიტყვა თქვით. ვალები დაფარეთ. დაიტოვეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც წყლის განმავლობაში გჭირდებათ!“ – გირჩევენ ფსიქოლოგები.

ჩამოწერეთ სია, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან უშვებთ (მავნე ჩვევები, ხალხთან, სიტუაციასთან არაჰარმონიული ურთიერთობები), შემდეგ დაწვით. საკუთარ წყენაზე იმუშავეთ. პატიების და შეგუების პრაქტიკები სასარგებლოა. ამით ნეგატიური ენერგიისგან გაიწმინდებით.

შემოდგომის ბუნიობის დღის დაწყებამდე რეალური და მიღწევადი ამოცანები დაისახეთ. მარტივ და ხელმისაწვდომ ნაბიჯებად დაყავით.

„თავად ამ დღეს სურვილები ჩაიფიქრეთ, რომლებიც აუცილებლად ახდება. ენერგიის გასააქტიურებლად მრგვალი ფორმის ღვეზელები გამოაცხვეთ, იდეალურია, ვაშლის ღვეზელი“ – გირჩევენ ექსპერტები. ამ დღეს კამათს და ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ. ემოციებს არ აჰყვეთ, ნეგატიური ფიქრები მოიშორეთ.

ბუნიობის დღის პროგნოზი

ვერძი

ცეცხლოვანი ნიშანი ენერგიის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობს. ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ, რაც გჭირდებათ. სჯობს თქვენი მოქმედება და ფიქრები კარიერის და მატერიალური კეთილდღეობის სფეროსკენ მიმართოთ.

კურო

ცვლილებების არ შეგეშინდეთ, რადგან ეს მხოლოდ საუკეთესო შედეგებს გპირდებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე „გზაზე დაჯექით“ და ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ. ემოციებს არ აჰყვეთ, საღი გონება და ლოგიკა – აი, რა გჭირდებათ ახლა.

ტყუპები

ყველაფერი შეიძლება გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, მაგრამ ამის გამო არ იდარდოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და სიამოვნება მიიღეთ ყველაფრისგან, რაც გაქვთ. წყალივით მოქნილი იყავით!

კირჩხიბი

ისეთი გარემოება შეიძლება შეიქმნას, რომლისაც გეშინოდათ და რომელსაც გვერდს უვლიდით. ამის წყალობით მიხვდებით, რომ შიშში თქვენი ზრდისა და განვითარებისთვის დიდი რესურსი იმალება.

ლომი

ამ დიდებულ ზოდიაქოს ნიშანს მალე საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადალახვა მოუწევს. ეს შემდგომ განვითარებაზე ძალიან ხელსაყრელ გავლენას მოახდენს.

ქალწული

იყავით თამამი! საკუთარი თავი გამოიწვიეთ და დასახული მიზნისკენ თამამად იარეთ. სამყარო გეხმარებათ!

სასწორი

გაიღიმეთ! შემოდგომის ბუნიობის დღე მოგიტანთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ გლობალურად შეცვლის!

მორიელი

თქვენთვის საჭირო სფეროში ცხოვრების შესაცვლელად ძლიერ იმპულსს და მოტივაციას იგრძნობთ. მიზნების მისაღწევად ძლიერ იმპულსს იგრძნობთ.

მშვილდოსანი

სტაბილურობა და კომფორტი – აი, რას იგრძნობს მშვილდოსანი ამ პერიოდში. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში დიდხანს რომ იყოთ, დასვენება და სასიამოვნო ემოციები არ დაგავიწყდეთ. შეისვენეთ და ნაბიჯი შეანელეთ!

თხის რქა

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შემოდგომის ბუნიობის დღიდან შუა ნოემბრამდე ბევრი ცვლილება და გარდაქმნა ელის. არ ინერვიულოთ, ყველაფერი მარტივად მოგვარდება!

მერწყული

ეს დღე კომუნიკაბელური მერწყულისთვის მარტივი არ იქნება, ამიტომ სირთულეებისთვის წინასწარ მოემზადეთ. საბოლოოდ, ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება!

თევზები

კრეატიულ თევზებს შესაძლოა ენერგიის ცვლილება ელოდოს. შემოდგომის ბუნიობის დღეს გამარჯვების განწყობა შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ რაღაც ისე არ წარიმართება. რესურსების მდგომარეობიდან ამოვარდნის რისკი არსებობს.

რედაქციის რჩევა

2021 წლის შემოდგომის ბუნიობის დღე მარტომ, საკუთარ სურვილებთან და ფიქრებთან ერთად გაატარეთ. კარგია, თუ ეკლესიაში წახვალთ ან სულიერ მოძღვარს გაესაუბრებით. სასარგებლოა მედიტაცია, განსაკუთრებით სასურველის ვიზუალიზაცია. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენი ფიქრები განსაკუთრებით მატერიალურია.

ფიქრებით მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს და ყველას, ვინც თქვენ გვერდით იყო, გეხმარებოდათ და რჩევებს გაძლევდათ. სამყაროს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ, რაც გაქვთ. მადლიერება ახალ დადებით ენერგიას გზას გაუხსნის!